IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ტერენტი გრანელი, ლექსები.მოგონებები,ისტორიები
Terenti_Graneli
პოსტი Feb 1 2011, 09:32 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 1-February 11
წევრი № 10,407



ტერენტი სამსონის ძე გრანელი (ნამდვილი გვარი კვირკველია), (დ. 25 ნოემბერი, 1897, ახლანდელი ქ. წალენჯიხა ― გ. 10 ოქტომბერი, 1934, თბილისი), ქართველი პოეტი.
უფრო დაწვრილებით იხილეთ აქ > http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A2%E1%...%83%9A%E1%83%98

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
სული საზღვარს გადასცდება ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.
ცამდე სწვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.
წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.


http://publish.dlf.ge/vaxtangvi/terentigraneli/ ძალიან საინტერესო საიტია


--------------------

თვალთმაქცები, ჩვეულებრივ, სხვებს იმისთვის კიცხავენ, რასაც თვით აკეთებენ, თანაც გაცილებით ხშირად.
მძიმე მდგომარეობაა, როდესაც ბაგეზე სიწმინდეა, ხოლო გულში უკანონობა და ბოროტება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
მახოროგა
პოსტი Feb 1 2011, 09:47 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 224
რეგისტრ.: 19-July 10
მდებარ.: თბილისი
წევრი № 9,164



ციტატა
ახლანდელი ქ. წალენჯიხა


მაშინაც წალენჯიხა იყო... smile.gif

წალენჯიხა

მოდის საღამო, ეს დღე ილევა
და ირგვლივ სოფლის თეთრი სივრცეა.
აღარ ეტყობა სოფელს ცვლილება
და წალენჯიხა ისევ ისეა.
მწვანეა ველი ახლო მდებარე
და გზაზე შეშა მიაქვთ ვიღაცებს.
ქრიან ბავშვობის მოგონებანი
და მიმაქვს ფიქრი წალენჯიხაზე.
ახლოს მტერია დაუნდობელი
და მოდის წვიმა, სუფევს ავდარი.
ჩანს წალენჯიხა - ჩემი სოფელი,
ჩანს წალენჯიხის ძველი საყდარი.
და ქარიშხალი სოფელს არ აცდა,
ამნაირ იღბალს არც მე ავცდები.
კვლავ ჭადრებია ეკლესიასთან
და იქვე ახლო დგანან ცაცხვები.
მოდის საღამო, ეს დღე ილევა
და ირგვლივ სოფლის თეთრი სივრცეა.
აღარ ეტყობა სოფელს ცვლილება
და წალენჯიხა ისევ ისეა

დიდ პატივს ვცემ გრანელის პოეზიას და მეამაყება რომ ის წალენჯიხელი იყო...

ასევე მეამაყება ისიც, რომ მამაჩემის ბაბუას, კიდევ 2 სხვა წალენჯიხელთან ერთად მიუძღვის წვლილი ტერენტის თბისისშ სასწავლებლად გაშვების გადაწყვეტილების მიღებასა და შემდგომ დაფინანსებაში...

ხო, სხვათა შორის წალენჯიხა ახლაც "ისევ ისეა" biggrin.gif


--------------------
„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Terenti_Graneli   ტერენტი გრანელი   Feb 1 2011, 09:32 PM
მახოროგა   მაშინაც წალენჯიხ...   Feb 1 2011, 09:47 PM
Terenti_Graneli   მახოროგა, გაიხარე ...   Feb 1 2011, 09:51 PM
.zakaria.   მიყვარს ტერენტი http:/...   Feb 1 2011, 11:48 PM
kato_Bato   ისე მთრგუნავს.. ალბ...   Feb 1 2011, 11:57 PM
Otherguy   Terenti_Graneli ბოდიშით ურწ...   Feb 2 2011, 02:08 AM
Terenti_Graneli   Terenti_Graneli ბოდიშით ურწ...   Feb 2 2011, 09:28 PM
damiane80   მურმან ლებანიძეს ა...   Feb 2 2011, 10:20 PM
Terenti_Graneli   მურმან ლებანიძეს ...   Feb 2 2011, 10:26 PM
damiane80   ხო ეგ არის, კარგი ლე...   Feb 2 2011, 10:31 PM
Terenti_Graneli   ხო ეგ არის, კარგი ლ...   Feb 2 2011, 10:32 PM
Otherguy   Terenti_Graneli ბოლო ორი სტრ...   Feb 2 2011, 10:40 PM
damiane80   ეს არის შესანიშნა...   Feb 2 2011, 10:45 PM
Terenti_Graneli   ეს არის შესანიშნა...   Feb 2 2011, 10:49 PM
damiane80   აბა წაგვიკითხე ერ...   Feb 2 2011, 10:49 PM
Otherguy   აბა წაგვიკითხე ერ...   Feb 2 2011, 11:03 PM
Otherguy   "ახლა უფრო ხშირია...   Feb 3 2011, 01:50 AM
Berckley   ასეთ პოეზიას ვერ ვ...   Feb 3 2011, 12:15 PM
Terenti_Graneli   ასეთ პოეზიას ვერ ვ...   Feb 3 2011, 05:11 PM
kato_Bato   Berckley ეგ მურმან ლებან...   Feb 3 2011, 02:29 PM
სოფი   Terenti_Graneli ბატო ტერენტ...   Feb 3 2011, 03:48 PM
Otherguy   ჰა აბა როგორ მიდის ...   Feb 4 2011, 11:09 PM
მახოროგა   არ შემიძლია და მე ა...   Feb 5 2011, 12:36 AM
Otherguy   მახოროგა ეგ ვიცი, მ...   Feb 5 2011, 01:35 AM
Terenti_Graneli   მახოროგა ეგ ვიცი, ...   Feb 5 2011, 03:14 PM
Otherguy   შენ უკეთეს ექსებს ...   Feb 5 2011, 04:26 PM
Terenti_Graneli   იმ თემაზე რაზეც ზე...   Feb 5 2011, 04:31 PM
A.V.M   მოკლედ ახლა მინდა ...   Aug 25 2012, 05:20 PM
newbie   AVM ძალიან საინტერეს...   Aug 29 2012, 07:38 PM
A.V.M   კონკრეტულად არ ვიც...   Aug 29 2012, 08:39 PM
newbie   AVM შეცდომაზე არ ვამ...   Aug 29 2012, 09:13 PM
newbie   AVM შენ როგორც მოგეხ...   Aug 29 2012, 09:52 PM
მახოროგა   --------------------------------------------------...   Aug 29 2012, 10:36 PM
newbie   AVM გაიზარდე ) ბოლომდ...   Aug 31 2012, 02:40 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 8 მომხმარებელი (მათ შორის 8 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th August 2026 - 08:26 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი