იესოს ლოცვის შესახებ, წმ. მამათა დარიგებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იესოს ლოცვის შესახებ, წმ. მამათა დარიგებები |
orthodox-georgia |
Jun 30 2008, 04:08 PM
პოსტი
#1
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
იესოს ლოცვა:
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. რა არის იესოს ლოცვის არსი? (ზოგადად) ეს არის ერთ-ერთი სიტყვიერი მოკლე ლოცვა, რომელიც სხვა მოკლე ლოცვების მსგავსად შთაგვაგონებს, რომ გონებით მხოლოდ ღმერთზე ვიფიქროთ. ნუ შევიძღუდებით იესოს ლოცვის სიტყვების მექანიკური გამეორებით. უნდა გვახსოვდეს, რომ უმთავრესია-ლოცვა შიშით, რწმენით და სიყვარულით. მთავარია ღვთის წინაშე გულის სიღრმიდან გამომავალი ვედრებით დგომა. ჩვენი გულისყური მთიანად უფალს უნდა მივუპყრათ და მოვუხმოთ ყველგან მყოფ ღმერთს. თუ ლოცვისას არ იშრომებთ, ოფლს არ დაღვრით იმისთვის, რომ ყოველი სიტყვა ჩაიბეჭდოს გულსა და გონებაში, მაშინ ამაოა მდუმარება, გლოვა, მარხვა და სიფხიზლე. ის ვინც თავს ანებებს სულიერ ღვაწლსა და იესოს ლოცვას, თვითონვე ხდება მიზეზი იმისა, რომ მისი შრომა უნაყოფოა-ამაოა მისი ოფლის ღვრა, რადგან ის მალე სრულიად გულგრილი ხდება და ამით ყველაფერი მთავრდება. იესოს ლოცვას უნდა აღავლენდეს არა მხოლოდ ბერი, არამედ ერისკაციც. იესოს ლოცვა თავისთავად არ არის სასწაულმოქმედი. ის ისეთივეა, როგორცსხვა ნებისმიერი მოკლე ლოცვა სიტყვიერად და შესაბამისად გარეგნულადაც; მაგრამ მაინც შეიძლება იქცეს ის ჩვენთვის ყველაზე აღმატებულად. გავაგრძელებ მერე პ.ს. ჩემს მიერ ამ თემაში დაპოსტილი მასალა აღებულია (და მერეც იქნება აქედან) საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის მიერ გამოცემული წმ. მღვდელმთავარ თეოფანე დაყუდებულის სწავლებანი იესოს ლოცვის შესახებ (შემდგენელი იღუმენი თეოფანე კრიუკოვი) თბილისი 2003წელი. პ.პ.ს. უმორჩილესი თხოვნაა არ გააოფტოპიკოთ და არ გააჩატოთ. პოსტეთ მხოლოდ წმ მამათა სწავლებანი ამ კონკრეტულ თემაზე -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
COLKHI |
Feb 11 2011, 02:11 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 30-January 10 წევრი № 8,076 |
გაგრძელება
-ენ გონების გულში მოთავსებას რომელიც მიუთითა, მაშინ საჭიროა მოვიპოვოთ ყოვლისშემძლე ყურადღება ლოცვის დროს, რომელიც ყოველგვარი ეჭვის გარეშე გაარღვევს გზას გულისაკენ შინაგანი ლოცვისათვის როგორც წმიდა მამების გამოცდილებიდან ვიცით წმიდა წერილიც ამტკიცებს ამ ჭეშმარიტებას, რომ ყურადღების გარეშე არ შეიძლება ლოცვა. ამაზე ამბობს: „მოიცალე და გულისხმაჰყავ, რამეთუ მე ვარ ღმერთი“. ე.ი ვინც გადაწყვიტა ყურადღებით მიაღწიოს შინაგან ლოცვას, უნდა შეეცადოს იმყოფებოდეს რაც შეიძლება განმარტოებით, თავი აარიდოს ხალხთან საუბარს, ილოცოს აუჩქარებლად. ბევრი არ არის საჭირო შუალედი, ჩაწვდეს გონებით ლოცვის სიტყვებს, როგორც ხდება წიგნის ყურადღებით კითხვის დროს. მთელი ძალით შეეცადოს მოიცილოს უცხო აზრები. ხანდახან ლოცვის წარმოთქმის შემდეგ მცირედ დავდუმდეთ, თითქოს დაველოდოთ უფლის პასუხს, შევეცადოთ დავიჭიროთ ყურადღება გონებაგაფანტულობის დროს და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ გადავწყვიტეთ მუდამ ვიმყოფებოდეო უფალთან, უწყვეტი ყურადღებიანი ლოცვით და გონების სხვა აზრებისაგან განნმენდით. მესამე გასაღები მესამე გასაღები არის შესვლა ჩვენს შიგნით ანუ გულში. ზედმეტი მსჯელობა რომ არ გამოგვივიდეს, წმიდა მამების აზრები გადმოვცეთ ზუსტად, შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ რიგში ამას აღწევენ მამები, რომელთაც სრული გადმოცემა დაგვიტოვეს შინაგანი ლოცვის შესახებ. მეორეში ვინც ნაწილობრივად გადმოგვცა მის შესახებ, ხოლო მესამე, სულისათვის სასარგებლო თხრობანი აბბა ფილიმონის შესახებ. მაშ ასე, I. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი, გრიგორი სინაელი, ნიკიფორე მონაზონი, ღირსი მამები კალისტე და ეგნატე ქსანტოპულები. II. პრესვიტერი ისიხი იერუსალიმელი, ფილოფეი სინაელი, მიტროპოლიტი თეოლიპტე, ბარსანოფი და იოანე. III. აბბა ფილიმონი. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 11:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი