ქართული ხალხური სიმღერების ტექსტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ხალხური სიმღერების ტექსტები |
mr_morrison |
Jan 11 2007, 07:07 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 |
კეთილო ხალხო დამეხმარეთ!!!ხალხური სიმღერების ტექსტები თუ ვინმემ იცით ატვირთეთ. ნებისმიერი სიმღერის. მადლობთ წინასწარ
-------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
QORBUDA |
Mar 21 2007, 09:00 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 |
მოჰკლეს ილია
მოჰკლეს ილია ქართლის შვილია, დაობლდა ხალხი გმირთა გმირია. ნეტავ რად მოჰკლეს ჩვენი ილია, და რად დაგვირთეს ჩირზე ჩირია. ქართლი, კახეთი, და იმერეთი, გმირი სვანებიც თან მისტირიან. ფშავ და ხევსურებს ძაძა ჩაუცვამთ. მამულის შვილსა ზარით სტირიან. მთიულს შესძახეს: გამოდი გარეთ! გულჩათხრობილი ნუ ხარ მწირია. ნეტავ ვინ მოჰკლა ჩვენი ილია' და ვინ დაგვირთო ჭირზე ჭირია. ი.კარგათელი შენ ბიჭო ანაგურელო შენ ბიჭო ანაგურელო შენი ხმა ჩამომდიოდა შენი თოხისა წკრიალი წყალს გაღმა გამომდიოდა. ვ.მახრაძე იმერული მხედრული ომში ცასვლა მას უხარის ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო, დაბრუნება და შინ მოსვლა ვისაც კარგი ცოლი ჰყავსო. სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი. ვ.ცაგარეიშვილი იმერული მხედრული ომში ცასვლა მას უხარის ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო, დაბრუნება და შინ მოსვლა ვისაც კარგი ცოლი ჰყავსო. სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი. ვ.ცაგარეიშვილი -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი