IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "უფალი ჯოჯოხეთსა შინა არასრულად შთასრულ არს", ჰოი მწვალებელნი!
Otherguy
პოსტი Jan 16 2011, 06:03 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



სალამი ყველას...

ახლახანს ამ თემის აქტუალობა სრულად გავიაზრე და გამახსენდა რომ ამ საკითხზე ადრე ერთმა მღვდელმა მომცა ნაშრომი რომელიღაც წმინდანისა, სადაც იყო კრიტიკა კათოლიკეთა, რომ ისინი უარყოფენ იესოს ჯოჯოხეთში სრულად ჩასვლას... მაგრამ დამავიწყდა და დამეკარგა ის ნაშრომი, რომელიც კომპიუტერში მქონდა, ნუ ვინდოუსი გადავაყენე ბევრჯერ...


ხომ არ შეგიძლიათ ამაზე მითხრათ ინფორმაცია რამე?


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი Jan 30 2011, 01:03 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მოკლედ ასე. საკითხი რთულად განსამარტავია და შევეცდები უფრო ვრცლად დავწერო ამ ყოველივეს შესახებ (ზემოთ უფრო ზოგადი პოსტი გამომივიდა).

დავიწყებ კი იმავე ფრაზით, რაც ლაშამ შემოგვთავაზე და რაც წარმოადგენს ამოსავალ წერტილს ამ საკითხზე საუბრისას. ეს არის დოგმატური მოძღვრება იმის შესახებ, რომ ქრისტე არის ერთი პიროვნება ორი ბუნებით. და თუ რას ნიშნავს ეს, რა არის პიროვნება და რა ბუნება, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებ.

როგორც თეოდორიტე კვირელი ამბობს, ბუნება ეს ზოგადობაა, ხოლო პირი კონკრეტულობა. მოკლედ ეს ასე გამოითქმის. ვრცლად კი ამგვარად: ბუნება, როგორც აღინიშნა, ზოგადობაა, ანუ მომცველი იმ საერთოსი, რაც ამ ბუნების მქონე კრებულს ახასიათებს. მაგალითად ვამბობთ, რომ არსებობს ადამიანური ბუნება, არსებობს ანგელოზური ბუნება (მხოლოდ მოაზროვნე ქმნილებებს შევეხები), რაც ნიშნავს იმას, რომ არსებობს ერთი ზოგადი, რაც საერთოა ყველასთვის. ადამიანის შემთხვევაში, ყველა ადამიანისთვის საერთოა თვისებები შიმშილისა, წყურვილისა, ძილისა და ა.შ. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამგვარი თვისებებით არ ხასიათდებოდეს. ანუ ადამიანური ბუნება წარმოადგენს იმ თვისებათა ერთობლიობას, რაც საერთოა ყველა ადამიანისთვის. მსგავსადვე ანგელოზური ბუნების შემთხვევაში.

ბუნება, როგორც ასეთი, ცალკე, დამოუკიდებლად არ არსებობს და იგი ცხადდება პიროვნებაში. მართალია ბუნებითი თვისებები საერთოა ყველა ადამიანისთვის, მაგრამ ორი ერთნაირი ადამიანი არ არსებობს და ამას განაპირობებს მისი პიროვნება. ბუნება პიროვნებაში ცხადდება და ეს ნიშნავს იმას, რომ პიროვნება ამოქმედებს იმ თვისებებს რასაც ბუნება მოიცავს. მაგალითად ბუნებითი თვისებაა შიმშილი, რაც საერთოა ყველასთვის, მაგრამ ერთნაირად ამოქმედებული ეს თვისება არც ერთ ადამიანს არ აქვს. პიროვნებები სხვაობენ სწორედ ამ თვისებათა გამოვლენის ხარისხიშ შესაბამისად, რომ ყველას ერთნაირად არ შია, არ წყურია, არ ძინავს და ა.შ. ყველა სხვადასხვანაირად ავლენს ბუნებით თვისებებს და ამით სხვაობენ ისინი ერთმანეთისაგან. ანუ ბუნებით ერთნი ვართ ადამიანები, მაგრამ პიროვნულად განვსხვავდებით.

რაც შეეხება განკაცებული ძე ღმერთის ჰიპოსტასს. ყველამ ვიცით ის სწავლება, რომ წმინდა სამების ერთმა პირმა - ძე ღმერთმა მიიღო ადამიანური ბუნება, ანუ მიიღო სწორედ ზემოთ ნახსენები ზოგადობა და არა კონკრეტულობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში (რაც ნესტორიანიზმია) ვერანაირად ვერ შედგებოდა განკაცების საიუდმლო და ეს იგივე იქნებოდა, რაც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა შემთხვევაში გვქონდა, როცა ესა თუ ის პიროვნება თავისი მდგომარეობის გათვალისწინებით განღმრთობის ზე საფეხურებს აღწევდა და იგი განიღმრთობოდა. ამიტომ ძე ღმერთის ჰიპოსტასმა მიიღო ადამიანური ბუნება, ზოგადობა და არა კონკრეტულობა, ვინაიდან ამ ზოგადობას ესაჭიროებოდა კურნება. ანუ საღვთო და ადამიანური ბუნება ერთ პიროვნებაში გაერთიანდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქრისტე ერთი პიროვნებაა ორი ბუნებით, ანუ იმ თვისებების ამამოქმედებელი, რასაც მისი საღვთო და ადამიანური ბუნება შეიცავს ამამოქმედებელი სწორედ ეს ერთი პიროვნებაა. ვინაიდან და რადგან ბუნება არ არსებობს პიროვნების გარეშე, ადმაიანური ბუნების ჰიპოსტასი ძე ღმერთის ჰიპოსტასი გახდა.

როდესაც კირილე ალექსანდრიელი ებრძოდა ნესტირიანიზმს (აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ვის და რას ებრძოდა კირილე, რადგან ასე მშრალად მისი ანშრომების განხილვისას ცთომილებაში ჩავარდებით), რაც უარყოფდა ერთ პიროვნულობას, სწორედ იმას ამტკიცებდა რომ საღვთო და ადმაინურ თვისებათა მოქმედი სწორედ ერთი ჰიპოსტასი იყო და არა ცალკე ადამიანურისა ადამიანი პიროვნება და ცალკე ღვთაებრივისა ძე ღმერთის პიროვნება, რასაც მოძღვრობდა ნესტორი.

ამიტომაა, რომ იოანდე დამასკელის თქმით:

"ამრიგად, თვით ღმერთი-სიტყვის ჰიპოსტასი წარმოჩნდა ხორცის ჰიპოსტასად და ჰიპოსტასი სიტყვისა, თავდაპირველად მარტივად მყოფი, შედგენილი ხდება, ხოლო შედგენილი - ორი სრული ბუნებისგან, ღმრთეებისა და ადამიანობისგან, ატარებს რა, ერთი მხრივ, ღმერთი-სიტყვის საღვთო ძეობის გამომხატველ და განმსაზღვრელ თვისებას, რის მიხედვითაც განირჩევა იგი მამისა და სულისგან, მეორე მხრივ კი - ხორცის გამომხატველ და განმსაზღვრელ თვისებებს, რომელთა მიხედვითაც სხვაობს იგი დედისგან და დანარჩენი ადამიანებისგან. თან, მატარებელია იგი, ერთი მხრივ, საღვთო ბუნების თვისებებისა, რომელთა მიხედვითაც შეერთებულია მამასთან და წმინდა სულთან, მეორე მხრივ კი - ადამიანური ბუნების ნიშნეულობებისა, რომელთა მიხედვითაც შეერთებულია დედასთან და ჩვენთან. მაგრამ, ამასთან, განსხვავებულიცაა, ერთი მხრივ, მამისგან და სულისგან, მეორე მხრივ კი - დედისგან და ჩვენგან იმის მიხედვით, რომ ერთობლივად ღმერთად და ადამიანად ჰგიეს იგი, რადგან ეს ვიცით ქრისტეს ჰიპოსტასის უსაკუთრივეს თვისებად.


კიდევ:

თუმცაღა არ არის ბუნება უჰიპოსტასო და არც არსება უპირო (რადგან ჰიპოსტასებში და პირებში იხილვება არსებაც და ბუნებაც), არაა აცილებელი, რომ ჰიპოსტასურად ურთიერთშეერთებულ ბუნებათაგან თითოეული თავის ჰიპოსტასს ფლობდეს, რადგან ერთ ჰიპოსტასში თანხვდენილთ არც უჰიპოსტასოდ ყოფნა ძალუძთ და არც ის, რომ თითოეულს ცალკე ჰიპოსტასი ჰქონდეს, არამედ ორივეს - ერთი და იგივე. მართლაც, თვით სიტყვის ჰიპოსტასი, წარმოჩენილი ორივე ბუნების ჰიპოსტასად, არც იმას უშვებს, რომ ერთერთი მათგანი უპიპოსტასოდ იყოს, და არც იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ სხვაჰიპოსტასოვანნი იყვნენ ისინი ურთიერთისადმი. ამასთან, არათუ ზოგჯერ ამის, ზოგჯერ კი იმის, არამედ მარადიულად ორივე მათგანის ჰიპოსტასად ჰგიეს იგი განუყოფლად და განუშორებლად, არა დანაწილებული და დაცალკევებული, არა ნაწილის ამისადმი, ნაწილის კი იმისადმი განმკუთვნელი, არამედ მთლიანი ჰგიეს ამისადმიც და მთლიანი იმისადმიც დაუნაწილებლად და მთლიანობითად, რადგან არათუ თვითშენამტკიცად შეგვამოვნდა ღმერთი-სიტყვის ხორცი, არცთუ სხვა ჰიპოსტასი გახდა იგი, განსხვავებული ღმერთი-სიტყვის ჰიპოსტასისგან, არამედ მასში შეგვამოვნდა ისიც და გახდა არა თავისთავად თვითშენამტკიცი ჰიპოსტასი, არამედ, უმალ - ჰიპოსტასური. ამის გამო, არც უპიპოსტასოა იგი (ხორცი) და არც სხვა ჰიპოსტასი შეაქვს მას სამებაში.


კიდევ:

ვაღიარებთ რა ერთსა და იმავე იესო ქრისტეს, ჩვენს უფალს, სრულ ღმერთად და სრულ კაცად, ვამბობთ რომ მასვე, ერთსა და იმავეს, აქვს ყოველივე ის, რაც მამას, გარდა უშობელობისა, და აქვს ყოველივე ის, რაც - პირველ ადამს, გარდა ცოდვისა (კერძოდ, ესაა სხეული და მოაზროვნეობითი და გონისმიერი სული). ამასთან, ორი ბუნების შესაბამისად, ორმაგი აქვს მას ის, რაც ბუნებითია ამ ორი ბუნებისათვის. ორი ბუნებითი ნებელობა, - საღვთო და ადამიანური; ორი ბუნებითი მოქმედება, - საღვთო და ადამიანური; ორი ბუნებითი თვითუფლებრივობა, - საღვთო და ადამიანური; სიბრძნე და ცოდნა, - საღვთო და ადამიანური. მართლაც, არის რა თანაარსი ღვთისა და მამისა, თვითუფლებრივად ნებელობს და მოქმედებს იგი როგორც ღმერთი, ხოლო არის რა, აგრეთვე, თანაარსი ჩვენი, თვითუფლებრივად ნებელობს და მოქმედებს იგივე როგორც ადამიანი, რადგან მისია საკვირველებანი და მისივეა ვნებულებანიც.


მაგრამ აქვე აუცილებლადაა გასათვალისწინებელი ისიც, რომ ქრისტეს ჰიპოსტასი მის ადამიანური ბუნების უყვედრელ თვისებებს აუცილებლობის გამო არ ავლენდა. ყოველი თვისების გამოვლინებას წინ უძღოდა ნება, რომ ძე ღმერთის ჰიპოსტასმა ინება და მოშივდა, ინება და მოწყურდა და ა.შ.

ამიტომაც ვსაუბრობთ ჩვენ იმის შესახებ, რომ ღმერთი გაეკრა ჯვარზე, ძე ღმერთის ჰიპოსტასი გაეკრა ჯვარზე, მაგრამ ადამიანურად, მოკვდა იგი, მაგრამ ადამიანურად, აღდგა იგი, მაგრამ ადამიანრუად, ჯოჯოხეთში ჩავიდა, მაგრამ ადამიანურად. ამის საპირისპიროდ კი აღადგინა ლაზარე, მაგრამ ღვტაებრივი ძალაუფლებით, ზღვაზე გაიარა, მაგრამ ღვათაებრივი ყოვლისშემძლეობით და ა.შ. მაგრამ ამ ყოველივეს მოქმედი იყო ერთი პიროვნება, ერთი ჰიპოსტასი.

უფრო გასაგები რომ იყოს ეს ჩვენთვის ასე ვიტყვი: ადამიანი შედგება სხეულისა და სულისაგან, ამ ორი განსხვავებული ბუნებისაგან, მაგრამ მათ აერთიანებს ერთი პიროვნება. სულიერი თვისებები ამოქმედებული ხდება პიროვნების, ადამიანის მიერ, ისევე როგორც სხეულებრივი თვისებების ამამოქმედებელიც იგივე პიროვნებაა. ანუ ერთი პიროვნება, ადმაიანი ავლენს ორი განსხვავებული ბუნების მქონე თვისებებს. ამგვარად შეგვიძლია გავიაზროთ ქრისტეს პიროვნება, რომელიც ავლენდე, ის ერთი, საღვთო და ადამიანურ თვისებებს.

ნესტორის შემთხვევაში კი საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ ნესტორი მაცხოვრის მიერ გამოვლენილ შიმშილს, წყურვილს და ა.შ. მიაწერდა ადამიანურ პიროვნებას, რომ ამ დროს ადამიანი პიროვნება მოქმედებდა, ხოლო სასწაულებს და სხვა, ძე ღმერთის პიროვნებას. ანუ ნესტორი უშვებდა ორ მოქმედს, ორ ძეს. სწორედ ამას ებრძოდა კირილე და ამბობდა, რომ როგორც ერთი, ისე მეორე თვისებების მოქმედებაში მოყვანა ერთ პიროვნებას უნდა განვუკუთვნოთ, თორემ ის არ ამბობდა, რომ ვთქვათ შიმშილი (ადამიანური ბუნების ეს თვისება) ღვთაებრივ თვისებაა. იგი ხაზს უსვამდა იმას, რომ ამ ორივე ბუნების ამამოქმედებელი ერთი პიროვნება იყო.

სამწუხაროდ ამ ყოველივეს არასწორად გამგები მონოფიზიტები უკიდურესობაში აღმოჩნდნენ და სრულიად მოსპეს ადმაიანური ბუნება.


ანუ დასკვნის სახით რომ ვთქვათ, ჯოჯოხეთში ჩავიდა სწორედ ეს ერთი ჰიპოსტასი (საღვთო და ადამიანური ბუნების მქონე), მაგრამ ადამიანური სულით. ავაზაკს აღნიშნული სიტყვები უთხრა ამ ერთმა ჰიპოსტასმა, მაგრამ ღვთაებრივად.

მძიმის გადანაცვლებაზე კი კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს ყოველივე მავანთა მხრიდან გამოვლენილი გონებრივი სიდუხჭირის ბრალი მგონია .


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Otherguy   "უფალი ჯოჯოხეთსა შინა არასრულად შთასრულ არს"   Jan 16 2011, 06:03 AM
agmsarebeli   ადვილია-პასექის ან...   Jan 28 2011, 05:09 PM
Otherguy   agmsarebeli მადლობა პასუხ...   Jan 28 2011, 09:15 PM
mociquli qristesi   agmsarebeli ისე, თუ იესო ...   Mar 1 2011, 05:27 PM
agmsarebeli   საქმე იმაშია, რომ ჯ...   Jan 29 2011, 06:09 PM
აკაკი   agmsarebeli ეს ყოველთვის მ...   Jan 29 2011, 10:41 PM
Otherguy   agmsarebeli ეს ყოველთვის ...   Jan 29 2011, 11:10 PM
agmsarebeli   ეს ნესტორიანიზმია...   Jan 30 2011, 10:09 PM
Otherguy   agmsarebeli რასაც ამბობ ე...   Jan 29 2011, 11:23 PM
აკაკი   მე ასე მივხვდი (შეი...   Jan 30 2011, 12:26 AM
აკაკი   Otherguy პროტოპრესვიტე...   Jan 30 2011, 12:39 AM
Otherguy   აკაკი არ შეიძლება ...   Jan 30 2011, 01:00 AM
აკაკი   Otherguy ახლა მე ასეთ თე...   Jan 30 2011, 01:07 AM
Otherguy   Otherguy ახლა მე ასეთ თე...   Jan 30 2011, 01:17 AM
afxazi   Otherguy "ეჰა ჭეშმარი...   Jan 30 2011, 01:29 AM
აკაკი   afxazi Otherguy რაღაც კი გავ...   Jan 30 2011, 01:54 AM
k@the   და რატომ არ შეიძლე...   Jan 30 2011, 03:14 AM
Otherguy   afxazi ნუ ეხლა ზოგადად ...   Jan 30 2011, 03:26 AM
afxazi   მოკლედ ასე. საკითხ...   Jan 30 2011, 01:03 PM
აკაკი   ანუ ნესტორი, ორ პირ...   Jan 30 2011, 04:58 PM
Otherguy   აკაკი არა, ნესტორი...   Jan 30 2011, 06:59 PM
აკაკი   რაგინდა სწორად გამ...   Jan 30 2011, 10:42 PM
Otherguy   agmsarebeli თუ იესო ღვთაე...   Jan 30 2011, 11:08 PM
agmsarebeli   როცა მე ზემოთ ვწერ...   Jan 30 2011, 11:17 PM
Otherguy   agmsarebeli და შენ თვლი, რო...   Jan 30 2011, 11:21 PM
agmsarebeli   მაცინებ რა, სად დავ...   Jan 30 2011, 11:30 PM
afxazi   Otherguy მოდი განმარტე ...   Jan 31 2011, 12:16 AM
Otherguy   afxazi არ ვიცი, ვიღაც ე...   Jan 31 2011, 06:55 PM
afxazi   Otherguy აბა თუ არ იცი რ...   Jan 31 2011, 06:58 PM
Otherguy   Otherguy აბა თუ არ იცი რა...   Jan 31 2011, 06:59 PM
afxazi   თვითრჯულს იგონებ? ...   Jan 31 2011, 07:00 PM
Otherguy   თვითრჯულს იგონებ? ...   Jan 31 2011, 07:02 PM
afxazi   Otherguy ვერ ვიტყვით, რ...   Jan 31 2011, 07:06 PM
Otherguy   Otherguy ვერ ვიტყვით, რო...   Jan 31 2011, 07:15 PM
afxazi   Otherguy :D :D :D ეეე, კარგ...   Jan 31 2011, 07:18 PM
Otherguy   Otherguy :D :D :D ეეე, კარგი...   Jan 31 2011, 07:22 PM
afxazi   Otherguy მაგრამ ეს ხომ ...   Jan 31 2011, 07:27 PM
Otherguy   Otherguy მაგრამ ეს ხომ ე...   Jan 31 2011, 07:29 PM
afxazi   Otherguy ეს შენი ვერსია...   Jan 31 2011, 07:31 PM
Otherguy   [b]Otherguy ეს შენი ვერსი...   Jan 31 2011, 07:35 PM
afxazi   Otherguy შესაძლოა. თან ...   Jan 31 2011, 07:39 PM
აკაკი   თუმცა ის უკვე ავაზ...   Feb 1 2011, 12:57 AM
agmsarebeli   დაცემამდელი სამოთ...   Feb 1 2011, 06:02 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th February 2026 - 06:54 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი