![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ყველას მინდა ვთხოვო, რომ იაქტიუროს და დააფიქსიროს საკუთარი შეხედულება ფორუმთან დაკავშირებით. თუ რა მოსწონს, რა არ მოსწონს, რისი გაკეთება შეიძლება და ა.შ.
მართალია არსებობს ასხვადასხვა თემა, სადაც გაბნეულად არის საუბარი მსგავს საკითხებზე, მაგრამ აჯობებს თუკი ერთ თემაში ვისაუბრებთ. სამწუხარო თანდათან უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი პოსტავს ფორუმზე და ძირითადად ძველი დაწერილის წაკითხვით შემოიფარგლებიან. იყო ბევრი მითითებაც სიმკაცრეზე, სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანთა "შევიწროვებაზე"... მაგრამ საპირისპიროდ იყო ბრალდება თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვაზე. ამ და სხვა საკითხებზე მინდა, რომ ვისაუბროთ და ერთად ვიმსჯელოთ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ფორუმმა არ დაკარგოს თავისი ძირითადი დანიშნულება. თქვენი აქტიურობის იმედი მაქვს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
მემგონი არის რაღაც "მოდული" ანუ რაღაც სამართავი პროგრამა ფორუმისათვის რომელსაც ადამინსტრატორი ან მოდერატორი ფლობს და პოსტების შესაბამისად უფლებას აძლევს შევიდეს ამა-თუ-იმ განყოფილებაში.
აი მაგალითად ახლადდარეგისტრირებულს აქვს 20 ან მეტი თუნდაც 200 პოსტი, ის შევა იმ განყოფილებებში სადაც დაშვებულია 20 ან 200 პოსტიანთა შესვლა ვისაც აქვს 700 პოსტი ის შევა შედარებით რთული ხასიათის თემაში (თუმცა აქ შეიძლება დარეგისტრირებულის განაცხადის შემთხვევაში დაიშვას მისი შეშვება სხვადასხვა დაფარულ თემებში). ისე ადამიანის პოსტების შესაბამისად ჩანს მისი მონდომება და დაინეტერესებულობა სულიერებისადმი, ასევე კარგი იქნება თუ მოდერატორი საერთოდ დააკვირდება პოსტებს ხშირად, ახალდარეგისტრირებულებსაც და მათი მდგომარეობის (მიხვდებით რა მდგომარეობაზეც ვსაუბრობ) მიხედვით რაიმეს გაუკეთებს. - მაგრამ რამდენად მოხერხდება ეს არ ვიცი, შესაძლოა ასეთი რამ არც არსებობდეს. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th July 2025 - 04:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი