სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Otherguy |
Jan 16 2011, 06:03 AM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
სალამი ყველას...
ახლახანს ამ თემის აქტუალობა სრულად გავიაზრე და გამახსენდა რომ ამ საკითხზე ადრე ერთმა მღვდელმა მომცა ნაშრომი რომელიღაც წმინდანისა, სადაც იყო კრიტიკა კათოლიკეთა, რომ ისინი უარყოფენ იესოს ჯოჯოხეთში სრულად ჩასვლას... მაგრამ დამავიწყდა და დამეკარგა ის ნაშრომი, რომელიც კომპიუტერში მქონდა, ნუ ვინდოუსი გადავაყენე ბევრჯერ... ხომ არ შეგიძლიათ ამაზე მითხრათ ინფორმაცია რამე? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
| აკაკი |
Jan 30 2011, 12:39 AM
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
Otherguy
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი უფალ იესო ქრისტეს პიროვნებაში ორი ბუნების შეერთების გვარობა სამ მსოფლიო კრებაზე: ეფესოს III (ნესტორის წინააღმდეგ), ქალკედონის IV (ევტიქის წინააღმდეგ) და კონსტანტინოპოლის(მონოთელიტე ის წინააღმდეგ), ეკლესიამ განაცხადა დოგმატი, რომლის თანახმად უფალი იესო ქრისტე ერთჰიპოსტასოვანი და ორბუნებოვანია (ღვთაებრივი და კაცობრივი), ამასთან აქვს ორი ნება, რომელთაგან კაცობრივი მთლიანად ემორჩილება საღვთო ნებას. 431 წელს ეფესოს III კრებაზე მოიწონეს წმ. კირილე ალექსანდრიელის სარწმუნოების გადმოცემა, რომლის მიხედვით, „უფალ იესო ქრისტეს ერთიან ჰიპოსტასში შეერთებულია ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება. ამ განსხვავებულ ბუნებათა შეერთების გზა გამოუთქმელია და ამოუხსნელი“. ქალკედონის IV კრებამ, 451 წელს, წერტილი დაუსვა მონოფიზიტობას და ზუსტად ჩამოაყალიბა უფალ იესო ქრისტეში ორი ბუნების შეერთების გვარობა და ამ შეერთების არსი საიდუმლოდ და ამოუხსნელად გამოაცხადა. ქალკედონის კრების განჩინება ამბობს: „წმიდა მამათა მიმდევარნი, ყველანი ერთხმად მივუთითებთ - აღიარებულ იქნას ერთი და იგივე ძე, უფალი იესო ქრისტე, როგორც სრული ღმერთი და სრული ადამიანი, ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანი - იგივე სხეულისა და გონიერი სულისაგან. მამისა თანაარსი ღვთაებრივად და ჩვენი - კაცობრივად. ჩვენი მსგავსია ყველაფრით, გარდა ცოდვისა. იგი იშვა უწინარეს საუკუნეთა მამისაგან ღვთაებრივად, ხოლო ბოლო ჟამს ჩვენთვისა და ჩვენი გადარჩენისთვის იშვა კაცობრივად ქალწულ ღვთისმშობელ მარიამისგან. ვაიღარებთ ერთსა და იმავე ქრისტეს, ძეს, უფალს, მხოლოდშობილს, რომელშიც ორი ბუნება შეიცნობა შეურევნელად, უცვლელად, განუყოფელად და განუშორებლად... არა ორ პიროვნებად განკვეთილს ან განყოფილს, არამედ ერთსა და იმავე ძეს და მხოლოდშობილ სიტყვას ღვთისას, უფალ იესო ქრისტეს, როგორც (ასწავლიდნენ) ძველად წინასწარმეტყველნი და როგორც თავად უფალმა იესო ქრისტემ გვასწავლა და როგორც მამათა სიმბოლომ გადმოგვცა“1. ბუნებათა შეერთების გვარობას ქალკედონის განჩინება შემდეგი სიტყვებით განმარტავს: „შეურევნელად, უცვლელად (ან გარდაუქმნელად)“ - ქრისტეში ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნებანი არ ერწყმიან და არ ხდება მათი ურთიერთში გარდაქმნა. „განუყოფელად და განუშორებლად“ - ორი ბუნება შეერთებულია სამარადჟამოდ, მაგრამ ისინი არ ქმნიან ორ პირს, რომელნიც მხოლოდ ზნეობრივად არიან შეერთებულნი, როგორც ამას ნესტორი ასწავლიდა: არამედ განუყოფელნი არიან ჩასახვის მომენტიდან (ჯერ ადამიანი კი არ შეიქმნა და შემდგომ შეუერთდა მას ღმერთი, არა - ღმერთი-სიტყვა დაემკვიდრა ქალწულ მარიამის წიაღში და შეისხა განსულიერებული კაცობრივი ხორცი); განუყოფელნი არიან ჯვარცმული მაცხოვრის ტანჯვისა და სიკვდილის, აღდგომისა და ამაღლების დროს და ასე დარჩებიან უკუნითი უკუნისამდე. განღმრთობილი ხორცით მოვა უფალი იესო ქრისტე თავისი მეორედ მოსვლის ჟამს. დასასრულ, 680 წელს, VI მსოფლიო კრებამ (კონსტანტინოპოლის III) დაადგინა: აღიარებულ იქნას ქრისტეში ორი ნება და ორი ქმედება ,,...ორი ბუნებითი ნება, ურთიერთს არ ეწინააღმდეგება... მისი კაცობრივი ნება არ უპირისპირდება და ებრძვის, არამედ მთლიანად დამორჩილებულია მის საღვთო, ყოვლისშემძლე ნებას“. ღვთაებრივ ბუნებასთან შეერთებული კაცობრივი ბუნება ან წმიდა მამათა გამოთქმით - „ხორცი უფლისა“, გამდიდრდა საღვთო ძალებით და თავისი თვისებებიდანაც არაფერი მოჰკლებია - იგი თანაზიარი გახდა საღვთო ღირსებისა და არა არსისა. VI მსოფლიო კრების თანახმად განღმრთობილი „ხორცი“ არ გამქრალა, იგი დარჩა „საკუთარ საზღვრებში“. შესაბამისად ქრისტეში არც კაცობრივი ნება შეცვალა ღვთაებრივმა ნებამ. იგი არ განადგურებულა, არამედ დარჩა სრული და ქმედითი და უფალმა მთლიანად დაუქვემდებარა ღვთაებრივ ნებას, რომელიც მას და მამას ერთი აქვთ: „რამეთუ გარდამოვხედ ზეცით, არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ“ (ინ. 6,38). ღირსი იოანე დამასკელი „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნით გადმოცემაში“ ასე მსჯელობს უფალ იესო ქრისტეს პიროვნებაში ორი ბუნების შეერთების შესახებ: „როგორც ვაღიარებთ უცვლელ და გარდაუქმნელ განკაცებას, ასევე აღვიქვამთ ხორცის განღმრთობის მოვლენასაც, რადგან იმ მიზეზით, რომ სიტყვა განხორციელდა, მას არ გადაულახავს თავისი ღვთაებრივი საზღვრები და არ დაუკარგავს მისთვის ნიშანდობლივი ღვთივმშვენიერი ღირსებები. არც განღმრთობილი ხორცის ბუნება გარდაქმნილა და არც მისი ჩვეული თვისებები შეცვლილა, რადგან შეერთების შემდგომაც დარჩნენ შეურევნელი ბუნებანი და მათი თვისებები კი - უვნებელნი. უფლის ხორცი სიტყვასთან სრულიად შეურევნელი ანუ ჰიპოსტასური შეერთებით გამდიდრდა ღვთაებრივი ძალებით და ამასთან თავისი ბუნებითად ჩვეული თვისებები ოდნავადაც არ დაუკარგავს, რადგანაც ღვთაებრივ ქმედებებს საკუთარი ძალით არ ასრულებდა. ეს მისი საშუალებით ხდებოდა მასთან შეერთებული ღმერთ-სიტყვის ძალის გამოვლენა. გავარვარებული რკინაც წვავს, მაგრამ დაწვის ძალა მისი ბუნებითი თვისება კი არ არის, მან ეს შეიძინა ცეცხლთან შეერთების შედეგად“. ქრისტეში ორი ბუნების შეერთებას ღირსი იოანე დამასკელი განსაზღვრავს, როგორც „ურთიერთშეერთებულს“2. რასაკვირველია, მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ქრისტეში ორი ბუნების შეერთების გვარობის გამოძიებისას კრებებსა და ეკლესიის მამებს ერთი მიზანი ჰქონდათ - გაემიჯნათ სარწმუნოება ერეტიკოსთა ცდომილებებისაგან. ამასთან, მათ არ უცდიათ, ბოლომდე გაეხსნათ თავად შეერთების ანუ ქრისტეში ადამიანური ბუნების იდუმალი გარდასახვის არსი. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ქრისტე კაცობრივი სხეულით დაჯდა მარჯვენით მამისა და კაცობრივი ხორცითვე მოვა დიდებით განსჯად სოფლისა და მის მეუფებას არ ექნება დასასრული. მთელს მსოფლიოში მორწმუნენი ყოველთვის ევქარისტიის საიდუმლოს საშუალებით ეზიარებიან უფლის ცხოველმყოფელ ხორცსა და სისხლს. |
Otherguy "უფალი ჯოჯოხეთსა შინა არასრულად შთასრულ არს" Jan 16 2011, 06:03 AM
agmsarebeli ადვილია-პასექის ან... Jan 28 2011, 05:09 PM
Otherguy agmsarebeli
მადლობა პასუხ... Jan 28 2011, 09:15 PM
mociquli qristesi
agmsarebeli
ისე, თუ იესო ... Mar 1 2011, 05:27 PM
agmsarebeli საქმე იმაშია, რომ ჯ... Jan 29 2011, 06:09 PM
აკაკი agmsarebeli
ეს ყოველთვის მ... Jan 29 2011, 10:41 PM
Otherguy
agmsarebeli
ეს ყოველთვის ... Jan 29 2011, 11:10 PM
agmsarebeli
ეს ნესტორიანიზმია... Jan 30 2011, 10:09 PM
Otherguy agmsarebeli
რასაც ამბობ ე... Jan 29 2011, 11:23 PM
აკაკი მე ასე მივხვდი (შეი... Jan 30 2011, 12:26 AM
Otherguy აკაკი
არ შეიძლება ... Jan 30 2011, 01:00 AM
აკაკი Otherguy
ახლა მე ასეთ თე... Jan 30 2011, 01:07 AM
Otherguy
Otherguy
ახლა მე ასეთ თე... Jan 30 2011, 01:17 AM
afxazi Otherguy
"ეჰა ჭეშმარი... Jan 30 2011, 01:29 AM
აკაკი afxazi
Otherguy
რაღაც კი გავ... Jan 30 2011, 01:54 AM
k@the და რატომ არ შეიძლე... Jan 30 2011, 03:14 AM
Otherguy afxazi
ნუ ეხლა ზოგადად ... Jan 30 2011, 03:26 AM
afxazi მოკლედ ასე. საკითხ... Jan 30 2011, 01:03 PM
აკაკი ანუ ნესტორი, ორ პირ... Jan 30 2011, 04:58 PM
Otherguy აკაკი
არა, ნესტორი... Jan 30 2011, 06:59 PM
აკაკი რაგინდა სწორად გამ... Jan 30 2011, 10:42 PM
Otherguy agmsarebeli
თუ იესო ღვთაე... Jan 30 2011, 11:08 PM
agmsarebeli როცა მე ზემოთ ვწერ... Jan 30 2011, 11:17 PM
Otherguy agmsarebeli
და შენ თვლი, რო... Jan 30 2011, 11:21 PM
agmsarebeli მაცინებ რა, სად დავ... Jan 30 2011, 11:30 PM
afxazi Otherguy
მოდი განმარტე ... Jan 31 2011, 12:16 AM
Otherguy afxazi
არ ვიცი, ვიღაც ე... Jan 31 2011, 06:55 PM
afxazi Otherguy
აბა თუ არ იცი რ... Jan 31 2011, 06:58 PM
Otherguy
Otherguy
აბა თუ არ იცი რა... Jan 31 2011, 06:59 PM
afxazi
თვითრჯულს იგონებ? ... Jan 31 2011, 07:00 PM
Otherguy
თვითრჯულს იგონებ? ... Jan 31 2011, 07:02 PM
afxazi Otherguy
ვერ ვიტყვით, რ... Jan 31 2011, 07:06 PM
Otherguy
Otherguy
ვერ ვიტყვით, რო... Jan 31 2011, 07:15 PM
afxazi Otherguy
:D :D :D
ეეე, კარგ... Jan 31 2011, 07:18 PM
Otherguy
Otherguy
:D :D :D
ეეე, კარგი... Jan 31 2011, 07:22 PM
afxazi Otherguy
მაგრამ ეს ხომ ... Jan 31 2011, 07:27 PM
Otherguy
Otherguy
მაგრამ ეს ხომ ე... Jan 31 2011, 07:29 PM
afxazi Otherguy
ეს შენი ვერსია... Jan 31 2011, 07:31 PM
Otherguy
[b]Otherguy
ეს შენი ვერსი... Jan 31 2011, 07:35 PM
afxazi Otherguy
შესაძლოა. თან ... Jan 31 2011, 07:39 PM
აკაკი თუმცა ის უკვე ავაზ... Feb 1 2011, 12:57 AM
agmsarebeli დაცემამდელი სამოთ... Feb 1 2011, 06:02 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th February 2026 - 06:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი