სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| dzvelmartlmadidebeli |
Aug 26 2010, 04:08 PM
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
| dzvelmartlmadidebeli |
Jan 27 2011, 10:58 AM
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
sopo...
არვიცი, ვფიქრობ ამ საკითხზე და ვერ ვხედავ ძველმართლმადიდებლების სისწორეს.. სოფო, თქვენი კერძო შეხედულება არ შეიძლება იყოს ძველმართლმადიდებლობის სამართლიანობა-უსამართლობის განმსაზღვრელი. კერძო აზრის უფლება ყველას აქვს და ცხადია, ამ მხრივ, თქვენი აზრიც გასაგებია. თუ საფუძვლიანად შეისწავლით XVII საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმისა და შემდგომ, ამ რეფორმის შედეგების ზეგავლენას საქართველოს ეკლესიაზე (ანტონ პირველის მოღვაწეობა, ავტოკეფალიის გაუქმება, ეგზარქოსობისა და საბჭოთა პერიოდები), დაინახავთ ძველმართლმადიდებლობის სიმართლეს. ანტონ პირველის საქართველოში მოღვაწეობის შედეგებსა და ჯერ დაუმორჩილებლობა ეკლესიის - საკითხებში, რომელიც ისეთი მნიშვნელობისაა როგორც თითების რაოდენობა და წყლის დასხმის ფორმა, და არა დოგმატური დატვირთვის შეცვლა ძველმართლმადიდებლობა ასწავლის, რომ მორჩილება გვმართებს იმ საეკლესიო იერარქებისა, რომლებიც იცავენ მართლმადიდებლობას და არა პირიქით, რომლებიც აქცევენ და ანგრევენ მას. ნიკონ პატრიარქმა ყოველმხრივ დაიმსახურა მართლმადიდებლობის დამანგრევლის სახელი. რადგან მან ჯერ რეფორმის სათავეში მოაქცია პატივაყრილი და აშკარა მწვალებელი იერარქები, შემდეგ კი ამავე იერარქების ხელშეწყობით, 1667 წ. ანათემას გადასცა ძველი, საეკლესიო გადმოცემები, ის გადმოცებემი, რომელსაც ახლა უკან იბრუნებს და ამბობს, რომ სრულიად მართლმადიდებლურნი ყოფილან. ნიკონის ამ თავნებობას არ დაემორჩილნენ ძველმოწესენი, რაც სრულიად მართლმადიდებლური საქციელია დიდი რჯულისკანონის მიხედვით. განხეთქილების არსი ორ თითში კი არ მდგომარეობს, არამედ ძველი საეკლესიო გადმოცემების მწვალებლობად გამოცხადებაში, თანაც კრების დონეზე. მითხარით, თქვენ რომ ყოფილიყავით იმ დროს, დაემორჩილებოდით ნიკონს? წმიდა მამათა ცხოვრებიდან (მაგ. წმ. თევდორე სტოდიელის ცხოვრებიდან) შეგვიძლია ამოვიკითხოთ უამრავი ისეთი მაგალითი, როდესაც მამები ნიკონის დროინდელ საკითხთა უფრო "უმნიშვნელო" საკითხებზეც კი ამხედრებიან თავნება იერარქებს. ასე, რომ ამ საკითხზე მგონი არ უნდა მედავოთ. რაც შეეხება ნათლობის დროს წყლის დასხმის ფორმით იცვლება თუ არა დოგმატური შინაარსი, გიპასუხებთ, რომ ნამდვილად იცვლება (თუმცა ნიკონის დროს ეს საკითხის არ განხილულა, ნიკონს ფორმალური მხარე ნათლობისა არ დაურღვევია, ეს მოგვიანებით მოხდა). ამას ამტკიცებს თქვენი ეკლესიის მიერ გამოცემული კატეხიზმოებიც და მთელ რიგ ღვთისმეტყველთა ნაშრომებიც (წმ. მამებზე ხომ აღარაფერს ვამბობ). ასევე, აღმოსავლელ პატრიარქთა ერთობლივი ოროსები, სადაც წყალპკრურებითი ნათლობის გამო, ლათინებს მოუნათლავებად მიიჩნევენ და მართლმადიდებლობისკენ მოქცევის შემთხვევაში თავიდან ნათლავენ. ამ ძალადობაზე კი ვიტყოდი იმას რომ ასეთი ფორმით სისხლით და მახვილით ქრისტიანობის დაცვა ისტორიას ახსოვს თუნდაც ჯვაროსნების დროს წმ მიწის დაბრუნების მიზნით , მგონი გვხვდება საქართველოშიც კერძოდ მთიან ნაწილში ქრისტიანობის ძალადობით შეტანა, კიდევ უამრავი შეცდომა ეკლესიის კერძოდ ეკლესიაში შემავალი პირების ან პირის მიერ ჩადენილი არ ცვლის ქრისტიანობას და არ უნდა გახდეს მიზეზი ეკლესიიდან გამოყოფის.. ცვლილებებს რაც შეეხება ეკლესია ადამიანებისთვისაა შექმნილი, სამოციქულოში ცვლილებების შეტანას ადრეც ქონდა ადგილი საეკლესიო კრებების მიერ.. ეს სხვა შემთხვევებია. ცხადია, არასასიამოვნო და გაუმართლებელი, მაგრამ ნიკონის შემთხვევაში სხვა მომენტებთან გვაქვს საქმე. ნიკონი ებრძოდა ძველ, საეკლესიო გადმოცემებს, აცხადებდა მათ მწვალებლობად და ცდილობდა მათ ამოძირკვას. ქრისტეანობა მას არ ჰქონდა გასავრცელებელი, რადგან რუსეთი XI საუკუნიდან იყო გაქრისტიანებული და მას არავითარი "შესწორება" და "რეფორმირება" არ სჭირდებოდა. მე არ ვიცნობ რაოდენობის და ფორმის ქრისტეს , მე ვიცნობ გულის, და სიყვარულის ღმერთს.. მეც, ცხადია! მაგრამ, წმიდა მამების განმარტებით, რადგან ადამიანი შედგება ხილული და უხილავი არსისგან, სულისა და ხორცისგან, მისი სარწმუნოებრივი სასოება ფორმობრივადაც უნდა იყოს გამოხატული. მაგალითად, მეტანიები, მარხვები, საეკლესიო საიდუმლოთა გარეგნული შესრულების წესები (წმ. იოანე დამასკელი). მათში გამოხატულია დოგმატური შინაარსი, რომლის დარღვევა საიდუმლოს ძალას ართმევს. წაიკითხეთ კატეხიზმოები. ამიტომაც, აქ არც ისე მარტივად არის საქმე, როგორც თქვენ წარმოიდგენთ. თუ თქვენთვის ეს მისაღები არ არის ნება თქვენია, ჩვენ მოვალენი ვართ ჩვენს მოყვასს ვაუწყოთ ის, რაც ჩვენის აზრით (ცხადია, წმ. მამათა სწავლებაზე დაფუძნებით) სწორია და პრაქტიკაში უნდა იყოს დამკვიდრებული. ხოლო, მიიღებენ თუ არა ჩვენს ძმურ შეგონებას და მოწოდებას, ეს თვით მოყვასზეა დამოკიდებული. განზრახვა ჩვენი კეთილია და ეს ჩვენი მხრიდან არაერთხელ იყო განცხადებული. რადგან შაბათია კაცისთვის , კანონია ადამიანსთვის.., და დადგა რა კანონზე მაღლა ჭეშმარიტად, ეს ასეა! ვფიქრობ, თქვენ არასწორად გაქვთ გაგებული ძველმართლმადიდებლობის არსი. ისინი დიდ რჯულისკანონს და საიდუმლოთა გარეგნულ ფორმას უყურებენ ისე, როგორც ამას წმიდა მამები გვასწავლიან. ხოლო სულის საცხოვნებლად, საეკლესიო საკითხებში წმიდა მამათა მიყოლა რომ გვმართებს და არა საკუთარი შეხედულებებისა, ამას გვასწავლიან მსოფლიო საეკლესიო კრებები. იმედია, დამეთანხმებით. ცნობისთვის, იკონომიის შესახებ ჩვენი პოზიცია გამოხატა ჩვენი ეკლესიის მწყემსმთავარმა და სანამ "შაბათისა და ადამიანის" (ანუ სჯულისა და ადამიანის) ურთიერთმიმართების საკითხებში რაიმე დასკვნას გააკეთებდეთ ჩვენთან დაკავშირებით, კარგი იქნებოდა გასცნობოდით ამ სტატიას. ვფიქრობ, თქვენთვის ბევრი რამ გახდება ცხადი და გასაგები. სტატია იხ. აქ:"იკონომიის შესახებ". http://www.oldorthodox.ge/wrl_ikonomia.html. ჩვენ გვყავს ცოცხალი ღმერთი.. რომელთანაც მისასვლელი გზა სიყვარული, მორჩილება და თავმდაბლობაა, და საშუალება კანონები.. და არა პირიქით., ამას კი ვერ ვხედავ ძველმართლმადიდებლებთან, აყენებენ რა შეუარცხყოფას წმინდანებს, რომლებიც ღმერთს სათნო ეყვნენ, და თვითონ ეკლესიას, .. უწოდებენ რა მას მადლისგან განძარცვულს, - ასეთ უფლის მიერ ეკლესიის მიტოვების შემთხვევაში არ აღესრულებოდა აღდგომის სასწაული იერუსალიმში, თუ სხვა უფლის ეკლესიაში მყოფობის შემთხვევა.. გულსატკენია, რომ როდესაც ღმერთზე, მისი სჯულის ერთგულებაზე და სიყვარულზეა ლაპარაკი, რატომღაც დაუმორჩილებლებად და სიყვარულის არმქონედ ძველმართლმადიდებლები არიან გამოყვანილნი, ხოლო ნიკონი და მისი სულიერი შთამომავლები, პირიქით - სჯულის ერთგულები ყოფილან და სიყვარულით გაჟღენთილი ადამიანები. ამ ურთიერთ შედარების შეუსაბამობა იმდენად აშკარაა, რომ მე ამის მტკიცებაც კი არ მსურს. ქრისტემ თქვა სახარებაში, ვისაც მე ვუყვარვარ ის ჩემს სიტყვებს ასრულებსო და რას ვიფიქრებდით, რომ სწორედ მისი სიტყვების, მისი სჯულის (ცხადია, ვგულისხმობთ დიდ რჯულისკანონს, მსოფლ. კრებათა დადგენილებებს და მამათა სწავლებებს) მტკიცე შესრულებისთვის გამოგვაცხადებდნენ "უსიყვარულო" და "ამპარტავან", "დაუმორჩილებელ" (თუმცა ვის მიმართ?) ადამიანებად. ჩვენ გვიყვარს ღმერთი და მოყვასი, და სწორედ ამ სიყვარულის გამო ვებრძვით მისი სწავლებებისა და გადმოცემების დამრღვევ ადამიანებს. ვფიქრობ, სოფო, თქვენ ჯეროვნად უნდა გაიაზროთ (ან შეისწავლოთ) ეკლესიაში განხეთქილების აღსრულების საკითხი (მაგ. იხილეთ ორგზისი კრების 15-ე კანონი). ანუ თუ როდის არის კანონიერი და საჭირო საეკლესიო იერარქთაგან გამოყოფა და როდის არა. ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. აყენებენ შეუარცხყოფას წმინდანებს, რომლებიც ღმერთს სათნო ეყვნენ, და თვითონ ეკლესიას, .. უწოდებენ რა მას მადლისგან განძარცვულს შეურაცხყოფა არავისთვის მიგვიყენებია. განა თქვენი ეკლესიის მოძღვრები არ უწოდებდნენ მღვდელმოწამე ამბაკუმს "ცრუს"? რატომ არის ის "ცრუ"? იმიტომ, რომ ამხილა ნიკონ პატრიარქი? იმიტომ, რომ იბრძოდა მართლმადიდებლობის სიწმინდისთვის? ახლა რუსი ისტორიკოსები და ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ ამბაკუმი ეროვნულ გმირად არის შესარაცხი... ასე, რომ წმინდანების შეურაცხყოფა უფრო გვესმის თქვენი (ცხადია, არა პირადად თქვენი) მხრიდან. ჩვენი საეკლესიო პოზიცია ისეთია, რომ ვერ ვაღიარებთ განხეთქილების შემდგომ თქვენს ეკლესიაში შერაცხილ წმინდანებს. ეს ბუნებრივი პოზიციაა... ხომ არ ვაღიარებთ "კათოლიკური" ეკლესიის "წმინდანებს" თქვენც და ჩვენც? და ეს მათი შეურაცხყოფაა? ადამიანებს არაფერს ვერჩით, მათ გააკეთეს ის რაც შეეძლოთ... ღმერთია მათი მსაჯული, მაგრამ საეკლესიო კანონიზაციას თავისი წესი აქვს... მითუმეტეს როცა ეკლესიები დაშორებულნი არიან ერთურთს... ზუსტად ამ თვალსაზრისით ვამბობთ, რომ თქვენი ეკლესია მადლისგან არის განძარცული... განა თქვენც იმავეს არ ამბობთ ჩვენს მიმართ?... თქვენ ამბობთ იმას, რაც გჯერათ თქვენ, ჩვენ კი იმას, რაც ჩვენ გვჯერა... საკითხის ობიექტური შესწავლა გამოავლენს ვინ არის მართალი, თუ არა და ... ჰა ღმერთი და ჰა სამართალი.... ასეთ უფლის მიერ ეკლესიის მიტოვების შემთხვევაში არ აღესრულებოდა აღდგომის სასწაული იერუსალიმში, თუ სხვა უფლის ეკლესიაში მყოფობის შემთხვევა.. ეს საკმაოდ რთული საკითხია. თუ იერუსალიმში ცეცხლის გადმოსვლა აღესრულება, ვფიქრობ, უფრო პასქალიის გამო... ჯერ არავინ იცის რომელიმე მართლმადიდებლური კონფესიის წარმომადგენელი რომ შევიდეს კუვუკლიაში გადმოვა თუ არა ცეცხლი... (ან რატომ არ უნდა გადმოვიდეს, თუკი მართლმადიდებელი შევა?)... მოდით, სასწაულებზე ნუ ვიდავებთ, მითუმეტეს, მაცხოვარი განკითხვის დღეს ეტყვსი სასწაულთმოქმედთ: "არ გიცნობ თქვენ, მოქმედნო უსჯულოებისა"! ანუ სასწაული არ გახლავთ სიმართლის ბეჭედი! [b]KAIROS[/b] სანამ უნდა აგრძელოს ეს ფანატიზმი აბსურდია და ზღაპარი, რუსული პრობლემები... მე დავამთავრე და გააგრძელეთ თქვენ. დამიანე 80 დავემშვიდობე და იმის შემდეგ წერილი არ დამიდვია თქვენს ფორუმზე. მაგრამ, სულ ახლახან ვიღაცამ ისე "მიკბინა"... ჰოდა მეც გავაგრძელე.... ის, რასაც ჩვენ ვწერთ არავითარ შემთხვევაში არ არის "ფანატიზმი", "აბსურდი" და "ზღაპარი". და ყოველივე ის, რასაც ჩვენ განვიხილავთ თქვენ ასეთი რამ გგონიათ, ეს თქვენს სულიერ სიგლახაკეზე მეტყველებს... ბრიანჩანინოვზე არ შემიძლია ვთქვა სხვაგვარად, თუ რატომ ზემოთ სოფოს განვუმარტე. საწყენი მგონი არაფერი მითქვამს. პიროვნულად ბრიანჩანინოვი შესაძლოა კარგი ადამიანი იყო და ნამდვილად ნიჭიერი ღვთისმეტყველი, მაგრამ მისი წმინდანად აღიარება ჩვენთვის შეუძლებელია... (მიზეზზე უკვე გითხარით). თან ანგლობს მოდი, ნუ დავძაბავთ სიტუაციას... მოკლედ ჩემო კარგებო, მე პირადად აქ ძალიან იშვიათად შემოვდივარ და თან არც სურვილი მაქვს ამ სტაროვერთან (განზრახ ვუძახი ასე რადგან ძველმართლმადიდებელი არ არსებობს, არსებობს მართლმადიდებლობა ან ხარ ან არა) კამათისა და ვიცი მაინც ვერ გაიგებს. თქვენ თუ კამათი არ გსურთ, არც არავინ გაძალებთ. რაზეა ლაპარაკი?! ძველმართლმადიდებელი არსებობს გინდათ ეს თუ არა! თან ამას თვითონვე აღიარებთ: "სტაროვერი" რუსულიდან ძველმორწმუნეს ნიშნავს... ჩვენ ვართ "ძველმორწმუნეები" თქვენ ვინ ბრძანდებით? ვიცი მაინც ვერ გაიგებს რას ვერ გავიგებ, ეს არის საკითხავი? ის, რაც თქვენი აზრით მე უნდა "გავიგო", არასათანადოდ არის არგუმენტირებული... თანაც, არც თქვენ გესმით ის რასაც ჩვენ გეუბნებით... ვინ არის ახლა მართალი? მოდი, თუ ამოვწურეთ ეს თემატიკა, ერთმანეთს მაინც ნუ გადავემტერებით... იქნებ საერთო საკითხებში გამოვადგეთ ერთმანეთს და ეს საკითხები განგებას მივანდოთ... რას იტყვით? |
dzvelmartlmadidebeli საეკლესიო რეფორმა თუ დივერსია Aug 26 2010, 04:08 PM
dzvelmartlmadidebeli ძნელია მოკლედ, ორი... Aug 26 2010, 10:47 PM
dzvelmartlmadidebeli საინტერესოა არა მა... Aug 29 2010, 08:02 PM
dzvelmartlmadidebeli რადგან მოცემული თე... Aug 31 2010, 02:54 PM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
ინვალიდი თ... Aug 31 2010, 03:34 PM
dzvelmartlmadidebeli
გამარჯობა Crazy Soul. თუ ... Aug 31 2010, 04:41 PM
damiane80
რომელი ოფიციალურ... Aug 31 2010, 07:35 PM
(Νικόλαος)
აქედან გამომდინარ... Sep 1 2010, 02:25 AM
dzvelmartlmadidebeli
ცხადია, ამ შემთხვე... Aug 31 2010, 08:55 PM
(Νικόλαος) ეს წესი (სამი თითი) ... Sep 1 2010, 02:15 AM
dzvelmartlmadidebeli (Νικόλαος)
მე უკვე ვთქ... Sep 1 2010, 02:59 AM
damiane80
არ არის მთლად ასე:
... Sep 1 2010, 04:46 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
დიახ, ნამდვილა... Sep 1 2010, 05:32 PM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 1 2010, 06:21 PM
damiane80
მადლობ რომ მიდასტ... Sep 1 2010, 06:29 PM
damiane80 ალბათ უინტერესო არ... Sep 1 2010, 07:14 PM
damiane80 აქ არის მითიტებული... Sep 1 2010, 08:03 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბერი არსენის (... Sep 2 2010, 10:35 AM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 3 2010, 08:47 AM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 5 2010, 05:25 PM
KAIROS თუ ძმა ხარ ისე რა მა... Sep 5 2010, 07:48 PM
dzvelmartlmadidebeli KAIROS
ეს არ არის მარტ... Sep 6 2010, 09:06 AM
კანონისტი dzvelmartlmadidebeli
რუსეთმა
ვ... Sep 6 2010, 04:16 PM
კანონისტი
ვაიმე :lol: :lol: :lol:
მაცხ... Sep 6 2010, 04:32 PM
dzvelmartlmadidebeli კანონისტი
კეთილი, ... Sep 6 2010, 07:52 PM
dzvelmartlmadidebeli ბ. კუტუზოვი
[size=3]XVII სა... Sep 7 2010, 06:52 PM
KAIROS
რუსეთი დაგღუპავს ... Sep 9 2010, 02:49 AM
dzvelmartlmadidebeli KAIROS
სწორედ რომ "სტ... Sep 9 2010, 10:29 AM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
რასისტი ხა... Sep 9 2010, 10:36 AM
dzvelmartlmadidebeli Crazy Soul
ვაიმე?!...
მაგ... Sep 9 2010, 11:04 AM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
სიტყვა სი... Sep 9 2010, 11:35 AM
Funkenstein
dzvelmartlmadidebeli
სიტყვა სიტ... Sep 9 2010, 11:46 AM
Crazy Soul Funkenstein
სადაა ლინკები... Sep 9 2010, 12:16 PM
dzvelmartlmadidebeli Crazy Soul
თემიდან გინდა... Sep 9 2010, 12:56 PM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]მცირედი ც... Sep 20 2010, 11:38 AM
bekas dzvelmartlmadidebeli
ეგ ის ანტო... Sep 20 2010, 11:19 PM
dzvelmartlmadidebeli bekas
ანტონ კათალიკო... Sep 20 2010, 11:39 PM
Iona
და რა განსხვავება... Sep 21 2010, 11:34 AM
dzvelmartlmadidebeli Iona
განსხვავებები მ... Sep 21 2010, 08:41 PM
Iona
რა ამბავი მეტანიე... Sep 22 2010, 02:33 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
საშინაო ლოცვებშ... Sep 22 2010, 06:58 PM
self dzvelmartlmadidebeli
ცოტა უხერ... Sep 22 2010, 10:15 PM
Iona dzvelmartlmadidebeli
ეგ როგორ არ... Sep 23 2010, 12:19 PM
dzvelmartlmadidebeli self
ეს წყევლა-კრულვ... Sep 23 2010, 01:48 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
ეს "სტარავერი... Sep 23 2010, 01:58 PM
self
თქვენს "ჩვეულებ... Sep 23 2010, 05:24 PM
Iona
ჩვენ არანაირი რუს... Sep 23 2010, 04:56 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
ეჰ, ძამიკო... ისტო... Sep 23 2010, 07:30 PM
Iona პირველად მესმის რო... Sep 23 2010, 08:20 PM
damiane80
ნიკონის რეფირმა ე... Sep 23 2010, 08:26 PM
damiane80
კარგი მიზეზია თვი... Sep 23 2010, 08:44 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
http://www.youtube.com/watch?v=0Ch-ZP8bnR8
... Sep 23 2010, 10:18 PM
Iona dzvelmartlmadidebeli
წერილობით... Sep 23 2010, 11:01 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
"ნეტარ არიან მ... Sep 24 2010, 12:21 AM
Iona
სადმე წერია კონრე... Sep 24 2010, 02:33 PM
damiane80
აქ ტერმინები "ეჭ... Sep 24 2010, 07:07 PM
damiane80
ხო ამაზე ცალკე მინ... Sep 24 2010, 07:27 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
მე სულ სხვა შეკი... Sep 24 2010, 08:09 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ამ შეხედულება... Sep 24 2010, 08:28 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
damiane80 კაცო ერთ დაიგივე პ... Sep 24 2010, 09:07 PM
damiane80
ძალიან არასწორი მ... Sep 24 2010, 09:21 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
თითების წყობი... Sep 24 2010, 09:28 PM
damiane80
არასწორად სვამთ ს... Sep 24 2010, 09:30 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბ-ნო, დამიანე, ბ... Sep 24 2010, 09:53 PM
dzvelmartlmadidebeli [size=3]მათთვის, ვისაც ა... Sep 25 2010, 09:31 AM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]ორიოდ სიტ... Sep 25 2010, 10:24 AM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]ორიოდ სიტ... Sep 25 2010, 04:04 PM
damiane80
კაცო შენ ახლა ჩემს... Sep 27 2010, 04:41 PM
damiane80
ბ-ნო მართლმადიდებ... Sep 27 2010, 04:51 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბ-ნო დამიანე, ა... Sep 27 2010, 06:54 PM
damiane80
საქმეც ამაშია, შენ... Sep 27 2010, 08:27 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
მე არც მიფიქრი... Sep 27 2010, 11:05 PM
sopo... მმმ (.. ძალიან სამწუ... Sep 28 2010, 08:11 PM
damiane80
მე მგონი მთავარია ... Sep 28 2010, 02:44 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
გასაგებია. ეს ... Sep 28 2010, 08:31 PM
damiane80
სხვათაშორის აქ შე... Sep 29 2010, 11:03 AM
dzvelmartlmadidebeli damiane80
მეც მივაქცევ შ... Sep 29 2010, 08:32 PM
dzvelmartlmadidebeli ფ. ე. მელნიკოვი
[size=3][co... Oct 6 2010, 11:59 AM
dzvelmartlmadidebeli თავი I
[size=2][color=#000066]ლათ... Oct 7 2010, 10:41 PM
dzvelmartlmadidebeli თავი II
[size=2][color=#000066]სიმ... Oct 12 2010, 09:15 PM
dzvelmartlmadidebeli თავი III
[size=2][color=#000099]სარ... Oct 17 2010, 04:14 PM
dzvelmartlmadidebeli გაგრძელებები იხილ... Oct 18 2010, 03:36 PM
damiane80
ეს დღესაც ასეა, ან... Oct 27 2010, 02:20 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
archmikael ანუ მარტივარ რომ ვ... Jan 24 2011, 10:29 PM
nikolas archmikael
ყველანაირად გ... Jan 24 2011, 10:59 PM
dzvelmartlmadidebeli archmikael
მეტყობა რამე ... Jan 25 2011, 07:36 PM
Otherguy dzvelmartlmadidebeli
მეც ფუნდამ... Jan 25 2011, 08:27 PM
sopo... არვიცი, ვფიქრობ ამ ... Jan 26 2011, 10:46 PM
KAIROS სანამ უნდა აგრძელო... Jan 27 2011, 12:41 AM
KAIROS
მადლობა, კარგად ვი... Jan 27 2011, 01:27 PM
damiane80 ძველმართლმადიდებ... Jan 27 2011, 04:40 PM
sopo... zvelmartlmadidebeli
კონკრეტულ... Jan 27 2011, 09:21 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th December 2025 - 05:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი