![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
sopo... |
![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 ![]() |
არვიცი, ვფიქრობ ამ საკითხზე და ვერ ვხედავ ძველმართლმადიდებლების სისწორეს..
ჯერ დაუმორჩილებლობა ეკლესიის - საკითხებში, რომელიც ისეთი მნიშვნელობისაა როგორც თითების რაოდენობა და წყლის დასხმის ფორმა, და არა დოგმატური დატვირთვის შეცვლა, რასაც მოყვა, რათქმა უნდა გაუმართლებელი ძალადობა ნიკონ პატრიატრქის და მისი მომხრეების, ამ ძალადობაზე კი ვიტყოდი იმას რომ ასეთი ფორმით სისხლით და მახვილით ქრისტიანობის დაცვა ისტორიას ახსოვს თუნდაც ჯვაროსნების დროს წმ მიწის დაბრუნების მიზნით , მგონი გვხვდება საქართველოშიც კერძოდ მთიან ნაწილში ქრისტიანობის ძალადობით შეტანა, კიდევ უამრავი შეცდომა ეკლესიის კერძოდ ეკლესიაში შემავალი პირების ან პირის მიერ ჩადენილი არ ცვლის ქრისტიანობას და არ უნდა გახდეს მიზეზი ეკლესიიდან გამოყოფის.. ცვლილებებს რაც შეეხება ეკლესია ადამიანებისთვისაა შექმნილი, სამოციქულოში ცვლილებების შეტანას ადრეც ქონდა ადგილი საეკლესიო კრებების მიერ.. მე არ ვიცნობ რაოდენობის და ფორმის ქრისტეს , მე ვიცნობ გულის, და სიყვარულის ღმერთს.. ასეთი გარეგნული რჯული კი დაარღვია უფალმა შეიწყალა და განკურნა რა ადამიანი შაბათს , რადგან შაბათია კაცისთვის , კანონია ადამიანსთვის.., და დადგა რა კანონზე მაღლა - იგივე გვასწავლა ჩვენც - რომ ჩვენ გვყავს ცოცხალი ღმერთი.. რომელთანაც მისასვლელი გზა სიყვარული, მორჩილება და თავმდაბლობაა, და საშუალება კანონები.. და არა პირიქით., ამას კი ვერ ვხედავ ძველმართლმადიდებლებთან, აყენებენ რა შეუარცხყოფას წმინდანებს, რომლებიც ღმერთს სათნო ეყვნენ, და თვითონ ეკლესიას, .. უწოდებენ რა მას მადლისგან განძარცვულს, - ასეთ უფლის მიერ ეკლესიის მიტოვების შემთხვევაში არ აღესრულებოდა აღდგომის სასწაული იერუსალიმში, თუ სხვა უფლის ეკლესიაში მყოფობის შემთხვევა.. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 04:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი