![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ყველას მინდა ვთხოვო, რომ იაქტიუროს და დააფიქსიროს საკუთარი შეხედულება ფორუმთან დაკავშირებით. თუ რა მოსწონს, რა არ მოსწონს, რისი გაკეთება შეიძლება და ა.შ.
მართალია არსებობს ასხვადასხვა თემა, სადაც გაბნეულად არის საუბარი მსგავს საკითხებზე, მაგრამ აჯობებს თუკი ერთ თემაში ვისაუბრებთ. სამწუხარო თანდათან უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი პოსტავს ფორუმზე და ძირითადად ძველი დაწერილის წაკითხვით შემოიფარგლებიან. იყო ბევრი მითითებაც სიმკაცრეზე, სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანთა "შევიწროვებაზე"... მაგრამ საპირისპიროდ იყო ბრალდება თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვაზე. ამ და სხვა საკითხებზე მინდა, რომ ვისაუბროთ და ერთად ვიმსჯელოთ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ფორუმმა არ დაკარგოს თავისი ძირითადი დანიშნულება. თქვენი აქტიურობის იმედი მაქვს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
ნაინა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
აკაკი
ციტატა ვისაც აქვს 700 პოსტი ის შევა შედარებით რთული ხასიათის თემაში (თუმცა აქ შეიძლება დარეგისტრირებულის განაცხადის შემთხვევაში დაიშვას მისი შეშვება სხვადასხვა დაფარულ თემებში). და რისთვის არეგისტრირებ აბა აქ ხალხს? მარტო გავუზიაროსთვის? შემომსვლელი დადგება და დაელოდება სანამ 700 პოსტს არ დაწერს რომ მერე ცოტა სერიოზულ თემებში შესვლის უფლება მიიღოს? ზოგი მაგდენ პოსტს ნახევარი წელი არ წერს. განაცხადის მეშვეობით შეიძლება დავუშვათ უფრო ადრეცო, ეგრე ყველა მოგწერს მაინტერესებს და შემიშვიო, რაღა აზრი აქვს ამ შეზღუდვას? მათველა ციტატა "ეს ხომ მართლმადიდებლური ფორუმია? ჰოდა, იმის უფლებაც არ გვავქს, სხვებს არ მივცეთ აქ წერის ნება? დაიჩაგრნენ 'საწყლები' ? აქეთ რომ გვიწამლავენ ქვეყანას, ეგეც საკმარისია. გასაგიჟებელია პირდაპირ, ისე მიკვირს. ძალიან მაინტერესებს, ჩვენს უფლებებს იცავენ სადმე? ვინმემ საკუთარი ინტერესების ფორუმზე რომ აგვიკრძალოს წერა, ვიტყვით, მათი ნება იყოო, და ჩვენ რა იყო, არაფრის უფლება არ გვაქვს? აქ საკამათოდ შემოვდივართ თუ სიყვარულისთვის?" ასე რომ ვფიქრობთ იმიტომაცაა კარგად ჩვენი საქმე. ეს სოციალური ქსელია გენაცვალე, ინტერნეტია და ასე ვერავის შეზღუდავ, საკუთარი სახლი არაა რომ კარი მხოლოდ მას გაუღო ვინც გინდა შემოუშვა. ფორუმს მართლმადიდებლური ჰქვია და არა მხოლოდ მართლმადიდებლებისათვის, თუნდაც ასე ერქვას, შემოსვლას ვერავის აუკრძალავ მანამ სანამ რამეს არ დააშავებს. მგონი კარგად იცით რომ ვინც ლანძღვაზე გადავიდა როგორც მოვიდა ისე წავიდა ამ ფორუმიდან. ასე რომ ეს გამოსავალი არაა. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th July 2025 - 04:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი