ტერენტი გრანელი, ლექსები.მოგონებები,ისტორიები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ტერენტი გრანელი, ლექსები.მოგონებები,ისტორიები |
Terenti_Graneli |
Feb 1 2011, 09:32 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 1-February 11 წევრი № 10,407 |
ტერენტი სამსონის ძე გრანელი (ნამდვილი გვარი კვირკველია), (დ. 25 ნოემბერი, 1897, ახლანდელი ქ. წალენჯიხა ― გ. 10 ოქტომბერი, 1934, თბილისი), ქართველი პოეტი.
უფრო დაწვრილებით იხილეთ აქ > http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A2%E1%...%83%9A%E1%83%98 გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი. სული საზღვარს გადასცდება ფრენით, ახლაც მახსოვს მისამართი შენი. ცამდე სწვდება ღამეების სიგრძე, რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ. წინ მეშლება სხვა ოცნების არე, მიწის ცქერით დაიღალა მთვარე. გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი. http://publish.dlf.ge/vaxtangvi/terentigraneli/ ძალიან საინტერესო საიტია -------------------- თვალთმაქცები, ჩვეულებრივ, სხვებს იმისთვის კიცხავენ, რასაც თვით აკეთებენ, თანაც გაცილებით ხშირად. მძიმე მდგომარეობაა, როდესაც ბაგეზე სიწმინდეა, ხოლო გულში უკანონობა და ბოროტება. |
მახოროგა |
Feb 5 2011, 12:36 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 224 რეგისტრ.: 19-July 10 მდებარ.: თბილისი წევრი № 9,164 |
არ შემიძლია და მე ავად ვარ
არ შემიძლია და მე ავად ვარ, ქარი ეწვია წუხელ იმ ყვავილს. ცხოვრობდი უწინ, ახლა არა ხარ, მე მივდიოდი, შენ არ იყავი. იყო ოცნება, როგორც შენობა, იყო გაფრენა ხიდან იმ ყვავის. მკლავდა იღბალი და უშენობა, მე მივდიოდი, შენ არ იყავი. კრთოდა გულიდან სხვა სტრიქონები, ქრებოდა ლანდი შავი ნიღაბის. შენ მიდიოდი და მიგონებდი, შენ მიდიოდი, მე არ ვიყავი. -------------------- „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2024 - 12:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი