IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> იესოს ლოცვის შესახებ, წმ. მამათა დარიგებები
orthodox-georgia
პოსტი Jun 30 2008, 04:08 PM
პოსტი #1


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



იესოს ლოცვა:

უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.


რა არის იესოს ლოცვის არსი? (ზოგადად)
ეს არის ერთ-ერთი სიტყვიერი მოკლე ლოცვა, რომელიც სხვა მოკლე ლოცვების მსგავსად შთაგვაგონებს, რომ გონებით მხოლოდ ღმერთზე ვიფიქროთ.
ნუ შევიძღუდებით იესოს ლოცვის სიტყვების მექანიკური გამეორებით. უნდა გვახსოვდეს, რომ უმთავრესია-ლოცვა შიშით, რწმენით და სიყვარულით. მთავარია ღვთის წინაშე გულის სიღრმიდან გამომავალი ვედრებით დგომა.
ჩვენი გულისყური მთიანად უფალს უნდა მივუპყრათ და მოვუხმოთ ყველგან მყოფ ღმერთს.

თუ ლოცვისას არ იშრომებთ, ოფლს არ დაღვრით იმისთვის, რომ ყოველი სიტყვა ჩაიბეჭდოს გულსა და გონებაში, მაშინ ამაოა მდუმარება, გლოვა, მარხვა და სიფხიზლე.
ის ვინც თავს ანებებს სულიერ ღვაწლსა და იესოს ლოცვას, თვითონვე ხდება მიზეზი იმისა, რომ მისი შრომა უნაყოფოა-ამაოა მისი ოფლის ღვრა, რადგან ის მალე სრულიად გულგრილი ხდება და ამით ყველაფერი მთავრდება.
იესოს ლოცვას უნდა აღავლენდეს არა მხოლოდ ბერი, არამედ ერისკაციც.
იესოს ლოცვა თავისთავად არ არის სასწაულმოქმედი. ის ისეთივეა, როგორცსხვა ნებისმიერი მოკლე ლოცვა სიტყვიერად და შესაბამისად გარეგნულადაც; მაგრამ მაინც შეიძლება იქცეს ის ჩვენთვის ყველაზე აღმატებულად.

გავაგრძელებ მერე

პ.ს. ჩემს მიერ ამ თემაში დაპოსტილი მასალა აღებულია (და მერეც იქნება აქედან) საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის მიერ გამოცემული წმ. მღვდელმთავარ თეოფანე დაყუდებულის სწავლებანი იესოს ლოცვის შესახებ (შემდგენელი იღუმენი თეოფანე კრიუკოვი) თბილისი 2003წელი.


პ.პ.ს. უმორჩილესი თხოვნაა არ გააოფტოპიკოთ და არ გააჩატოთ. პოსტეთ მხოლოდ წმ მამათა სწავლებანი ამ კონკრეტულ თემაზე


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
izi-bartki
პოსტი Jan 26 2011, 05:09 PM
პოსტი #2


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



orthodox-georgia
აი გავაგრძელე შენს საქმეს :
kiss1.gif

ლოცვის სრულყოფილება მიაღწევს სათნოების სხვა გამოვლინებებთან ერთად

თუ ლოცვას დაუდევრად მოვექცევით, ვერასოდეს მივაღწევთ წარმატებას. გვახსოვდეს, რომ ლოცვა სრულყოფილი არაა, თუ მასთან ერთად სხვა სათნოებები არ გაგვაჩნია. ნებისმიერ სათნოების დახვეწასთან ერთად ლოცვა სრულყოფილი ხდება. მთავარი არსია: ღვთის შიში, უბიწოება, თავმდაბლობა, გულის შემუსვრილობა, ხორცის მოკვდინება, მოთმინება, სიყვარული... როცა მას მივაღწევთ, ჩვენში სათნოება იზრდება და მასთან ერთად ლოცვაც.

გვეძლევა საიდუმლოს მეშვეობით

ნამდვილი გულითადი ლოცვა მადლის წყალობაა, რომელიც აღსარებისა და ზიარების საიდუმლოს მეშვეობით გვეძლევა. იმას რასაც მადლი გვაძლევს, ჩვენი შრომა ვერასოდეს ვერ მოგვცემს. შრომა მხოლოდ მადლის მისაღებად გვამზადებს და როცა ეს მადლი გვებოძება, მეტად მივეახლებით უფალს.

რომელი წესი ავირჩიოთ?

ზოგადი რჩევები

ლოცვის შენ წესში, იესოს ლოცვას მიუჩინეთ განსაკუთრებული ადგილი. ის რამდენიმეჯერ აღავლინე ლოცვამდე და ლოცვის შემდეგ. თუ ბეჯითი ხარ ყოველი ლოცვის შემდეგ აკეთე იგივე...
როდის რამდენჯერ უნდა აღავლინო ლოცვა თვითონ განსაჯე, ან შენს სულიერ მამას ჰკითხე. მაგრამ თავიდან ბევრს ნუ ილოცებ, თანდათანობით მიუმატე. თუ სურვილი დაგებადება, გაიმეორე ლოცვა, უარი არ უთხრა საკუთარ თავს. რამდენიც არ უნდა გთხოვოს გულმა ასეთ გამეორებაზე, უარი არ უთხრა. ლოცვების წაკითხვისას არ იჩქარო! წარმოთქვი ზომიერად, როგორც ელაპარაკებიან თანამდებობის პირს, როცა რაიმეს სთხოვენ. იზრუნე არა მხოლოდ სიტყვებზე, არამედ იმაზეც, რომ გონება და გული შეერწყას და ისე წარსდგეს ღვთის წინაშე მისი სინდისის, მადლმოსილების და ჭეშმარიტების მთელი შეგრძნებით...
იესოს ლოცვის აღვლენისას მიიღე მლოცველის მდგომარეობა. ლოცვის ყოველ გამეორებაზე თაყვანი ეცი უფალს: ათჯერ მცირე მეტანია, შემდეგ კი დიდი. ასე მოიქეცი ლოცვის დამთავრებამდე.
“უფრო რაზე უნდა ვიზრუნოთ, მეტანიების და ლოცვების რაოდენობაზე, თუ ყურადღებაზე?”ყურადღების გარეშე ლოცვა ლოცვა არაა. მაშასადამე, ეს არის მთავარი. ამასთანავე წესად მივიღოთ მეტანიების და ლოცვების რაოდენობა შინ შესასრულებლად. წარმატებული ლოცვისათვის საჭიროა ეკლესიაში ყველა ლოცვასა და წირვაზე დასწრება და მოწიწებით ლოცვა. კუჭს ნუ გადაიტვირთავ საკვებით, ძილსაც ზედმეტად ნუ მიეცემით. გართობაც არ დაუსვათ, უკუაგდე უჯერო სიცილი, ხუმრობა. თავი ყოველთვის ისე გეჭიროთ, თითქოს მეფის წინაშე იდგეთ. თუ საქმეს ყურადღებით მოეკიდებით, თვით საქმეს გასწავლით ბევრს. საერო წიგნებს ნუ წაიკითხავთ. იქ თქვენთვის ბევრი გამოუსადეგარი რჩევაა, რომელმაც შეიძლება ხიბლში ჩაგაგდოთ. იკითხეთ წიგნი მღვიძარებასა და ლოცვებზე.

საწყისი წესი: გაკვეთილი ერთბაშად

ყურადრებით და გულისყურით იმეორე განუწყვეტლივ: უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. ყოველგვარი წარმოსახვის გარეშე იმ რწმენით, რომ უფალი გხედავს და ისმენს შენს ლოცვას. ამის განმტკიცებას დაუთმე დილას და საღამოს გარკვეული დრო: თხუთმეტი წუთი, ნახევარი საათი, ან მეტი, რამდენიც შეგიძლია. ამგვარად უნდა მოიქცე დილას და საღამოს ლოცვების შემდეგ. ეს იქნება ლოცვის ჩვევის ჩამოყალიბების დასაწყისი.

სხვა წესი: ცოტ ცოტა მაგრამ ხშირად

გამოყავი გარკვეული დრო დღის განმავლობაში იესოს ლოცვის აღსავლენად. სადილობამდე ორჯერ და სადილის შემდეგ ორჯერ მცირე და დიდი მეტანიებით. თქვი იესოს ლოცვა ასჯერ. ეს წესი აუცილებლად შეასრულე ყოველდღე.
ლოცვად დგომისას გახსოვდეს, რომ უფალი ახლოსაა და ესმის შენი, გხედავს და სურს მოგცეს ის, რაც შენი მაცხონებელია... წარმატების ძირითადი პირობაა შესრულების მუდმივობა.

შემდეგი წესი: ხშირად, გაორმაგებით და გასამმაგებით

სასურველია გონება ღმერთზე ფიქრით იყოს მუდმივად დაკავებული. ამის საუკეთესო საშუალებაა იესოს ლოცვის გამომუშავება. წესად მიიღეთ დღეში ორჯერ, ან სამჯერ ხატების წინ დგომა და იესოს ლოცვის მოწიწებით აღვლენა და შენს წინაშე უფლის ხილვით აღავლინე ლოცვა 100, 200, 300 ჯერ რამდენჯერაც ძალგიძს. თუ ამას გადაწყვეტ, უკან აღარ დაიხიო. მთელი დღის განმავლობასი იფიქრე ლოცვად დადგომა და ამით ღმერთიც მოგეახლება.

მხატვრულობა

სიმეონ ახალღვთისმეტყველის გონიერი ლოცვის მხატვრულად წარმართვის შესახებ... სხეულის მდგომარეობა და მოძრაობა არ არის მთავარი ეს მხოლოდ დახმარებაა. საგანგებოდ აღვნიშნავ: დაჯექი განმარტოებით, თავი დახარე, შეაჩერე სუნთქვა და გონების თვალი მიაპყარი გულს და წარმოთქვი უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე.

როგორ აღვავლინოთ იესოს ლოცვა წესის გარეშე

მთელი დღე იღვაწე ყურადღებისათვის

დილიდანვე იფიქრე უფალზე. არა მხოლოდ დილის ლოცვის დროს იდექით მის წინაშე, არამედ მთელი დღის განმავლობაში არ განეშოროთ, თან ატარეთ იესოს ტკბილი სახელი. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ვისთანაც არ უნდა საუბრობდეთ, სადაც არ უნდა მიდიოდეთ, გონებით ყოველთვის იყავით უფალთან. თუ გონება გაგეფანთოთ ისევ მიუბრუნდით უფალს და შემუსვრილი გულით თავი გაიკიცხეთ... და ასე გააგრძელეთ... სწორედ ეს არის ყურადღების ღვაწლი.

არ არის აუცილებელი იესოს ლოცვის განუწყვეტლივ გამეორება

თუ ხელსაქმის დროს გაგიჩნდებათ ლოცვის სურვილი, ეს ღვთის წყალობაა. ილოცეთ და თან იმუშავეთ. ნანობთ, რომ ვერ იმეორებთ იესოს ლოცვას? ეს არც არის სავალდებულო, მაგრამ სავალდებულოა ღვთისადმი მიმართ მუდმივი გრძნობა, რომელიც უნდა არსებობდეს თქვენში ნებისმიერი საქმიანობის დროს... და როცა თქვენ ლოცულობთ იესოს ლოცვით, გააგრძელეთ ასე საქმიანობა და ეს ლოცვა მთლიანად მოგიცავთ თქვენ.

დაე გონება გულით სულდგმულობდეს თქვენში

თქვენი ცხოვრების დიდ ნაწილს გონება წარმართავს, ხოლო გულს მხოლოდ მაშინ მიმართავთ, როცა გონებრივი შრომა წარმოშობს გარკვეულ გრძნობას. პირიქით კი უნდა იყოს, გულისმიერი ცხოვრებით უნდა იცხოვროთ და მხოლოდ სულიერი ცხოვრების მოთხოვნილების შესაბამისად თქვენი გონების საყრდენად გული უნდა აქციოთ.

როდის აღვავლინოთ ტაძარში იესოს ლოცვა და როდის საზოგადო ლოცვა

გვეკითხებიან - უნდა კი აღვავლინოთ იესოს ლოცვა ტაძარში, როცა გულში სიმშვიდეა და უშფოთველობა, გონება კი ამ ღვთაებრივ სიწყნარეში მიპყრობილია გალობისა და საკითხავებისაკენ? იცოდეთ, რომ სადაც არ უნდა იყოთ და რასაც არ უნდა აკეთებდეთ, უნდა წარსდგეთ ღვთის წინაშე და აღივსოთ მოწიწების გრძნობით. ტაძარშიც ასევე მოიქეცით. ლოცვა განამტკიცებს ღვთის მიმართ ყურადღებას და გრძნობებიც, რომლებიც ამ დროს აღიძვრება, შესაბამისად ღვთაებრივია.
ღვთისმსახურების დროს უნდა უსმინოთ წირვას. მთელი ყურადღებით იდექი იქ, სადაც იესოს ლოცვა აღევლინება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის გაუგებრად კითხულობენ ან გალობენ, მაშინ აღავლინეთ ეს ლოცვა.
როგორ მოვიქცეთ ეკლესიაში, ჩვენთვის გულში ვილოცოთ, თუ ვისმინოთ რასაც კითხულობენ და გალობენ? გააძლიერეთ თქვენი შინაგანი ლოცვა და ამასთან უსმინეთ... შინაგანი ლოცვა ღუმელია, მოსმენა კი ღუმელში შეშის შეკეთება... თუ მოსმენა ასუსტებს შინაგან ლოცვას, უმჯობესია მიენდოთ თქვენს ლოცვას, მაგრამ ლიტურგიის დროს აზრებითაც და გრძნობებითაც უნდა მივსდიოთ მსახურებას. აი, კიდევ რა უნდა გვახსოვდეს: ეკლესიაში ვიკრიბებით საერთოდ ლოცვისათვის, სადაც ყველას უნდა აერთიანებდეს ერთი აზრი, გრძნობა, სიტყვა. სხვაგვარად ვერ მივიღებთ იმას, რაც უფალმა გამოგვიცხადა, როცა ორი ან სამი ლოცულობს.

როგორ მოვიქცეთ, როცა ყურადრება გვეფანტება

გონებას ისე ვერაფრით შევაჩერებ, თუ არა გრძნობით

გონება სულ გადადის ერთი საგნიდან მეორეზე. რით ან როგორ შევაჩეროთ იგი? სხვა არაფრით, თუ არა გრძნობით. როდესაც გულში აღიძვრება რაღაც გრძნობა, იგი გონებასაც მიაჯაჭვებს ამ გრძნობის საგანს. ანუ, ვისაც სურს გონება დაუმორჩილოს ღმერთს ისე, რომ მუდმივად მასთან იყოს, უნდა გააძლიეროს ღვთის გრძნობა.
რა არის გონების გაფანტვის მიზეზი? თუ გულში ღრმა გრძნობაა უფლისა, გონებაც არ გაგეფანტება. როცა ონკანი მოშვებულია, წყალი შეუჩერებლად მოედინება, ხოლო, როცა დაკეტავ, წყალი შეწყდება: ასეა გონებაც: მასში სხვადასხვა აზრი მიედინება დაუსრულებლად დაკეტეთ და შეწყდება. სწორედ ონკანის დაკეტვას ჰგავს გულში წმინდა გრძნობების გაღვიძება და შენარჩუნება.

ღვთის ხსოვნა და შემუსვრილი გული ფიქრებს არ განაბნევს

ვიბნევი, ვინ არის დამნაშავე? ნუ იბნევით. როგორც კი შეამჩნევთ, რომ გონება გეფანტებათ, მაშინვე შეეცადეთ მის შეჩერებას. შეეჩვიეთ, გქონდეთ ღვთის და სიკვდილის ხსოვნა. ამით მიაღწევთ გულის შემუსვრილობასა და გონებაც აღარ გაგეფანტებათ.

მოუხმეთ სიფხიზლეს და საკუთარი თავის საყვედურს და ყურადღებაც აღარ გაგეფანტებათ

ჩვენი განსაცდელი ისაა, რომ გონება გვებნევა და ყურადღებაც შესაბამისად გაგეფანტება, გონებაც სადღაც დაქრის ლოცვის დროს. როგორ მოვიქცეთ? ყველა ერთს გვირჩევს: როცა გამოფხიზლდები, გულს მიენდე, გულით ილოცე, რათა გონება ისევე არ გაგეფანტოს, მაგრამ თუ მაინც მოხდება ეს, ისევ შეეცადე მოიკრიბო იგი და ასე მოიქეცი შემდეგაც. რას მივაღწევთ ამით? ვცდილობთ,მაგრამ ვერაფერს ვხვდებით. ვფიქრობ, თუ ამისთვის საკუთარ თავს ვსაყვედურობთ და ასევე ღმერთს შევსთხოვთ სიფხიზლეს, უფალი დაინახავს ჩვენს გულწრფელ მცდელობას ფხიზლად ყოფნისათვის და აუცილებლად გაიღებს ჩვენთვის მოწყალებას.

ღმერთზე ფიქრი აუცილებელია

ამბობთ არ შემიძლია მუდამ ფხიზლად ყოფნა. თუ ხან ფხიზლობთ და ხან არა, არაფერია... მაგრამ თუ თქვენი მდგომარეობა დიდიხანს გაგრძელდა, საჭიროა გაიმხნევოთ თავი ღმერთზე ფიქრით, ან რწმენის საიდუმლოებების, განსაკუთრებით: სიკვდილის, სამსჯავროს, სამოთხისა და ჯოჯოხეთის გახსენებით უნდა გააღვიძოთ გულში ღვთის შიშისა და მოკრძალების გრძნობა, რადგან მას აქვს უდიდესი აღმგზნები ძალა. ღვთის შიშის შესუსტებისგან მოდის სიზარმაცე, დაუდევრობა და მძინარობა. იესოს ლოცვის დროს ღმერთზე ფიქრი აუცილებელია. შეიძლება სახელი იესო გამუდმებით იმეორო, მაგრამ ღმერთზე სულაც არ ფიქრობდე. უფრო მეტიც თავში გიტრიალებდეს უფლისათვის მიუღებელი აზრები, ანუ ყველაფერი დამოკიდებულია ღმერთთან შეგნებულ და თავისუფალ ერთობაზე, ამის მისაღწევად განუწყვეტელ ღვაწლზე.

გამუდმებით ვინანიოთ ცოდვები

არ არის წუთი, რომ ნებსით და უნებლიეთ ჩვენი სული არ მძიმდებოდეს ცოდვებით და არ ირღვეოდეს კავშირი ჩვენსა და ღმერთს შორის. ამიტომ გამუდმებით უნდა ვინანიებდეთ ცოდვებს, რადგან სინანული განწმენდს ჩვენს სულს სიბილწისაგან.

იესოს ლოცვით მაშინვე წავშლი ცოდვის კვალს

თავში ჩვეულებრივ გვიტრიალებს სხვადასხვა გულისთქმა. ეს არ არის იმდენად ზიანის მომტანი. საშიში ის მრავალი გულისთქმებია, რომლებიც ლახვარივით იჭრებიან თქვენ გულში და ტოვებენ იქ კვალს. თავიდანვე წაშალეთ ეს კვალი იესოს ლოცვით და დაუპირისპირეთ მას საპირისპირო გრძნობა. როცა გულში შენარჩუნებულია ღვთაებრივი სითბო, ასეთი შემთხვევები იშვიათია.

ღვთის ხშირი ხსენება მოკრძალების გარეშე არ გამოიღებს სულიერ ნაყოფს

გონიერი ლოცვისას გახსოვდეთ აღანთოთ სულში ღვთის შიშის და მოკრძალების გრძნობა, ამასთანავე არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ აუცილებლად წარდგებით ღმერთის, მოწყალე მამისა და ამასთანავე მოსამართლის წინაშე. უფლის ხშირი ხსენება მოკრძალების გარეშე აჩლუნგებს ღვთის მოშიშებას და ართმევს მას იმ მხსნელ ძალას, რომლითაც ის აღჭურვილი იყო და მისი კვლავ წარმოქმნა მხოლოდ მას შეუძლია.

ძირითადი საფრთხე

ცდუნება მტრისაგან

თავიდან დიდ სიძნელეს აწყდებით, ყოველივე ხელოვნურად უაზროდ გეჩვენებათ და კიდევ უამრავი უსარგებლო აზრი იბადება თავში. ამიტომ მთავარია - იდგეთ ღვთის წინაშე, გონებისა და გულის ერთობით და ასე აგრძელებდეთ სიცოცხლის ბოლომდე. მიუძღვენით ამ საქმეს გარკვეული დრო. გაკვეთილის შესწავლის დრო დამოკიდებულია რწმენასა და სიბეჯითეზე. ნუ შესუსტდებით მართალია მრჩეველთა და ლოცვის მიმართ გაგიჩნდებათ ეჭვები, ლოცვის მიტოვების სურვილი, მისი გმობა, დაქანცულობა - სწორედ ამიტომ, რომ ეს არ არის ადვილი, ყურს ნურაფერს დაუგდებთ. ილოცეთ. მტერი ყველაზე მეტად ამ ლოცვის გმობას გვინერგავს, რადგან თქვენი ლოცვისას ცეცხლი წვავს და უკუაგდებს მას. ის ვერ დაამარცხებს იმ ადამიანს, ვის გულშიც იესოს ლოცვაა, იესოს უტკბილესი სახელი, რომელიც გამუდმებით ჟღერს თქვენს გულში, თქვენი ძალისხმევის გარეშეც განდევნის მტერს.

თავი გტკივათ

თქვენ წერდით, რომ ყურადღება თავს გატკივებთ. ეს მხოლოდ მაშინ, როცა მხოლოდ გონებით მუშაობთ, თუ მასში გულსა და სულს ჩააქსოვთ, მაშინ შრომა გაგიადვილდებათ, თავი შეგიმსუბუქდებათ და გულისთქმაც დადუმდება. გული უნდა იყოს თქვენი თავშესაფარი. როგორც კი გულისთქმა შემოგიტევთ, ნუ დაიზარებთ, მიმართეთ ამ თავშესაფარს და გულისთქმებიც მაშინვე გაიფანტება. გულშია სიცოცხლე და იქ უნდა იცხოვრო. არ გეგონოთ, რომ ეს სრულყოფილთა ხვედრია. ეს ყველასათვის მისაწვდომია, ვინც უფლის გზას ეძებს.

მხატვრულობა სახიფათოა

იესოს ლოცვის აღვლენა, როგორც ჩვენ ამას ჩვეულებრივ ვაკეთებთ, კეთილი საქმეა, ბერ-მონაზვნებისათვის ეს მოვალეობაა. და განა დააკისრებდნენ ეს რომ სახიფათო ყოფილიყო? საშიში ის მხატვრულობაა რაც მოიგონეს და დაურთეს ამ ლოცვას. ეს ზოგიერთს ხიბლში აგდებს, ზოგს კი ავხორციულ მდგომარეობაში, ამიტომაც საჭიროა მხატვრულობის აკრძალვა, ხოლო რაც შეეხება იესოს უტკბილესი სახელის წარმოთქმას, იგი ყველას უნდა ჩავუნერგოთ გულში და განვაწყოთ ამისათვის.

მცირეოდენი სითბო ბუნებისაგან

ვინ იცის რად აქციეს იესოს ლოცვა. ჰგონიათ, როგორც კი აღავლენენ, ამით ყველაფერი მიიღწევა. ეს ლოცვა მათთვის შელოცვად გადაიქცა: აღავლინე, სხეულის შესაბამისი მოძრაობაც გააკეთე და ყველაფერს მიიღებ. კიდევ დუდუნებენ, გული კი ცარიელია, გონებაც იფანტება, ის კი არა ურცხვი მოძრაობებიც ჩნდება. მათ ეს არაფრად მიაჩნიათ, თითქოს ყველაფერი ეს სრულიად მისაღები იყოს. ზოგი ამ დროს მცირეოდენ სითბოს შეიგრძნობს და იწყებს ყვირილს: აი მადლი, მადლი! ავიწყდებათ, რასაც წმინდა მამები მიუთითებენ: თუ მცირეოდენ სითბოს შეიგრძნობ, ნუ გაგიკვირდება, ეს ბუნებისაგანაა და არა მადლისაგან.

ხიბლის დასაწყისი

იცოდე, რომ ნამდვილი წარმატება მიიღწევა შენს არსებაში, შეუმჩნევლად, ეს ისევე ხდება, როგორც სხეულის ზრდა. ამიტომ, როცა შენში აღიძვრება სურვილი, წამოიძახა: აი ის! იცოდე ეს მტრის წამოძახილია, რომელიც მოჩვენებითს ნამდვილად წარმოგიდგენს. ეს ხიბლის დასაწყისია. ჩაახშვე ეს ხმა, თორემ იგი როგორც საყვირი ისე გუგუნებს შენში და თვითკმაყოფილებით გასაზრდოებს.

უთანხმოება ცოდვიანი ჩვევებისაგან

იესოს ლოცვას შეიძლება მოჰყვეს ჩვენს გულში შფოთი, თუ ამ ლოცვის აღვლენისას უარს არ იტყვით იმ ცოდვასა და იმ ცოდვიან ჩვევაზე, რომელთაც სისნდისი გმობს. ამ დროს ჩვენში ღრმა უთანხმოებაა, რომელიც გულის სიმშვიდეს გვიკარგავს, შედეგად მოჰყვება გონების დაბნელება, ცნობიერების შეშფოთება და აღრევა.

ცრუ მისტიციზმი

ჭეშმარიტად, ქრისტიანული ცხოვრება არის უფალთან ყოფნა. სიცოცხლე იდუმალია, საიდუმლოა მისი ჩასახვა, განვითარება და სრულყოფა. ამიტომ ყოველგვარი მისტიციზმი არ არის ცრუ. ცრუ მისტიციზმი წარმოიშვება ღვთისაკენ მიმავალი ჭეშმარიტი გზიდან გადახვევისას.
ცრუ მისტიციზმში გადახრას წმინდა მამები ხიბლში გადახრას უწოდებენ... ერთნი წარმოსახვებში, მეორენი კი გონებრივ ქმედებაზე რჩებიან. ჭეშმარიტ ნაბიჯს მხოლოდ ის გადადგამს, ვინც ამ სადგურების გავლით, გულამდე მივა და იქ იპოვის თავშესაფარს. მაგრამ აქ კიდევ შესაძლებელია ცდუნებაში ჩავარდნა, რადგან გონიერი და გულითადი ლოცვის ნაწილი წარმოადგენს ლოცვით ღვაწლის შრომით შედეგს. ხოლო სადაც ჩვენ ვართ იქ ყოველთვისაა ხიბლში ჩავარდნის და ცოდვის ჩადენის საშიშროება, რომელსაც მაშინ ავიცდენთ, როცა გულში წმინდა და მტკიცე ლოცვა დაიმკვიდრებს. ვის გულშიც უფალია, ის ხიფათს ასცდება. კიდევ უფრო დაცულია ის, ვინც მთელი არსებით მიეცემა ღმერთს ყოველ ჟამს და დამდაბლებული გულით ითხოვს ხიბლისაგან გამოხსნას.

აუცილებელია გყავდეს ხელმძღვანელი

ხიბლისგან თავის დასცავად

შესაძლებელია გადახრა ცრუ მისტიციზმში. როგორ დავაღწიოთ თავი ამ უბედურებას? წმინდა მამები მხოლოდ ერთ საშუალებაზე მიგვითითებენ: ნუ დარჩები მარტო, იყოლიე გამოცდილი მრჩეველი ანუ მოძღვარი. თუ არ გყავთ, შეიკრიბენით ორ ორი, ან სამ სამი და იხელმძღვანელეთ წმინდა მამების წერილებით. სხვა გზა ცრუ მისტიცისმისაგან თავის დასაღწევად მე არ მეგულება, გარდა იმ მადლმოსილი ხელმძღვანელობისა, რომლის ღირსი გამხდარი არც თუ ისე ბევრი ღვთის რჩეული. ეს განსაკუთრებული შემთხვევებია, ჩვენ კი ყველასათვის საერთო ცხოვრებისეულ გზებზე მივუთითებთ.

სად იპოვოს ერისკაცმა ხელმძღვანელი

კიდევ ერთი გაუგებრობა: გონიერი ლოცვის მისაღწევად საჭიროა გყავდეს ხელმძღვანელი. სად უნდა იპოვოს იგი ჩვეულებრივმა ერისკაცმა? იქვე ერში, სულიერ მამებსა და ჩვეულებრივ ერისკაცთა შორისაც. მართალია, სულ უფრო და ყფრო იშვიათად გვხვდებიან პიროვნებები, რომლებსაც შეგვიძლია მივმართოთ სულიერი ცხოვრების საკითხების რჩევისათვის, მაგრამ ასეთი პიროვნებები ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან მომავალშიც. მსურველი კი, ღვთის წყალობით, ყოველთვის პოულობს მათ. სულიერი ცხოვრება ღვთიური ცხოვრებაა და ღმერთი განსაკუთრებით იმათ სწყალობს, ვინც ეძიებს მას. მხოლოდ ღვთისმოსავი იპოვის მის გარშემო ყოველივე საჭიროს.

საჭიროა გამოცდილი მოძღვარი

ღვთისადმი ურყევი ყურადღება მადლმოსილია, ხოლო ჩვენი საკუთარი ყურადღება ყოველთვის იძულებითია. მაგრამ ასეთი გონიერი ლოცვა გადაიზრდება შინაგან გულისმიერ ლოცვაში, თუ გყავს გამოცდილი მოძღვარი.

დასკვნა

რა უნდა გვახსოვდეს და ვაკეთებდეთ

იკითხეთ რა არის საჭირო... გაიხსენეთ და ისე აკეთეთ... ყურადღებით აღჭურვილი ჩაღრმავდით საკუთარ გულში და ისე წარდექით ღვთის წინაშე, რომელიც თქვენშია, ყველგან მყოფელი და ყოვლისმხილველი. ღვთის წინაშე დგომისას, სხვა აზრები არ გაივლოთ თავში... გააღვივეთ თქვენში მხოლოდ ღვთიური გრძნობები. ღმერთი ხომ ხედავს, ესმის და მზად არის აღასრულოს თქვენი თხოვნა. არ მიატოვოთ სიტყვა (იესოს ლოცვა შემდგენელი) იფიქრეთ იმაზე, თუ რა არის უფალი ჩვენთვის, მაგრამ თქვენი ფიქრები უნდა იყოს უბრალო; რომ უფალი ახლოსაა, გვიფარავს, გვამხნევებს, გვასწავლის და გვხელმძღვანელობს... ლოცვის დაწყებისას კითხვები გაგიჩნდებათ... და შეეკითხეთ. საბოლოოდ, აზრი და გრძნობა ისე შეერწყმება ღმერთს, რომ გახდებიან განუყოფელინი გაჩნდება ღმრისაგან განუშორებელი თბილი და ტკბილი გრძნობა... სხვა ყველაფერი გახდება გარეშე და უცხო. როცა იქნებით თავმდაბალნი, ღვთის მადლი თქვენს ლოცვას ძალას მისცემს. იზრუნეთ, რათა ყველაფერი გულიდან მოდიოდეს. გარეგნულზე ნუ იფიქრებთ.
... როგორც კი გაგიჩნდებათ ასეთი აზრი (რომ ლოცვა სრულყავით შემდგ.) წინასწარ იცოდეთ, რომ ეს აზრი მცდარია, ნუ დაეყრდნობით მას. ლოცვა მაშინ განმტკიცდება, როცა გულში ცეცხლი წარმოიქმნება.

მიიღეთ მთავარ საქმედ და მაშინ...

იშრომეთ და შეევედრეთ ღმერთს მოგცეთ ძალა, შეიგრძნოთ და შეიცნოთ, თუ რა არის უფლისათვის, ბერი პართენის თქმით, ტკივილი გულში. ეს უცბად არ მიიღწევა. გაივლის მთელი წელი თავდაუზოგავ შრომაში, იქნებ უფრო მეტიც, სანამ გამოჩნდება მისი პირველი ნიშნები. გაკურთხოთ უფალმა ამ გზაზე. მაგრამ თქვენ ნუ ჩათვლით ამ საქმეს უმნიშვნელოდ, იგი უმთავრესად მიიჩნიეთ... აი, მაშინ ღმერთის წყალობით აღიძვრება ტკივილი თქვენს გულში, აღსრულდება ის, რაც გსურთ და უფრო მეტიც თავისთავად თქვენში დამკვიდრდება ერთგვარი ტაქტი, რომელიც ყველაფერს მასზე ფიქრის გარეშეც მოაწესრიგებს. მაშინ თქვენს არსებაში დაისადგურებს მოძღვარი, რომლის სიბრძნის ბადალი ქვეყანაზე არ მოიპოვება.


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
orthodox-georgia   იესოს ლოცვის შესახებ   Jun 30 2008, 04:08 PM
orthodox-georgia   არსებობს ლოცვის აღ...   Jul 1 2008, 11:45 AM
orthodox-georgia   :) გაგრძელება :) იეს...   Jul 2 2008, 07:08 PM
xatia19   გავაგრძელებ თუ ნებ...   Jul 3 2008, 07:01 PM
Iona   ღმერთმა აკურთხოს თ...   Jul 3 2008, 09:37 PM
orthodox-georgia   Iona წყაროც მიუთითე ხ...   Jul 3 2008, 10:05 PM
Iona   orthodox-georgia წიგნი ვიყიდ...   Jul 4 2008, 01:42 PM
orthodox-georgia   orthodox-georgia წიგნი ვიყიდ...   Jul 4 2008, 03:36 PM
Iona   კეთილი და პატიოსა...   Jul 4 2008, 05:05 PM
mak   იესოს ლოცვისკენ იყ...   Jul 9 2008, 10:12 AM
orthodox-georgia   როცა იესოს ლოცვა გ...   Jul 17 2008, 12:57 PM
orthodox-georgia   ნუ განსაზღვრავთ დრ...   Jul 18 2008, 07:13 PM
orthodox-georgia   გაგრძელება :) დაწყ...   Jul 20 2008, 05:20 PM
neo   ივარჯიშე იესოს ლოც...   Jul 21 2008, 02:39 PM
orthodox-georgia   :) გაგრძელება :) თუ ლ...   Jul 21 2008, 07:54 PM
seminarieli lela   საინტერესო იყო და ...   Jul 23 2008, 12:47 PM
წახწახა   გულით კითხვა რაარი...   Jul 23 2008, 01:12 PM
seminarieli lela   გულით კითხვა რაარ...   Jul 23 2008, 01:24 PM
subterranean   გულით კითხვა რაარ...   May 11 2009, 12:38 AM
kent5   იესოს ლოცვა მე რო...   Jan 30 2009, 12:27 AM
giorgi gvasalia   ლოცვით ადამიანი გა...   Jan 30 2009, 08:35 PM
shavlegi   პირადად მე იესოს ლ...   Jun 23 2010, 02:00 PM
marine   მორწმუნე ადამიანმ...   Jun 23 2010, 02:29 PM
izi-bartki   ეს მასალა შემოქმედ...   Jan 26 2011, 04:45 PM
izi-bartki   orthodox-georgia აი გავაგრძე...   Jan 26 2011, 05:09 PM
COLKHI   სალამი,განსაკუთრე...   Feb 11 2011, 01:58 PM
COLKHI   გაგრძელება -ენ გონ...   Feb 11 2011, 02:11 PM
+ვახტანგი+   COLKHI მშვიდობა. :) შენი...   Feb 12 2011, 04:03 PM
sibrdzne.ge   http://sibrdzne.ge/ლოცვა http://sibrdzne...   Aug 4 2011, 06:26 PM
.ნინო   sibrdzne.ge ისე გადავავლე...   Aug 6 2011, 11:10 AM
giorgi777-333   იესოს ლოცვას აქვს ...   Nov 11 2011, 07:38 PM
+ვახტანგი+   giorgi777-333 წმ თეოფანე და...   Nov 11 2011, 11:45 PM
GIORGI LELUASHVILI   giorgi777-333 როგორიოო?:blink:   Nov 12 2011, 01:54 PM
.ნინო   ეს ვისი სიტყვებია?...   Nov 22 2011, 06:11 PM
მხევალი ნინო   giorgi777-333 არადა, მე როგ...   Nov 23 2011, 11:40 AM
aamirani   იესოს ლოცვისათვის....   Jan 16 2012, 01:37 PM
†სერგი†   ელ ვერსია წიგნებს ...   Dec 9 2013, 12:24 PM
G_saxva   †სერგი† ქართული თუ...   Dec 9 2013, 04:22 PM
†სერგი†   არ მაქვს სამწუხარო...   Dec 9 2013, 09:30 PM
esre ars cheshmariteba   საერთოდ ლოცვა , ესა...   Dec 10 2013, 09:33 PM
†სერგი†   შმაგი ამ თემაში უშ...   Dec 12 2013, 05:35 PM
irakli sharabidze   მოგესალმებით ყველ...   Dec 20 2013, 05:51 PM
†სერგი†   დაწერე სიამოვნები...   Jan 2 2014, 01:33 PM
marine   „იესოს ლოცვა არის ...   Oct 19 2014, 02:51 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 01:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი