![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
მებრძოლმა საჭურველი უნდა აისხას , ამასთანავე უნდა იცოდეს , ვის წინააღმდეგ იომოს და როგორ იომოს .....
ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლის საჭურველია :ლოცვა , ეკლესიაში სიარული , სრული მორჩილება( ღვთის მცნების )ღვთის სიტყვისა და წმინდა მამათა თხზულებების კითხვა , გონების სიფხილზე და ყურადღება თავის მიმართ ,ხორციელი შრომა , მრვიძარება , მუხლმოდრეკა , განმარტოება , საცნობელთა დაცვა , თავშეკავება , მარხვა.მაგრამ მათი არაკეთილგონივრული გამოყენება და ჯეროვანი მიზნისკენ მიუმართაოვა ცოდვის ძლევის ძალას გართმევთ . აღჭურვის მიზნად ჩვენში დამკვიდრებული ცოდვის განსაზღრა და ძლევა უნდა დავისახოთ რომელი ცოდვა მკვიდრობს ჩვენში ? - თავისმოყვარეობა , მისგან გამომდინარე ცნებათა მთელი ლაშქრით . თავისმოყვარება . მათგან ამოიზრდებიან რტოები - ამაო მედიდურება , სიძულვილი , შური , მრისხანება , მოწყინება , სურვილები . ვნებები რომ არ გვეუფლებოდნენ , ჩვენ მუდამ სწორად მოვიქცეოდით ახლა მოკლედ მიგითითებ , როგორ უნდა იბრძოლოთ ანუ როგორ აწარმოოთ სულიერი ბრძოლა და როგორ გამოიყენოთ სულიერ საჭურველი ... ნუ წამოიწყებთ ომს ვნებათა მთელი ლაშქრის წინააღმდეგ ვერაფერს გახდებით , არამდეს აღიჭურვეთ ყოველთვის ამ ვნებების წინააღმდეგ , რომელიც გმძლარობთ . სასწრაფოთ გაემიჯნეთ მტერს და დაუპირისპირდით სულიერი ბრძოლა არ ჰგავს ხორციელს : აქ მტერიც და ჩვენც ერთ სულში ერთ გულში ვიმყოფებით . ჩვენ გვგონია , რომ ჩვენ შემაშფოთებელი - ვნება ჩვენი ბუნებაა , და მისი დაკმაყოფილებისაკენ ამიტომაც ვისწრაფით , არადა ვნება არ არის ჩვენი ბუნება , არამედ მტერია ჩვენი . ვნების აღძვრისთანავე რომ ვასწრებდეთ ვნების ჩენგან გამიჯვნას , მის დაკმაყყოფილებისკენ სწრაფვის ნაცვლად , წინ აღვუდგებოდით მას . "ვნებებთან ბრძოლას სწავლა უნდა ამგვარი სწავლის დროს აი რა ღონე უნდა ვიხმაროთ : გონებით ჩაუღრმავდეთ ჩვენ შინაგან ადამიანში მასში ჩვენი შინაგანი მოწმე , ჩვენი გულის უტყუარი სარკე - სინდსი გვაქვს მაგრამ ის მიგდებულია და ხშირად გასვრილიც " -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#2
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
ახლა იოანე კიბისაღმწერელის ხსენების კვირაა. მამა თეოფან დაყუდებული ხსნის რა მის ამ წიგნს, ამბობს, რომ ქრისტიანული სრულყოფილებისაკენ სვლის ანუ ამ კიბეზე პირველი საფეხურის შესადგმელად , საჭიროა დავტოვოთ მიწა ანუ განვეშოროთ ცოდვას, ამგვარ საქმეებს. მტკიცე გადაწყვეტილება მივიღოთ, რომ ყოველგვარ უკეთურებას მოვიკვეთთ, რათა ღმერთს ვესათნოვოთ. ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ის სათნოებათა კიბის პირველ საფეხურზე შედგა. მაშასადამე- მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, არ დავუთმოთ ვნებებს ჩვენი სული სათარეშოდ. დავეცით, ავდგეთ. ამპარტავნებაში ვვარდებით, როცა დაცემის სიმწვავეს ვერ ვუძლებთ და ხელს ვიღებთ ბრძოლაზე, ლოცვა არ ვგსურს. ზიარების შემდეგ ღმერთი უსვებს, რომ ცხადად დავინახოთ საკუთარი თავი, მისი უძლურებანი. (ამიტომაც განსაკუთრებით უნდა ვთხოვოთ, მოგვანიჭოს ძალა, რათა დაგვიფაროს ცოდვების ჩადენისაგან. )გვქონდეს მასზე სწორი წარმოდგენა, ისეთი, როგორიცა ვართ და არა ისეთი, სხვებს რომ ვგონივართ.
გადაწყვეტილების შემდეგ იწყება ღვაწლი, რომელიც მოითხოვს სულიერი და ფიზიკური ძალების , მოკრებასა , მათ ძალისხმევას და თავის შეუცოდებლად გარჯას . საჭიროა, რათა წინაღვუდგეთ ცუდს და კარგი საქმისათვის ვაიძულოთ თავი, რომ გავისარჯოთ. აქ საჭიროა დაძალება , უკომპრომისობა, რათა აშენებული კვლავ არ დავანგრიოთ. თეოფან დაყუდებული ასევე გვირჩევს, რომ ყურადღების გარეშე არ დავტოვოთ ცოდვის უმცირესი გამოვლინება. შევისწავლოთ მტრის ჩვენზე თავდასხმის მეთოდები. ამჟამად რომელი ვნებაც გვებრძვის განსაკუთრებით მძაფრად, იმისკენ წარვმართოთ ბრძოლა. რა არის სრულყოფილება, თუ არა ვნებათა ამოძირკვა და მათ ადგილზე სათნოებათა ჩარგვა. უცებ ყველა ვნებას ვერ ამოფხვრი. ეს თანდათანობით ხდება. ამიტომ იოანე კიბისაღმწერელი ამ შრომის აღწერას ამთავრებს 26-ე საფეხურით. (სულ 30-ია) ღმერთმა გაგვაძლიეროს, რომ მივიღოთ მტკიცე გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ უფლისათვის სათნო ვაკეთოთ და ეს გადაწყვეტილება შობს ღვაწლს. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი