ჯდომა ღვთისმსახურებისას, თქვენ როგორ იცით? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯდომა ღვთისმსახურებისას, თქვენ როგორ იცით? |
კანონისტი |
Dec 20 2006, 12:45 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ძალიან მინდა ვიმსჯელოთ ამ საკითხთან დაკავშირებით
ყველას შეუმჩნევია ალბათ, რომ მწუხრის დაწყების წინ, ისეთ ტაძრებში სადაც დიაკონი მსახურებს, იგი გამოდის აღსავლის კარიდან და პირით მრევლისკენ შემობრუნებული ხმამაღლა ამბობს: "აღსდეგინ!" ანუ, "ადექით!" რამდენად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძველად, მართლმადიდებლებიც ისხდნენ ღვთისმსახურების დროს (გარკვეულ მომენტებში)? მით უმეტეს ვიცით, რომ ბერძნული ეკლესიები დღეს ძირითადად მერხებითაა სავსე ამასთან ერთად, გვაქვს ე.წ. "დაუჯდომელი" ლოცვებიც, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ რაღაც ლოცვები დამჯდარიც შეიძლება იქნეს წაკითხული პირადად ჩემი აზრი ასეთია, რომ დამჯდარი შეიძლება იკითხებოდეს მხოლოდ ფსალმუნი, ისიც ბერ-მონაზონთა მიერ, რომლებიც უამრავ ლოცვით კანონს აღასრულებენ დღის განმავლობაში. რაც შეეხება "აღსდეგინ"-ს, იგი, სავარაუდოდ, მიმართულია საკურთხეველში მსხდომი სასულიერო პირებისადმი, რომლებსაც აქვთ ხელმწიფება ისხდნენ ღვთისმსახურებისას მის გარკვეულ პერიოდებში გასათვალისწინებელია ერთი საგულისხმო მომენტიც წმ. ექვთიმე მთაწმინდლის ცხოვრებიდან, რომ მისი იღუმენობის პერიოდში ივერონის ბერთაგან ვერავინ იკადრებდა არათუ დაჯდომას, არამედ კედელზე მიყრდნობასაც კიო... თქვენ რას ფიქრობთ? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
თათი87 |
Mar 21 2007, 11:51 PM
პოსტი
#2
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ციტატა მეც ცოცხალი ადამიანი ვარ, ჩემი ფეხებიც იღლება და დაჯდომის სურვილიც მაქვს. ადრე უფრო ხშირი იყო შემთხვევები როცა წირვაზე "ძალით" ვმდგარვარ, იმიტომ რომ საშინელი დაღლილობა მიგრძვნია. ახლა ასე აღარ ხდება, მაგრამ თუ რაიმე მიზეზის გამო წირვის დროს დაჯდომა მომინდა, ვცდილობ თავი ავარიდო იმაზე ფიქრს, რომ ფეხზე დგომა მიჭირს ისე კი ვფიქრობ უფლისთვის მთავარია შენ იყო წირვაზე არა მარტო ფიზიკურად, არამედ მთელი შენი გონებით და არამგონია ასეთ დროს დიდი ყურადღება ექცეოდეს შენ დგახარ თუ ზიხარ -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 07:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი