ლოცვა ცხოველთათვის, მცენარეთათვის და ა.შ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლოცვა ცხოველთათვის, მცენარეთათვის და ა.შ |
მნათე |
Mar 21 2007, 03:02 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მოკლედ გვერდზე თემაში, წამოიჭრა საკითხი - რამდენად შეიძლება ცხოველთათვის არსობრივად ლოცვა?
აქ ორი მომენტია: I. როდესაც შენ ლოცულობ, მაგ; ვენახისთვის, ან მანქანისთვის, ან საქონლისთვის, რათა მათი დაუზიანებლობით ადამიანს მიენიჭოს ნაყოფიერება, ისევე როგორც მაცხოვარმა თევზთა და პურთა სიუხვე აკურთხა-რათა ხალხი 'განეძღო'. და II. როცა შენ, მისი კურნების მიზნით ლოცულობ, ზეთს ცხებ, ნაკურთხ წყალს ასხურებ და ა.შ - საინტერესოა, ამ კუთხით ცხოველებზე მადლმოქმედება რამდენად შეიძლება, საღვთო მადლი გამოვითხოვოთ ფრინველზე, რომელთანაც ერთადერთი ინტერესი, მისი კარგად ყოფნაა? მითუმეტეს, შეიძლება თუ არა მას ზეთი ვცხოთ? პატერიკი ამ შემთხვევაში საინტერესო არ არის, რადგან ჩვენ მამათა პრიმატები არ გვაქვს, მნიშვნელოვანია საღვთისმეტყველო ასპექტი. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
LEBU |
Mar 21 2007, 06:27 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 15-November 06 წევრი № 480 |
# გაუ! პირველად ვპოსტავ ამ განყოფილებაში და თუ რამე შემეშალოს მომიტევეთ
# მოგახსენებთ ჩემს სუბიექტურ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით: # საუფლო ლოცვაში ვითხოვთ: "პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს..." # აქ "პურში" იგულისხმება ყოველივე ის მატერიალური კეთილდღეობანი, რაც საჭიროა ადამიანის არსებობისათვის (და არა ფუფუნებისათვის) # "პურში" შედიან ასევე ის ცხოველები და ფრინველები, რასაც ჩვენ საკვებად (თუ სხვა დანიშნულებისათვის) მოვიხმართ. # ასე რომ მიზანი, ამ ლოცვისა არის მიმართული ჩვენი კეთილდღეობისაკენ. ჩვენ ვითხოვთ "პურს ჩვენი არსობისას." # და არა - პური ჩვენი არსობისა კარგად იყოსო # მე არამართებულად მიმაჩნია შემდეგი სახის ლოცვა: "ღმერთო კარგად ამყოფე ეს ქათამი, H5N1 არ შეახვედრო, რომ მერე მე სააღდგომოდ დავკლა და შევჭამოო" # განა ღმერთმა არ იცის რაა უმჯობესი ჩვენთვის (და იმ ქათმისთვისაც) ?!?! # ამიტომ ასეთი მრავალსიტყვაობა ლოცვისას (განსაკუთრებით ცხოველების კეთილდღეობისათვის ლოცვისას) ზედმეტად მიმაჩნია პირადად ჩემთვის_ერისკაცისათვის #უბრალოდ ითხოვე: "პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს..." P.S. ბოდიშს გიხდით თუ უაზროდ ვიბოდიალე -------------------- კი არ შევიმეცნებ და ვიწამებ, არამედ მწამს და შევიმეცნებ
|
ლეონტი |
Mar 21 2007, 08:29 PM
პოსტი
#3
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
# გაუ! პირველად ვპოსტავ ამ განყოფილებაში და თუ რამე შემეშალოს მომიტევეთ # მოგახსენებთ ჩემს სუბიექტურ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით: # საუფლო ლოცვაში ვითხოვთ: "პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს..." # აქ "პურში" იგულისხმება ყოველივე ის მატერიალური კეთილდღეობანი, რაც საჭიროა ადამიანის არსებობისათვის (და არა ფუფუნებისათვის) # "პურში" შედიან ასევე ის ცხოველები და ფრინველები, რასაც ჩვენ საკვებად (თუ სხვა დანიშნულებისათვის) მოვიხმართ. მცირე შენიშვნა, "პურში" ის არ იგულისხმება რაც აქ ჩამოთვალე, ანუ ხორციელი საკვები, არამედ უმთავრესად და ძირითადში სულიერი, რითაც ყოველი ქრისტიანი არსებობს. უნდა გაეცნო "მამაო ჩვენოს" განმარტებას მამათა მიერ. სამწუხაროდ ლინქი ან ტექსტი ხელთ არ მაქვს. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი