![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
თეოდორე იყო მდიდარი ოჯახის შვილი. ქრისტიანობით იგი მისი ძმის(მომავალში აპამეას ეპისკოპოსის) და მისი მეგობრების გამო დაინტერესდა. ის, წმინდა იოანე ოქროპირი და მაქსიმუს სელუციელი ერთად ესწრებოდნენ ცნობილი წარმართი ფილოსოფოს და რიტორიკოს ლიბანიუსის ლექციებს. მათ ერთად მიიღეს გადაწყვეტილება ქრისტესმიერ სრულყოფისკენ სწრაფვისკენ და ქრისტიანობის აქტიურ შესწავლას შეუდგნენ. თეოდორემ 18 წლის ასაკში უარი თქვა ერისკაცულ ცხოვრებაზე, ასკეტური ცხოვრება იწყო, შემდგომ კი დიოდორეს(მომავალი ტარსის ეპისკოპოსის) და კარტერიუსის სკოლაში დაიწყო სწავლა.
აი აქ ხდება მის ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი. მას მოეწონა და შეუყვარდა გოგო, სახელად ჰერმიონა, იმდენად, რომ უარი თქვა ასკეტურ ცხოვრებაზე და სურდა მასზე დაქორწინება. დაქორწინდებოდა კიდეც რომ არა წმინდა იოანეს ორი მართლაც ღვთაებრივ ენაზე დაწერილი წერილი მეგობრისადმი, სადაც უხსნის რომ ასკეტური ცხოვრება არის სრულყოფილება, ხოლოდ გარეგნული და ცარიელი სილამაზის გამო ღმერთის ღალატი დიდი ცოდვაა... თეოდორემ მოინანია და დაუბრუნდა ასკეტურ ცხოვრებას, თან ისეთი შემართებით რომ დაახლოებით 20 წლის იყო როცა უკვე ღვთისმეტყველური ნაშრომების წერა დაიწყო. მისი ზუსტი და ღრმა შემეცნება ტექსტისა უკვე იგრძნობოდა მის პირველ ნაშრომში, რომელიც იყო კომენტარები ფსალმუნებზე. რამოდენიმე წელიწადში იგი მღვდელი გახდა, სავარაუდოდ წმინდა იოანე ოქროპირთან ერთად. ამის შემდეგ იგი აქტიურად ჩაება თეოლოგიურ დებატებში ორიგენისტთა, არიანელებთა, ევნომიანელთა, აპოლინარიანისთა და სხვათა წინააღმდეგ. მისმა უზადო წიგნიერებამ და ენთუზიაზმმა მას "ერუდიტი"-ს სახელი მოუტანა. 392 წელს იგი გახდა მოფსუესტიის ეპისკოპოსი, რა თანამდებობაზეც იგი სიკვდილამდე, 36 წელი დარჩა. იყო საუბარი მის სიმპატიებზე პელაგიანიზმის მიმართ, მაგრამ სილიციის კრებაზე ჩანს, რომ მან დაგმო ეს სწავლება. სიცოცხლეში იგი ყველასთვის პატივსაცემი ეპისკოპოსი იყო, კონფლიქტი არავისთან მოსვლია. პირიქით, ხშირად სხვა ეპისკოპოსები თხოვდნენ მას ზოგიერთ ღვთისმეტყველურ საკითხებში დახმარებას. მისი სიკვდილის მერე კი ნელნელა დაიწყო მისი ჩაძირვა ყველანაირად. პელაგიანისტებმა და ნესტორიანელებმა მიმართეს მისი ნაშრომების ციტირებას, ხოლო პირველი ვინც იგი ოფიციალურად ნესტორიანელად შერაცხა, იყო იესიკე იერუსალიმელი, დაახლოებით 435 წელს. წმ. კირილე ალექსანდრიელმა მას "ნესტორის ღვთისგმობის ავტორი" უწოდა, თუმცა უარს ამბობდა მის ანათემაზე გადაცემაზე, რადგან იგი ეკლესიასთან ერთობაში გარდაიცვალა. ქალცედონის კრებამ, მონოფიზიტობის დაგმობის დროს დიდი პატივისცემით მოიხსენია თეოდორე და იბას ედესელები, რომლებიც რეალურად თეოდორე მოფსუესტიელის მოსწავლეები და მისი მოტრფიალეები იყვნენ. ამის გამო მონოფიზიტებმა თეოდორეს წინააღმდეგ იერიში მიიტანეს. საბოლოოდ მათ თავიანთი გაიტანეს, როცა იმპერატორმა იუსტინიანემ 553 წელს შეადგინა სია 3 წერილისა, რომლიდან ერთ-ერთი თეოდორე მოფსუესტიელს ეკუთვნოდა, და ყველას მოსთხოვა იგი ანათემას გადაეცათ. მიზეზი ამ ყველაფრისა იყო ის, რომ იუსტინიანე დაარწმუნეს იმაში, რომ თეოდორეს დაგმობით მონოფიზიტები ეკლესიას დაუბრუნდებოდნენ... პაპი ვიგილიუსი და კიდევ ზოგიერთი ეპისკოპოსი უარს აცხადებდა ამ ანათემაზე ხელმოწერაზე, თუმცა პაპი საბოლოოდ საიმპერატორო წნეხის ქვეშ მყოფი, დათანხმდა... საბოლოოდ V მსოფლიო კრების შედეგი იყო ანათემა და საუკუნო წყევლა თეოდორე მოფსუესტიელზე. მაშ სადაა არჩევანის სისწორე თეოდორესი? წმინდა იოანეს წერილის შემდეგ, მან უარი თქვა საყვარელ ქალზე და დაუბრუნდა ეკლესიას, იმის გამო რომ ცოტა ხანში ანათემას გადაეცათ? იქნებ სჯობდა დარჩენილიყო ერისკაცად და ჰერმიონასთან ერთად მშვიდი, მაგრამ ქრისტიანული ცხოვრება გაეტარებინა? ![]() -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th June 2025 - 02:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი