![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
sopo... |
![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 ![]() |
zvelmartlmadidebeli
ციტატა განხეთქილების არსი ორ თითში კი არ მდგომარეობს, არამედ ძველი საეკლესიო გადმოცემების მწვალებლობად გამოცხადებაში, თანაც კრების დონეზე. მითხარით, თქვენ რომ ყოფილიყავით იმ დროს, დაემორჩილებოდით ნიკონს? კონკრეტულად მე ალბათ, ვიფიქრებდი რომ მწვალებლობად გამოცხადების მიზეზი ერეტიკოსების მიერ ორი თითის ჯვრისწერის პრაქტიკაა და არა ძველი გადმოცემის შეურაცხყოფა, თუ დავუჯერებთ წყაროებს სადაც ერთი თითით ჯვრისწერის პრაქტიკაა, და ამ მიზეზით მოხდა ორი თითით პირჯვრისწერის შემოღება ეკლესიის მიერ, ანალოგიურ ქმედებად მივიჩნევდი ამასაც, პროტესტი მექნებოდა და ფორმასაც მივცემდი, მაგრამ განხეთქილების დონეზე ვერ გავბედავდი, ამ საკითხში წმ მამების ეკლესიაზე უკეთესად გაგების პრეტენზია მე ალბათ ნაკლებად, თან დოგატური მნიშვნელობა არ შეცვლილა ანუ ქრისსტეს ორი ბუნება, სამება.. ციტატა რას იტყვით? ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 03:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი