![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
— ახალი აღთქმის ბოლო წიგნის სახელწოდება. ქრისტიანული ლიტერატურის და ესქატოლოგიის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. ხშირად მოიხსენიება როგორც აპოკალიფსი (ბერძნ. ἀποκάλυψις „გაშიშვლება, გახსნა, გამჟღავნება, გამოცხადება“). შექმნილია ჩვ. წ. 68-69 წლებში იოანე მოციქულის მიერ და აღწერილია წუთისოფლის უკანასკნელი დღეები. იოანე იყო იესო ქრისტეს თორმეტ მოწაფეთაგანი და, ამავე დროს, ყველაზე ახალგაზრდა მოციქული. პირველ ქრისტიანთა გადმოცემით, ყველა მოციქული, გარდა იოანესი, მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა. იოანეც ევნო ქრისტესთვის, თუმცა გადმოცემით მას განსხვავებული წილი ერგო: საბერძნეთის კუნძულ პატმოსზე გადასახლებაში ყოფნისას, მას გამოეცხადა უფალი და უთხრა: ”მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი; რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას...”[1] ამ წიგნში წინასწარმეტყველება და უკანასკნელ დღეთა ამბები ძირითადად აღწერილია სიმბოლურად: მაგ. წერილები შვიდი ეკლესიისადმი, შვიდი ბეჭედი, ოთხი მხედარი, შვიდი საყვირი, ღვთის მძვინვარების შვიდი თასი, არმაგედონი, სიცოცხლის წიგნი, ცხოველის რიცხვი - 666, ბაბილონი - დიდი მეძავი, მხეცი შვიდი თავითა და ათი რქით, ათი მეფე, ათასწლოვანი სამეფო, ახალი იერუსალიმი, ძვირფასი ქვები, სიცოცხლის ხე და სხვა. ქრისტიანთა რწმენით ”იოანეს გამოცხადება” შეიცავს ღრმა საიდუმლოებებს. უფალი იესო ქრისტე კვლავ მოვა ამ ქვეყნად და განსჯის ქვეყანას, თუმცა როდის მოხდება ეს გაურკვეველია. მას მოელოდნენ პირველი ქრისტიანები და მას მოელიან დღევანდელი ქრისტიანები. როგორ ფიქრობთ სრულდება ყოველივე რაც იოანემ დაწერა? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
FiloTeos |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 48 რეგისტრ.: 6-October 10 წევრი № 9,588 ![]() |
ჩვენ არ ვიცით როდის მოვა უფალი, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ ყოველ წამს, არ ვიცით როდის იქნება საყოველთაო სამსჯავრო, მაგრამ ჩვენი პირადი სამსჯავრო ხომ ნებისმიერ წამს შეიძლება მოგველოდეს?! მერე რა ვქნათ?
ლუკა 12:40 და თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ ჟამსა, რომელსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს. გამოცხადება 3:3 იჴსენებდ, უკუეთუ ვითარ მიიღე და შეინანე. ხოლო უკუეთუ არა მღჳძარე იყო, მოვიდე შენ ზედა, ვითარცა მპარავი, და ვერ სცნა, რომელსა ჟამსა მოვიდე შენ ზედა. რაც შეეხება ბოლო ჟამის მოახლოვების შეგრძნებას: მარკოზი 13:28 ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი ესე: რაჟამს-იგი რტონი მისნი და დაჩჩჳან, და გამოვალნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული. მარკოზი 13:29 ეგრეცა თქუენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი ყოფილი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა. მარკოზი 13:32 ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცათა შინა, არცა ძემან, არამედ მამამან. მარკოზი 13:33 არამედ იხილეთ და მღჳძარე იყვენით, და ილოცევდით, რამეთუ არა იცით, ოდეს იყოს ჟამი იგი. I იოვანე 2:18 ყმანო, უკუანაჲსკნელი ჟამი არს და, ვითარცა-იგი გასმიეს, ვითარმედ ანტიქრისტე მოვალს და აწცა ანტიქრისტენი მრავალნი არიან, ვინაჲცა უწყით, ვითარმედ უკუანაჲსკნელი ჟამი არს. 22:20 იტყჳს, რომელი წამებს ამას: ჰე, მოვალ ადრე! ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ! -------------------- სიყვარული
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 02:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი