IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ახალი აღთქმის მოსასმენი ვერსია
Berckley
პოსტი Nov 28 2010, 03:27 PM
პოსტი #1


მინისტრობისთვის გაჩენილი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 7-November 10
მდებარ.: თბილისი,საქართველო
წევრი № 9,820



ამ დღეებში აღმოვაჩინე ახალი აღთქმის მოსასმენი ვერსია,აბსოლუტურად ყველა წიგნის და ყველა თავის.აუდიო ვერსია არის ჩაწერილი ქართულ ენაზე და მინდა გითხრათ,რომ ძალიან კარგი გახმოვანებაა (პირდაპირ გესიამოვნება ისეთი). ძალიან კარგი პროექტია,რადგან თინეიჯერები წიგნებს აღარ კითხულობენ და ყველაფერს ფილმებს და მუსიკებს ამჯობინებენ,ამიტომ კარგია თუ მოისმენთ.დიდი დრო არ მიაქვს,მაგალითად მათეს სახარება სულ რაღაც 2-3 საათში მოვისმინე.

ლინკი - http://qristiani.ge/audiobiblia.html


--------------------
* ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! *
* ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო *
* ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს,ისიც კი განაბნიესო *
* დიდება მოთბინებასა შენსა,უფალო იესო *
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
+ვახტანგი+
პოსტი Feb 11 2011, 05:12 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 272
რეგისტრ.: 25-March 09
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,721



omarika
ციტატა(omarika @ Jan 13 2011, 07:53 PM) *
ყლველა ქრისტეიანები უნდა გავერთიანდეთ?

თუ გაერთიანებაში სხვადასხვა ქრისტიანული მიმდინარეობის გაერთიანება იგულისხმე, იცი რომ ეკუმენიზმს ქადაგებ ეხლა შენ?! წაიკითხე წმინდა მამებისა და საეკლესიო კრებების დადგენილობანი:
http://www.orthodoxy.ge/mamebi/ekumenizmi.htm


ციტატა(omarika @ Jan 13 2011, 07:53 PM) *
კითხვა მებადება რომ ვეთაყვანებით ყმინდა გიორგის მარიამს ნინო წმინდას.... ყველაზე მაღლა უნდა დავაყენოთ იესო

ქრისტიანები, არამარტო ღმერთს, წმინდა მამებსაც, რათქმაუნდა, მოწიწებით ვეთაყვანებით, მეოხებას ვთხოვთ. ისინი ხომ ჩვენი მეოხნი არიან უფლის წინაშე, ასევე ყველას ხომ თავისი მფარველი წმინდანი ჰყავს, რომელსაც თხოვს შეწევნას.

ერთხელ, როდესაც უფლის საყვარელი მოწაფე იოანე ღვთიისმეტყველ უკვე გარდაცვლილი იყო, ერთმა ადამიანმა დახმარება რომ სთხოვა წმიდა იოანეს და შეწევნაც სასწაულებრივად მსწრაფლ მიიღო. ასევე ჩვენც ვთხოვ წმინდა მამებს შეწევნას, მამებს რომლებიც უფლთან არიან.

ციტატა(omarika @ Jan 13 2011, 07:53 PM) *
"იცი რაა ბიბლიაში წერია ემსახურე მხოლოდ ღმერთს"

უფალი ასევე სახარებაში მოწაფეების მიმართ ბრძნებს: როგორც თქვენ მოგექცევიან, მე მომექცევიან. რომელებიც თქვენ სიყვებს არ მოისმენსო, ჩემსას არ ისმინსო. მზგავსად წერილისა: "რომელმან თქვენი ისმინოს, ჩემი ისმინა; და რომელმან თქვენ შეურაცხ-გყვნეს, მე შეურაცხ-მყოფს და რომელმან მე შეურაცხ-მყოს, შეურაცხ-ჰყოფს მომავლინებელსა ჩემსა“ (ლუკა 10,16) შენ როცა მართმადიდებელ მოძღვარს ემორჩილები, რომელიც ღმერთკენ მიდის, შენ ხდები უფლის მორჩილი. ასევე ისიც გაიხსენე , ძველი აღთქმაში უფლის წინასწარმეტყველნი ხალხს როდესაც აფრთხილებდნენ, ვისი სიტყვებთ ლაპარაკობდნენ? განა უფალი არ აძლევდ დავალებას საქადაგებლად?
გაიხსენე თუნდაც იოანა წინასწარმეტყველი, როგორ უქადაგა ხალხს. განა იოანას სიტვების მოსმენა ნინეველთა მიერ უფლის მოსმენა, მორჩილება არ იყო? "და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ იონაჲს მიმართ, ძისა ამათიანისა, მეტყუელი: აღდეგ და წარვედ ნინევად, ქალაქად დიდად, და ქადაგე მას შინა(იონა 1; 1)"

სამღვდელო დასი უფლის მიერ არის დადგენილი(გაიხსენე წმ წერილიდან სული წმინდის მადლი მოციქულებზე როდის გარდამოვიდა), და მოციქულებიდანხელდასმით გადმოდის, როგორც უწყვეტი ჯაჭვი. შესაბამისად ქრისტიანები ვემორჩილებით წმ ეკლესიას, ანუ უფალს. ასევე ისიც გაიხსენე რომ უფალმა წმ პეტრე მოციქული დაადგონა პირველად პატრიარქად. წამოიდგინე, 1 საუუნეში მყოფი ადამიანი, რომელიციც იტყოდა "მე მარტო ღმერთს ვემორჩილები, უფლის მოციქულ, პატრიარქ პეტრეს არა" - ხომ იქნებოდა ეს სიტყვები სისულელე?


--------------------
"ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Emanuel   ახალი აღთქმის მოსასმენი ვერსია   Nov 28 2010, 03:27 PM
nikolozzi   ეს qristiani.ge არის სექტა...   Jan 5 2011, 12:59 PM
ნიკა ქუცნიაშვილი   რომელი სექტის? ან რ...   Jan 13 2011, 06:55 PM
nikolozzi   რომელი სექტის? ან რ...   Jan 13 2011, 11:34 PM
omarika   იცით რაა... ყველა ქრ...   Jan 13 2011, 07:53 PM
ნიკა ქუცნიაშვილი   ხოდა მაშინ ინფორმ...   Jan 14 2011, 10:24 AM
nikolozzi   ხოდა მაშინ ინფორმ...   Jan 15 2011, 01:50 AM
emzari   ბიბლიას 1 ასოც რო ამ...   Jan 29 2011, 12:14 PM
omarika   ბიბლიას 1 ასოც რო ა...   Jan 30 2011, 12:55 AM
+ვახტანგი+   omarika ყლველა ქრისტეი...   Feb 11 2011, 05:12 PM
davithet   გაერთიანება, სხვად...   Feb 11 2011, 06:05 PM
kinki   http://faith.ge/index.php?newsid=486 ეს ლი...   Jan 23 2014, 04:32 PM
G_saxva   kinki არ ვიცი, ემ არ მომ...   Jan 23 2014, 05:30 PM
A.V.M   ხარაბაძის ხომაა ინ...   Jan 23 2014, 11:32 PM
G_saxva   A.V.M ეგ იყიდება და ინ...   Jan 24 2014, 09:16 AM
A.V.M   XOO?   Jan 24 2014, 11:01 PM
G_saxva   A.V.M კი იყიდება წიგნე...   Jan 27 2014, 09:09 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2024 - 11:32 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი