სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| orthodox-georgia |
Jun 30 2008, 04:08 PM
პოსტი
#1
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
იესოს ლოცვა:
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. რა არის იესოს ლოცვის არსი? (ზოგადად) ეს არის ერთ-ერთი სიტყვიერი მოკლე ლოცვა, რომელიც სხვა მოკლე ლოცვების მსგავსად შთაგვაგონებს, რომ გონებით მხოლოდ ღმერთზე ვიფიქროთ. ნუ შევიძღუდებით იესოს ლოცვის სიტყვების მექანიკური გამეორებით. უნდა გვახსოვდეს, რომ უმთავრესია-ლოცვა შიშით, რწმენით და სიყვარულით. მთავარია ღვთის წინაშე გულის სიღრმიდან გამომავალი ვედრებით დგომა. ჩვენი გულისყური მთიანად უფალს უნდა მივუპყრათ და მოვუხმოთ ყველგან მყოფ ღმერთს. თუ ლოცვისას არ იშრომებთ, ოფლს არ დაღვრით იმისთვის, რომ ყოველი სიტყვა ჩაიბეჭდოს გულსა და გონებაში, მაშინ ამაოა მდუმარება, გლოვა, მარხვა და სიფხიზლე. ის ვინც თავს ანებებს სულიერ ღვაწლსა და იესოს ლოცვას, თვითონვე ხდება მიზეზი იმისა, რომ მისი შრომა უნაყოფოა-ამაოა მისი ოფლის ღვრა, რადგან ის მალე სრულიად გულგრილი ხდება და ამით ყველაფერი მთავრდება. იესოს ლოცვას უნდა აღავლენდეს არა მხოლოდ ბერი, არამედ ერისკაციც. იესოს ლოცვა თავისთავად არ არის სასწაულმოქმედი. ის ისეთივეა, როგორცსხვა ნებისმიერი მოკლე ლოცვა სიტყვიერად და შესაბამისად გარეგნულადაც; მაგრამ მაინც შეიძლება იქცეს ის ჩვენთვის ყველაზე აღმატებულად. გავაგრძელებ მერე პ.ს. ჩემს მიერ ამ თემაში დაპოსტილი მასალა აღებულია (და მერეც იქნება აქედან) საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის მიერ გამოცემული წმ. მღვდელმთავარ თეოფანე დაყუდებულის სწავლებანი იესოს ლოცვის შესახებ (შემდგენელი იღუმენი თეოფანე კრიუკოვი) თბილისი 2003წელი. პ.პ.ს. უმორჩილესი თხოვნაა არ გააოფტოპიკოთ და არ გააჩატოთ. პოსტეთ მხოლოდ წმ მამათა სწავლებანი ამ კონკრეტულ თემაზე -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
![]() ![]() |
| COLKHI |
Feb 11 2011, 01:58 PM
პოსტი
#2
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 30-January 10 წევრი № 8,076 |
სალამი,განსაკუთრებულად ვუდგები ამ თემაზე დისკუსიას, და საერთოდ ლოცვისა და განსაკუთრებულად -იესოს ლოცვის შესახებ ყველანაირ ინფორმაციას.
მაშ მეც გავაგრძელებ... სამი გასაღები შინაგანი ლოცვისათვის წმიდა მამათა სულიერ საფასედან გამოკრებილი „გულსა შინა ჩემსა დავიფარენ სიტყვანი შენნი, რათა არა შეგცოდო შენ“ (ფს. 118,11) თუკი ყოველ პიროვნებას აქვს თავის ნაკლიცა და სათნოებაც, ასევე ერთი მიზნის მისაღწევად იხმარება სხვადასხვა ხერხი. შინაგანი ლოცვის მისაღწევად წმინდა მამებისგან ვიცით სხვადასხვა გზები, რომელთაგან ზოგი საერთოა როგორც შინაგანი ლოცვის მისაღწეავდ, ასევე საერთოდ ქრისტიანული ცხოვრებისათვის, როგორიცაა: სრული მორჩილება, გარეგნული ლოცვით შინაგანი ლოცვის გამოთხოვა უფლისგან, როგორც მოციქულებმა თხოვეს უფალს: „უფალო, გუასწავე ლოცვაი“ (ლუკ. 11,1). ზოგს ხშირად მიემადლება ღვთისგან ასეთი ლოცვა. მაგ: ერთმა ორი წლის ვედრების შემდეგ ღვთისმშობლის წინაშე ერთხელ იგრძნო სიტკო და სითბო მის გულში შემავალი. მეორემ კი უბრალო ლოცვის დროს იხილა მის სულში შემავალი სხივი და მას შემდეგ დაიწყო უწყვეტი შინაგანი ლოცვა. და სხვა მრავალი შეიძლება მოხდეს. წმინდა მამებთან ვხვდებით კიდევ სამ ასეთ ხერხს: 1. იესო ქრისტეს სახელის ხშირი მოწოდება ლოცვით (ე.ი. სიხშირე); 2. მთელი ყურადღებით ამ ლოცვის მეორება (ე.ი. ყურადღება); 3. თავის თავში (გულში) ჩაღრმავება, ანუ როგორც მამები ამბობენ გონების გულში მოთავსება. ასე რომ თუ ეს სამი ხერხი არის ყველაზე შედეგიანიჩვენს გულებში ცათა სასუფევლის საპოვნელად, მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინია განძით სავსე ყუთის სამი გასაღები. პირველი გასაღები თუკი სიხშირეს მივყავართ ხარისხამდე, მაშინ იესოს ლოცვის ხშირი, განუწყვეტელი განმეორება, თუნდაც გონებაგაფანტული მიგვიყვანს ყურადღებამდე და გულის სითბომდე. ხშირი განმეორების დროს იხვეწება და გადადის ჩვეულებაში. რაიმეს კარგად კეთება რომ ვისწავლოთ, საჭიროა ხშირად ვაკეთებდეთ მას. წმინდა ისიხი ამბობს, რომ სიხშირე ბადებს გამოცდილებას და ემსგავსება ნატურას, ეს, როგორც ჩანს წმინდა მამების დაკვირვებით, ასე ხდება: მსურველმა რომ მიაღწიოს შინაგან ლოცვას, ხშირად უნდა მოუხმოს უფალს, თითქმის შეუწყვეტელად ამ სიტყვებით: უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მე ცოდვილი. უნდა იმეოროს ბაგეებით ხმადაბლა. ხანდახან შემოკლებით თქვას: უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე, როგორც გავსწავლის გრიგოლ სინაელი. ის გვირჩევს, რომ მოკლე ლოცვა მოსახერხებელია ახალი მოსულისათვის. ის არ უარყოფს არც პირველ წესს, ოღონდ ურჩევს რათა ხშირად არ ცვალონ ეს წესები. ლოცვის სურვილის გასაღვივებლად მამები ურჩევენ დამწყებს ფსკვნილზე ითვალონ ლოცვები, რომელსაც შემდეგ გაზრდიან (რაოდენობით). პირველად რამოდენიმე ასეული, შემდეგ ათასებიც შეიძლება. უნდა წარმოთქვან ენითა და ბაგეებით გარკვევით, ოდნავი დაძაბვით. დროთა განმავლობაში ენა და ბაგეები თავად მიეჩვევიან და ძალის დაუტანებლად თავისუფლად წარმოთქვამენ უფლის სახელს. საერთოდ ხმის გარეშეც კი. დროთა განმავლობაში გონება ყურადღებას მიაქცევს ენას და ნელ-ნელა განიწმინდება გონება-გაფანტულობისაგან, ასე მიაღწევენ ყურადღებით ლოცვას. ამას კი შემდეგ მოყვება გონების გულში დამკვიდრება, როგორც მამები ამბობენ, გონება, რომელიც მოძრაობს გულში, ათბობს მას ღვთაებრივი სიყვარულით და უკვე თვით გული ყოველგვარი იძულების გარეშე თავისუფლად, აღუწერელი სიტკბოებით გამოთქვამს იესო ქრისტეს სახელს და გადმოიღვრება ლოცვით ღვთის წინაშე, როგორც წერია: „მე მძინავს, გული კი მღვიძარეა ჩემი“. ხშირი გონებრივი იესოს ლოცვის შესახებ ძალიან კარგად გამოთქვა წმ. ისიხიმ: როგორც რაც უფრო მეტი წვიმა ალბობს მიწას, ასევე გულს ქრისტეს სახელი, რომელსაც ჩვენ მოუწოდებთ სიხარულით. მართალია ნაჩვენები ხერხი წმინდა მამების გამოცდილებით საკმარისია მიზნის მისაღწევად, მაგრამდ არსებობს უკეთესი საშუალებები, როგორიც არის: ყურადღება და გონებით გულში შესვლა. ეს პირველი ხერხი არის მათთვის, ვინ ყურადღებას ვერ ფლობს და არ შეუძლია გულზე იმუშაოს, ან იგი შეიძლება გამოვიყენოთ მოსამზადებელ პირობად შემდეგი ხერხის შესწავლისათვის, რომელიც არის გონებით გულში შესვლა. მოკლედ როგორც ნიკიფორე მონაზონი ამბობს: ვისაც რა უნდა ის ამოირჩიოს. მეორე გასაღები როგორც ნიკიფორე მონაზონი ამბობს, ყურადღება არის გონების დაცვა ანუ გონების მოკრება და ჩაღრმავება რაიმე საგანში ყველა სხვა აზრებისა და წარმოსახვების დატოვებით. რამდენად ყურადღება საჭიროა ლოცვისათვის ამის შესახებ მსჯელობენ წმიდა კალისტე და ეგნატე, რომელთაც მოჰყავთ, მაგალითად ღირსი მამის ნილის სიტყვა, რომელიც ამბობს: ყურადღება რომელიც ეძებს ლოცვას, მალე შეიძენს მას. მიახლოებით ასე წერს წმ. ისიხი: რამდენადაც გონებამოკრებილი ხარ, იმდენადვე გექნება იესოს ლოცვის სურვილი და კიდევ: უკიდურესი ყურადღებით შეიქმნება გულისმიერი ყურადღებისა და სიმშვიდის ატმოსფერო. ნიკიფორე მონაზონი ლოცვაზე მსჯელობისას ამბობს, რომ თუ იმ ხერხით ვერ მოახერხებ |
orthodox-georgia იესოს ლოცვის შესახებ Jun 30 2008, 04:08 PM
orthodox-georgia არსებობს ლოცვის აღ... Jul 1 2008, 11:45 AM
orthodox-georgia :) გაგრძელება :)
იეს... Jul 2 2008, 07:08 PM
xatia19 გავაგრძელებ თუ ნებ... Jul 3 2008, 07:01 PM
Iona ღმერთმა აკურთხოს თ... Jul 3 2008, 09:37 PM
orthodox-georgia Iona
წყაროც მიუთითე ხ... Jul 3 2008, 10:05 PM
Iona orthodox-georgia
წიგნი ვიყიდ... Jul 4 2008, 01:42 PM
orthodox-georgia
orthodox-georgia
წიგნი ვიყიდ... Jul 4 2008, 03:36 PM
Iona
კეთილი და პატიოსა... Jul 4 2008, 05:05 PM
mak იესოს ლოცვისკენ იყ... Jul 9 2008, 10:12 AM
orthodox-georgia როცა იესოს ლოცვა გ... Jul 17 2008, 12:57 PM
orthodox-georgia ნუ განსაზღვრავთ დრ... Jul 18 2008, 07:13 PM
orthodox-georgia გაგრძელება :)
დაწყ... Jul 20 2008, 05:20 PM
neo ივარჯიშე იესოს ლოც... Jul 21 2008, 02:39 PM
orthodox-georgia :) გაგრძელება :)
თუ ლ... Jul 21 2008, 07:54 PM
seminarieli lela საინტერესო იყო და ... Jul 23 2008, 12:47 PM
წახწახა გულით კითხვა რაარი... Jul 23 2008, 01:12 PM
seminarieli lela
გულით კითხვა რაარ... Jul 23 2008, 01:24 PM
subterranean
გულით კითხვა რაარ... May 11 2009, 12:38 AM
kent5 იესოს ლოცვა მე რო... Jan 30 2009, 12:27 AM
giorgi gvasalia ლოცვით ადამიანი გა... Jan 30 2009, 08:35 PM
shavlegi პირადად მე იესოს ლ... Jun 23 2010, 02:00 PM
marine მორწმუნე ადამიანმ... Jun 23 2010, 02:29 PM
izi-bartki ეს მასალა შემოქმედ... Jan 26 2011, 04:45 PM
izi-bartki orthodox-georgia
აი გავაგრძე... Jan 26 2011, 05:09 PM
COLKHI გაგრძელება
-ენ გონ... Feb 11 2011, 02:11 PM
+ვახტანგი+ COLKHI
მშვიდობა. :)
შენი... Feb 12 2011, 04:03 PM
sibrdzne.ge http://sibrdzne.ge/ლოცვა
http://sibrdzne... Aug 4 2011, 06:26 PM
.ნინო sibrdzne.ge
ისე გადავავლე... Aug 6 2011, 11:10 AM
giorgi777-333 იესოს ლოცვას აქვს ... Nov 11 2011, 07:38 PM
+ვახტანგი+ giorgi777-333
წმ თეოფანე და... Nov 11 2011, 11:45 PM
GIORGI LELUASHVILI giorgi777-333
როგორიოო?:blink: Nov 12 2011, 01:54 PM
.ნინო
ეს ვისი სიტყვებია?... Nov 22 2011, 06:11 PM
მხევალი ნინო giorgi777-333
არადა, მე როგ... Nov 23 2011, 11:40 AM
aamirani იესოს ლოცვისათვის.... Jan 16 2012, 01:37 PM
†სერგი† ელ ვერსია წიგნებს ... Dec 9 2013, 12:24 PM
G_saxva †სერგი†
ქართული თუ... Dec 9 2013, 04:22 PM
†სერგი† არ მაქვს სამწუხარო... Dec 9 2013, 09:30 PM
esre ars cheshmariteba საერთოდ ლოცვა , ესა... Dec 10 2013, 09:33 PM
†სერგი† შმაგი ამ თემაში უშ... Dec 12 2013, 05:35 PM
irakli sharabidze მოგესალმებით ყველ... Dec 20 2013, 05:51 PM
†სერგი† დაწერე სიამოვნები... Jan 2 2014, 01:33 PM
marine „იესოს ლოცვა არის ... Oct 19 2014, 02:51 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th December 2025 - 08:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი