IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ლოცვა ცხოველთათვის, მცენარეთათვის და ა.შ
მნათე
პოსტი Mar 21 2007, 03:02 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მოკლედ გვერდზე თემაში, წამოიჭრა საკითხი - რამდენად შეიძლება ცხოველთათვის არსობრივად ლოცვა?


აქ ორი მომენტია:

I. როდესაც შენ ლოცულობ, მაგ; ვენახისთვის, ან მანქანისთვის, ან საქონლისთვის, რათა მათი დაუზიანებლობით ადამიანს მიენიჭოს ნაყოფიერება, ისევე როგორც მაცხოვარმა თევზთა და პურთა სიუხვე აკურთხა-რათა ხალხი 'განეძღო'.

და

II. როცა შენ, მისი კურნების მიზნით ლოცულობ, ზეთს ცხებ, ნაკურთხ წყალს ასხურებ და ა.შ - საინტერესოა, ამ კუთხით ცხოველებზე მადლმოქმედება blink.gif რამდენად შეიძლება, საღვთო მადლი გამოვითხოვოთ ფრინველზე, რომელთანაც ერთადერთი ინტერესი, მისი კარგად ყოფნაა? მითუმეტეს, შეიძლება თუ არა მას ზეთი ვცხოთ?

პატერიკი ამ შემთხვევაში საინტერესო არ არის, რადგან ჩვენ მამათა პრიმატები არ გვაქვს, მნიშვნელოვანია საღვთისმეტყველო ასპექტი.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი Mar 21 2007, 11:52 PM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ჰმ, საინტერესოა, ასეთ თემას არ ველოდი...

მაკვირვებთ ხანდახან, მაგრამ თქვენ რას გერჩით, როცა ასეთი კურიოზები, თვითონ ეკლესიაშიც ხდება... ვფიქრობ, ჩემი ბრალიცაა, უფრო სწორედ ჩემი დაკავებულობის, რომ ისე საჭირო თემა, როგორიცაა "საეკლესიო საიდუმლოებანი" არ განვავრცე და ცოტა არ იყოს, უყურადღებოდაა, მივხედავ აუცილებლად...

ახლა ამ თემაზე ვფიქროთ...

მოდით დალაგებულად მივყვეთ, პირველი კითხვა, რა არის ეკლესიის საიდუმლო? რაა მისი ბუნება და რითი განსხვავდება ის სხვა რელიგიური ქმედებებისაგან?

უპირველესად უნდა ითქვას, რომ საიდუმლო უნდა განსხვავდეს ლოცვისაგან,
მოდით ვნახოთ რას წერს პომაზანსკი ( ამ პოსტში მხოლოდ ქართულად არსებულ წყაროებს მოვიყვან,ახლა ისინიც საკმარისია): " ძველ ქრისტიანულ ლიტერატურაში ზეთის კურთხევის საიდუმლოზე შეიძლება არაპირდაპირი მოწმობების მოძიება წმ. ირინეოს ლიონელსა და ორიგენესთან. მოგვიანებით უფრო გარკვეული მონაცემები მოჰყავთ წმ. ბასილი დიდსა და წმ. იოანე ოქროპირს, რომლებმაც დაგვიტოვეს სნეულის განკურნების ლოცვები (მოგვიანებით ისინი ზეთის კურთხევის ტიპიკონში შეიტანეს) და, აგრეთვე, წმ. კირილე ალექსანდრიელს. პაპი ინოკენტი I (V ს.) ზეთის კურთხევის საიდუმლოსთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხში მიუთითებდა:

ა. იგი უნდა შესრულდეს „მორწმუნე სნეულზე"

მოდით ამ "ა" პუნქტზე შევჩერდეთ, რას ნიშნავს ეს? ნიშნავს, იმას რომ საიდუმლოს ბუნება და დანიშნულება არის
ციტატა
არის მღვდელმოქმედება, რომლის დროსაც მორწმუნის სულს ხილული სახით გადაეცემა უხილავი საღვთო მადლი

ასე რომ ობიექტი ყოფილა ადამიანი, და არა მარტო, არამედ ნათლისღებული, და არა მხოლოდ ასევე მორწმუნეც, ისე პომაზანსკი
"...საიდუმლო სრულდება ავადმყოფებზე (შეიძლება ბავშვებზეც), რომლებსაც შეუძლიათ შეგნებულად მიიღონ იგი და მონაწილეობდნენ მათთვის ლოცვაში. ეს მღვდელმოქმედება შეიძლება შესრულდეს ტაძარში ან შენობაში, სადაც ავადმყოფი იმყოფება. ზეთისცხების საიდუმლოს ჩვეულებრივ წინ უსწრებს აღსარება და იგი მთავრდება ზიარების საიდუმლოთი. "

ახლა მეორე საკითხი მაშ რა არის ის რომ წმიდა გიორგიმ ხარი გაუცოცხლა ქვრივს? ან ვინმემ ილოცა ფრინველზე? ან ცხოველზე? აქ რათქმაუნდა მაშინვე უნდა ითქვას, რომ მხოლოდდამხოლოდ საჭიროების შემთხვევაში (ქვრივისათვის ხარი არსებობის აუცილებელი წყარო იყო) შეიძლება ადამიანი გაკადნიერდეს რომელიმე წმიდანს სთხოვს ცხოველის ( ფრინველის) განკურნება... მაგრამ მაშინვე დიდი ყურადღება სჭირდება რომ ეს ლოცვა და ღვთის ნებაზე მინდობა მკრეხელობაში არ გადავიდეს, და ცხოველ-ფრინველ არ მიაკარონ ის წმ. ზეთი, რომლის უპირველეს დანიშნულებათა შორის ითქმის:"

ციტატა
ზეთის ცხება იმ ზეთითვე სრულდება, რომლითაც იცხეს მეფეებმა, მღვდლებმა, წინასწარმეტყველებმა. ქრისტემაც, როგორც მეუფემ და მღვდელმა, ხორცშესხმის საცხებლით მიიღო ცხება. იგი აბრკოლებს ეშმაკს,


და კიდევ

ციტატა
წმინდა ზეთიც გადმოცემულია, როგორც სამღვდელო საიდუმლო და საღვთო წყალობის სახე, რაც ებოძებათ ცოდვისგან მოქცეულთ გამოსახსნელად და განსაწმენდად. ამიტომაა, რომ ცოდვათაგან გათავისუფლებასაც გვანიჭებს იგი, უძლურებათაგანაც აღვგმართებს და სიწმინდითაც გვავსებს


მაშ რა ესაქმება თუთიყუშთან ( ohmy.gif ) ძაღლთან, კატასთან, ცხენთან, ძროხასთან და რავი ზაზუნასთან ( biggrin.gif ) , ზეთს რომელიც ეცხება " ცოდვისგან მოქცეულთ გამოსახსნელად და განსაწმენდად"? ან რა ესაქმება იმ ზეთს ცხოველთან, რომელიც ის ზეთია : " რომლითაც იცხეს მეფეებმა, მღვდლებმა, წინასწარმეტყველებმა. ქრისტემაც" ?

მაშ ასე ზეთისცხებას (ზოგადად) რწმენის შემთხვევაში მოაქვსსხვა დანარჩენებთან ერთად კურნება, სხეულისა, ქვემოთ ნახავთ, რომ წმ. სვიმონ თესალონიკელი აზუსტებს კიდევ ვის სხეულზეა და რის განწმედაზეა საუბარი:"წმინდაეყო ჩვენი სხეულები " აქ ასე ითქმის : " უ კ ო მ ე ნ ტ ა რ ო დ " biggrin.gif

მაშ ლოცვა და არა მღვდელმსახურება, ვფიქრობ გაუნათლებლობამ შეიძლება ხანდახან კურიოზებმადის მიგვიყვანოს, მახსოვს თუშეთში ერთმა "მორწმუნე ცხვარი" ორზე დააყენა და პირჯვარი გადააწერინა biggrin.gif

ნუ მაცინებთ მეგობრებო! smile.gif

შეიძლება ვინმემ თქვას კარგი არ ვაცხოთ თუთიყუშ "მარჩელოს" ( wink.gif ) ზეთისცხების ზეთი და რაიმე კანდელის ზეთი იქნებ შეიძლებოდესო, სამწუხაროდ აქაც მკრეხელობასთან გვაქვს საქმე და აი რატომ, ზეთის ცხება ყოველთვის ხდება ორი მიზნით , სულიერი და ხორციელი უძლურებების საერთო კურნებისათვის, და აქ რაიმე ცხოველ-ფრინველი უკიდურესადაა გამორიცხული, რადგან კარგად უნდა გავიაზროთ, რა ხდება ამ დროს? ზეთის წასმას თავისთავად არ მოაქვს კურნება, ეს არ არის კოლხური მალამო, ამისათვის მღვდელი და წმ. მატრონა სულაც არაა საჭირო, ვეტექიმი და მისი ჯანი! smile.gif , აქ გვაქვს შიგა, დაფარულ ქმედებაზე, როცა ზეთის წასმით ადამიანი ( და მხოლოდ ადამიანი) იკურნება "სულიერი და ხორციელი უძლურებებისაგან" და ეგ ვიმეორებ უნდა იყოს:

ა. ადამიანი

ბ. ნათელღებული

გ. მორწმუნე



სამწუხაროდ თუთიყუში "მარჩელო" არცერთ ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, ამიტომ ვეტექიმი შესანიშნავი გამოსავალია...

აი თქვენ მცირე ამონარიდი "ზეთის ცხების" შესახებ ( აქ ზოგადად ზეთის ცხების შესახებ შეგიძლიათ იფიქროთ, რადგან აქ შიგა ქმედებებზეა საუბარი ცოდვათა მიტევება, განკურნება...)




პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი

დოგმატური ღვთისმეტყველება

8. ეკლესიის საიდუმლონი. ეკლესიის ცხოვრება სულიწმიდაში

საიდუმლოებებში ლოცვანი ამა თუ იმ ფორმით გაერთიანებული არიან კურთხევებთან და განსაკუთრებულ ქმედებებთან. კურთხევანის სიტყვები, წარმოთქმული სამღვდელო გარეგნულ ქმედებათა თანხლებით, თითქოს სულიერი ჭურჭლებია, რომლებითაც იღებენ სულიწმიდის მადლს და მას შეუორგულებელ მორწმუნეებს - ეკლესიის წევრებს, ურიგებენ.

ამრიგად, საიდუმლო არის მღვდელმოქმედება, რომლის დროსაც მორწმუნის სულს ხილული სახით გადაეცემა უხილავი საღვთო მადლი



წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელი

საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა

ნათელღებულისათვის ზეთის ცხება იმ ზეთითვე სრულდება, რომლითაც იცხეს მეფეებმა, მღვდლებმა, წინასწარმეტყველებმა. ქრისტემაც, როგორც მეუფემ და მღვდელმა, ხორცშესხმის საცხებლით მიიღო ცხება. იგი აბრკოლებს ეშმაკს, რომელიც ვეღარ დაგვძლევს მომაკვდინებელი ცოდვის ძალით! ადამის ურჩობამ რომ მოაწია ჩვენზე.


წმ. სვიმეონ თესალონიკელი

წმინდა ზეთის შესახებ:

წმინდა ზეთიც გადმოცემულია, როგორც სამღვდელო საიდუმლო და საღვთო წყალობის სახე, რაც ებოძებათ ცოდვისგან მოქცეულთ გამოსახსნელად და განსაწმენდად. ამიტომაა, რომ ცოდვათაგან გათავისუფლებასაც გვანიჭებს იგი, უძლურებათაგანაც აღვგმართებს და სიწმინდითაც გვავსებს. ყოველივე ეს გადმოგვცა იესო ქრისტემ, ჩვენმა ღმერთმა, და მის მიერ მისმა საღვთო მოწაფეებმა, რადგან ვართ რა ორმაგნი, სულისაგან და სხეულისა, ესეც ორმაგადვე გვებოძა ჩვენ, ისევე როგორც ჭეშმარიტად ორმაგი გახდა იგი ჩვენს გამო , იყო რა ჭეშმარიტად ღმერთი და შეირაცხა რა ჭეშმარიტ კაცად, რომ, ერთი მხრივ, სულიწმინდის მადლით გონისეულად განეწმინდა მას ჩვენი სულები, მეორე მხრივ კი გრძნობადთა მიერ, კერძოდ წყლით, ზეთით, პურით, სასმისითა და სხვა დანარჩენთ, რაც განწმენდილია სულიწმინდისგან, - წმინდაეყო ჩვენი სხეულები და მოენიჭებინა მთელსრული ცხონება.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მნათე   ლოცვა ცხოველთათვის, მცენარეთათვის და ა.შ   Mar 21 2007, 03:02 PM
კანონისტი   მნათე გვერდით თემ...   Mar 21 2007, 03:16 PM
Cotne   კათოლიკეებმა ცხოვ...   Mar 21 2007, 03:17 PM
mendes masieli   კათოლიკეებმა ცხოვ...   Mar 21 2007, 03:41 PM
მნათე   სწორედ რომ ამ თემა...   Mar 21 2007, 03:27 PM
მარიამი   ეს თემა აქ გადმოვი...   Mar 21 2007, 03:28 PM
მნათე   მარიამი I თუ II კატეგ...   Mar 21 2007, 03:30 PM
მარიამი   მარიამი I თუ II კატე...   Mar 21 2007, 03:33 PM
მნათე   ავგუსტინეს, 'სამ...   Mar 21 2007, 03:34 PM
მარიამი   ავგუსტინეს, 'სამე...   Mar 21 2007, 03:36 PM
მნათე   რაააააააააიოოოოო...   Mar 21 2007, 03:43 PM
მარიამი   რაღაც მეც ვერ ვიჯე...   Mar 21 2007, 03:44 PM
მნათე   არა რა ჭორი, ფოტოე...   Mar 21 2007, 03:45 PM
მარიამი   მნათე, ფაქტია, რომ ა...   Mar 21 2007, 03:46 PM
მნათე   საზვერეში გაიჭედ...   Mar 21 2007, 03:49 PM
mendes masieli   ყოველ შემთვევაში ...   Mar 21 2007, 03:52 PM
მნათე   და კიდევ იოანე ოქრ...   Mar 21 2007, 03:57 PM
მარიამი   და კიდევ იოანე ოქრ...   Mar 21 2007, 04:04 PM
მარიამი   და რაც მთავარია, თე...   Mar 21 2007, 04:15 PM
კანონისტი   მნათე სიტყვა "შე...   Mar 21 2007, 05:26 PM
მნათე   დიაღთ! :lol: სიყვარ...   Mar 21 2007, 05:49 PM
მარიამი   შენს ლოგიკაში სოფ...   Mar 21 2007, 05:58 PM
მნათე   მგონი I-სა და II-ს კუთ...   Mar 21 2007, 06:00 PM
მარიამი   მგონი I-სა და II-ს კუთ...   Mar 21 2007, 06:00 PM
მნათე   მე სიყვარულთან ვა...   Mar 21 2007, 06:02 PM
მარიამი   მე სიყვარულთან ვა...   Mar 21 2007, 06:02 PM
მარიამი   აი ამაზე, უკვე კაირ...   Mar 21 2007, 06:07 PM
მნათე   სახარებისეულად :P ...   Mar 21 2007, 06:02 PM
LEBU   # გაუ! პირველად ვპ...   Mar 21 2007, 06:27 PM
ლეონტი   # გაუ! პირველად ვპ...   Mar 21 2007, 08:29 PM
თათი87   ხალხო იცით რა მაინ...   Mar 21 2007, 06:33 PM
ზებედე   ხალხო იცით რა მაინ...   Mar 22 2007, 01:11 AM
kato_Bato   ვაიმე მნათე, მაპატ...   Mar 21 2007, 06:51 PM
Cotne   რომის პაპს რამდენ...   Mar 21 2007, 07:03 PM
კანონისტი   მნათე დასკვნა: ა) ა...   Mar 21 2007, 08:04 PM
ლეონტი   I. როდესაც შენ ლოცუ...   Mar 21 2007, 09:32 PM
KAIROS   ჰმ, საინტერესოა, ას...   Mar 21 2007, 11:52 PM
მნათე   გაიხარე კაიროს ამ ...   Mar 21 2007, 11:58 PM
მარიამი   ამ თემის პირველ გვ...   Mar 22 2007, 12:26 AM
თათი87   ხალხო მაპატიეთ მაგ...   Mar 22 2007, 12:36 AM
მარიამი   წმინდანები თუ ჩვე...   Mar 22 2007, 12:50 AM
თათი87   მარიამი დიდი მადლო...   Mar 22 2007, 12:56 AM
KAIROS   უზარმაზარ თეოლოგ...   Mar 22 2007, 01:04 AM
KAIROS   :D :D :D ყოჩაღ, ზებედე...   Mar 22 2007, 01:13 AM
მარიამი   ანალოგიურად, წმ. მა...   Mar 22 2007, 01:17 AM
მნათე   კანონიკის თეოლოგ...   Mar 22 2007, 01:17 AM
მარიამი   წმინდანთა ცხოვრებ...   Mar 22 2007, 01:22 AM
ზებედე   მუსულმანს არ ვიხს...   Mar 22 2007, 03:28 AM
მნათე   მარიამ ილოცე ჩემს ...   Mar 22 2007, 01:23 AM
მარიამი   მარიამ ილოცე ჩემს ...   Mar 22 2007, 01:24 AM
მნათე   არ დაგცინი გეხუმრ...   Mar 22 2007, 01:25 AM
მარიამი   არ დაგცინი გეხუმრ...   Mar 22 2007, 01:26 AM
მნათე   იი, ჩვენ ჯერ არც I-ი...   Mar 22 2007, 01:28 AM
მარიამი   და ღმერთიც ცდებოდ...   Mar 22 2007, 01:35 AM
KAIROS   მარიამ, მაოცებ, არა ...   Mar 22 2007, 01:40 AM
მარიამი   რომელი პატრონის რ...   Mar 22 2007, 01:46 AM
KAIROS   ჩემი და ბევრი ქრის...   Mar 22 2007, 01:53 AM
გლახა   მარიამი ერთხელ მაი...   Mar 22 2007, 10:43 AM
კანონისტი   KAIROS მეც სწორედ ამას...   Mar 22 2007, 01:44 PM
kato_Bato   აუუფ, რად უნდა მაგ...   Mar 22 2007, 01:57 PM
თათი87   კარგი რა თათია, დილ...   Mar 22 2007, 03:58 PM
ზებედე   უსულო ცხოველის მა...   Mar 22 2007, 06:12 PM
KAIROS   ჩემო კანონისტ, ერთ...   Mar 22 2007, 04:35 PM
კანონისტი   KAIROS საინტერესო მიმა...   Mar 22 2007, 06:36 PM
KAIROS   შეიძლება დაგტოვო...   Mar 22 2007, 06:58 PM
solomony   ცხოველებისთვის ლო...   Mar 22 2007, 08:38 PM
მნათე   KAIROS აზრს დაკარგავს ...   Mar 22 2007, 09:11 PM
თათი87   გულისხმობ რომ უსუ...   Mar 22 2007, 09:50 PM
მნათე   სამშვინველი აქვთ.....   Mar 22 2007, 10:01 PM
mendes masieli   ერთი სულიერი ცხოვ...   Mar 23 2007, 01:19 PM
მნათე   გინდა დაგისახელო? ...   Mar 23 2007, 02:22 PM
alex_b   ნუ ცუღლუტობ მნათე. ...   Mar 23 2007, 02:51 PM
მარიამი   მე არ გამომივა გაკ...   Mar 23 2007, 02:54 PM
მნათე   გეთანხმები, მაგრა...   Mar 23 2007, 02:55 PM
მარიამი   რატომღაც ღმერთმა ...   Mar 23 2007, 02:58 PM
გლახა   მარიამი მინდა გკი...   Mar 23 2007, 03:00 PM
მნათე   კარგი, მაკარი დიდი...   Mar 23 2007, 03:01 PM
solomony   ჯობია ერთ რამეზე შ...   Mar 23 2007, 03:08 PM
მარიამი   ჯობია ერთ რამეზე შ...   Mar 23 2007, 03:23 PM
მნათე   მოდი შენ ნუ გადაწყ...   Mar 23 2007, 03:11 PM
alex_b   მოკლეთ თუ ვინმეს ე...   Mar 23 2007, 03:24 PM
მარიამი   ანუ გინდა თქვა, რომ...   Mar 23 2007, 03:25 PM
ლეონტი   მეზარება ამდენის წ...   Mar 23 2007, 03:46 PM
მარიამი   მეზარება ამდენის ...   Mar 23 2007, 03:57 PM
ლეონტი   კამათი მიდის იმაზ...   Mar 23 2007, 04:23 PM
ზებედე   კანდელში ჩასხმული...   Mar 23 2007, 05:34 PM
ლეონტი   ვერ გავიგე ლეონტ ე...   Mar 23 2007, 06:07 PM
solomony   ეს იმიტომ დავწერე ...   Mar 23 2007, 03:49 PM
მხევალი ნინო   მარიამი მარიამ გ...   Mar 23 2007, 03:53 PM
solomony   მათ ასეთი რამ ახას...   Mar 23 2007, 04:06 PM
mendes masieli   მაინტერესებს,ტტუნ...   Mar 23 2007, 04:17 PM
mendes masieli   მერე შეიწყალე და ა...   Mar 23 2007, 04:30 PM
ლეონტი   მერე შეიწყალე და ა...   Mar 23 2007, 04:35 PM
alex_b   მე არ ვარ მართლმად...   Mar 23 2007, 05:19 PM
მარიამი   ლეონტი გეთანხმები ...   Mar 23 2007, 05:27 PM
მარიამი   ზებედე ჩემო კარგო, ...   Mar 23 2007, 05:40 PM
მხევალი ნინო   ზებედე იცი რა გუჯ...   Mar 23 2007, 05:43 PM
lado s   კითხვა (#760): ჩემი საქ...   Mar 23 2007, 09:32 PM
ზებედე   კითხვა (#760): ჩემი საქ...   Mar 23 2007, 11:04 PM
მარიამი   ძალიან მომეწონა წმ...   Mar 23 2007, 10:32 PM
2 გვერდი V  1 2 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th June 2024 - 03:08 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი