![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
orthodox-georgia |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 ![]() |
იესოს ლოცვა:
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. რა არის იესოს ლოცვის არსი? (ზოგადად) ეს არის ერთ-ერთი სიტყვიერი მოკლე ლოცვა, რომელიც სხვა მოკლე ლოცვების მსგავსად შთაგვაგონებს, რომ გონებით მხოლოდ ღმერთზე ვიფიქროთ. ნუ შევიძღუდებით იესოს ლოცვის სიტყვების მექანიკური გამეორებით. უნდა გვახსოვდეს, რომ უმთავრესია-ლოცვა შიშით, რწმენით და სიყვარულით. მთავარია ღვთის წინაშე გულის სიღრმიდან გამომავალი ვედრებით დგომა. ჩვენი გულისყური მთიანად უფალს უნდა მივუპყრათ და მოვუხმოთ ყველგან მყოფ ღმერთს. თუ ლოცვისას არ იშრომებთ, ოფლს არ დაღვრით იმისთვის, რომ ყოველი სიტყვა ჩაიბეჭდოს გულსა და გონებაში, მაშინ ამაოა მდუმარება, გლოვა, მარხვა და სიფხიზლე. ის ვინც თავს ანებებს სულიერ ღვაწლსა და იესოს ლოცვას, თვითონვე ხდება მიზეზი იმისა, რომ მისი შრომა უნაყოფოა-ამაოა მისი ოფლის ღვრა, რადგან ის მალე სრულიად გულგრილი ხდება და ამით ყველაფერი მთავრდება. იესოს ლოცვას უნდა აღავლენდეს არა მხოლოდ ბერი, არამედ ერისკაციც. იესოს ლოცვა თავისთავად არ არის სასწაულმოქმედი. ის ისეთივეა, როგორცსხვა ნებისმიერი მოკლე ლოცვა სიტყვიერად და შესაბამისად გარეგნულადაც; მაგრამ მაინც შეიძლება იქცეს ის ჩვენთვის ყველაზე აღმატებულად. გავაგრძელებ მერე პ.ს. ჩემს მიერ ამ თემაში დაპოსტილი მასალა აღებულია (და მერეც იქნება აქედან) საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის მიერ გამოცემული წმ. მღვდელმთავარ თეოფანე დაყუდებულის სწავლებანი იესოს ლოცვის შესახებ (შემდგენელი იღუმენი თეოფანე კრიუკოვი) თბილისი 2003წელი. პ.პ.ს. უმორჩილესი თხოვნაა არ გააოფტოპიკოთ და არ გააჩატოთ. პოსტეთ მხოლოდ წმ მამათა სწავლებანი ამ კონკრეტულ თემაზე -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
![]() ![]() |
+ვახტანგი+ |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 272 რეგისტრ.: 25-March 09 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,721 ![]() |
COLKHI
მშვიდობა. ![]() შენი წერილები, ესაა მღვდელმონაზონი ანდრია ყურაშვილის თარგმანი, წიგი სათნოთმოყვარეობისა, რომელიც წმ სვიმეონ ახალი ღვთისეტყველმა შეადგინა ბერებიათვის. ამ წრილებში გულისმიერი ლოცვის მისაღწევ ტექნიკურ საშვალებებს - როგორ უნდა დაჯდე, სუნთქვას როგორ ააყოლო ლოცვა. ამის გაკეთება ძალიან საშიშია, რადგან ამისათვის ადამინს შესაბამისი სულიერი მდოგმარეობა უნდა ქონდეს და აუცილებელია ასეთი გამოცდილი ისიხი მოძღვარი(ამის შესახებ მწირის გულახდილ სუაბრებშიც წერია, ათონის მთის ხელნაწერში). ძირითადან, ათონის მთაზე არიან ასეთი ისიხასტი ბერები. მხოლოდ წიგნით, თვითნებობით, როგორც ერთმა გამოცდილმა მოძღვარმა მითხრა, სული უპირობოდ ამპარტავნებისაკენ წავა. წიგნის თარგმნისას, წმ თეოფანე დაყოდებულმაც ზოგი ადგილები არ თარგმნა, რადგან საშიშად მიიჩნია. ამიტომ აჯობებს არ დავწეროთ, ისეთი სწავლებანი (ასეთი ადგილები სადაც წიგნში წერია), რომელიც ტექნუკურ ხერხებს ეხება(როგორ ისუნთქუ, გულის ცემას ააყოლო ლოცვა და ასე შემდეგ), რადგან ახალმა ეკლესიურმა ადამიანმა შეილება თავისით დაიწყოს ამის გაკეთება, გულმხურვალებიდან გამომდინარე. ზოგადად ლოცვის შესახებ სადაცაა ლაპარაკი დაიწეროს, კარგი იქნება, მაგრამ ისიქაზმის ტექნიკურ მხარეები არა გვინდა ![]() -------------------- "ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი