![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
"თუ მოვა სხვა ვინმე და გიქადაგებთ სხვა იესოს,რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია,ანდა რომ მიიღოთ სხვა სული,რომელიც არ მიგიღიათ,ან სხვა სახარება,რომელიც არ მიგიღიათ,მაშინ მეტისმეტად შემწყნარებელნი იქნებოდით"(IIკორ.11,4)
"შეგაგონებთ იღვწოდწთ რწმენისთვის,რომელიც ერთხელ წმინდანებს გადაეცა" (იუდა1,3) "შენი სიტყვა საღი იყოს და უგმობელი, რათა მოწინააღმდეგეს შერცხვეს და ცუდი ვეღარაფერი თქვას ჩვენზე."(ტიტე2,8) "თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება.მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს.რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს"(გალ.1,7-9) "არ არსებობს ისეთი სისულელე,მიმდევრები რომ არ გამოუჩნდეს"-ციცერონი -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
როგორც მათ ხალხი უწოდებს"იეღოველები".დღეს ისინი ძალიან მომრავლდნენ და თავიანთი ცრუ "ქადაგებებით"აცდუნებენ გაუნათლებელ და ხანდახან განათლებულ ადამიანებსაც.ისინი ყოველ ნაბიჯზე შეიძლება შეგხვდნენ და თავს მოგახვიონ თავიანთი ღვთის მგმობი,დამანგრეველი,და დამღუპველი სწავლებები.ჩვენ კი უნდა გვესმოდეს რა პასუხი მივაგოთ მათ და როგორ დავიცვათ მართლმადიდებლობა ამ მართლა ურჯულოებისაგან. გაუნათლებელ ადამიანებს აცდუნებენო ამბობთ, გაუნათლებელია მართლმადიდებელია 95% და... ![]() რითი უპასუხოთ? ეს რაღაცა წიგნია გამოსული "ბიბლია ამხელს იაღოველთა სწავლებას" - ამაზე დემაგოგიური წიგნი იშვიათია, სირცხვილი შემქმნელებს... გირჩევთ წმინდა ბასილი დიდის აპოლოგიები წაიკითხოთ ასევე წმინდა ათანასეს ნაშრომები... ეს იესოს ღმერთობაზე... სხვა თემებზე სხვადასხვა წმინდანებს დაესესხეთ... ოჰოოო გუშინ ჩემ გვერძე იჯდა 2 იაღოვა ![]() ამიტომაა საჭირო განათლება... ![]() იაღოვა არის ღმერთის სახელი ძველ აღთქმაში და როცა იძახით "2 იაღოვა" თქვენ აბუჩად იგდებთ მამა ღმერთს... ისიც მიგეწერათ "იაღოვამ თქვა - ხიშტი მინუს ორასი"-ო... ![]() -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
One truth |
![]() ![]()
პოსტი
#3
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 70 რეგისტრ.: 3-March 11 წევრი № 10,590 ![]() |
გაუნათლებელ ადამიანებს აცდუნებენო ამბობთ, გაუნათლებელია მართლმადიდებელია 95% და... ![]() რითი უპასუხოთ? ეს რაღაცა წიგნია გამოსული "ბიბლია ამხელს იაღოველთა სწავლებას" - ამაზე დემაგოგიური წიგნი იშვიათია, სირცხვილი შემქმნელებს... გირჩევთ წმინდა ბასილი დიდის აპოლოგიები წაიკითხოთ ასევე წმინდა ათანასეს ნაშრომები... ეს იესოს ღმერთობაზე... სხვა თემებზე სხვადასხვა წმინდანებს დაესესხეთ... ამიტომაა საჭირო განათლება... ![]() იაღოვა არის ღმერთის სახელი ძველ აღთქმაში და როცა იძახით "2 იაღოვა" თქვენ აბუჩად იგდებთ მამა ღმერთს... ისიც მიგეწერათ "იაღოვამ თქვა - ხიშტი მინუს ორასი"-ო... ![]() ღვთის სახელი_მისი გამოყენება და მნიშვნელობა[u][size=3]როგორ არის ნათარგმნი შენს ბიბლიაში ფსალმუნების 82:19(83:18)?წმინდა წერილის ორიგინალში ეს მუხლი ასეა გადმოცემული:"შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა,მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!"ამ მუხლში ღვთის სახელს ბიბლიის ბევრი სხვა თარგმანიც იყენებს.მაგრამ არის თარგმანები,სადაც სახელი "იეჰოვა" შეცვლილია "უფლით" ან სხვა წოდებებით.რა უნდა ეწეროს ამ მუხლში?ღვთის სახელი თუ რომელიმე წოდება?ეს მუხლი სახელზე ამახვილებს ყურადღებას.ორიგინალში ებრაულ ენაზე,რომელზეც ბიბლიის უმეტესი ნაწილი დაიწერა,ამ ადგილას ღვთის სახელი ეწერა.ის გადმოცემულია ოთხი ებრაული ასოთი_( יהוה).ქართულ ენაზე მისი გავრცელებული შესატყვისია "იეჰოვა".ბიბლიის მხოლოდ ერთ მუხლში გვხვდება ეს სახელი?არა.ებრაული წერილების ძველ ხელნაწერებში ის დაახლოებიტ 7 000-ჯერ არის გამოყენებული!რამდენად მნიშვნელოვანია ღვთის სახელი?ყურადღება მიაქციე ლოცვას,რომელიც იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს ასწავლა.ის შემდეგი სიტყვებით იწყება:"ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი"(მათე 6:9).ერთხელ იესომ ღმერთს ლოცვისას სთხოვა:"მამა, განადიდე შენი სახელი“.პასუხად ზეციდან ღვთის ხმა გაისმა:„განვადიდე და კვლავაც განვადიდებ“(იოანე 12:28).ნათელია,რომ ღვთის სახელს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.მაშ,რატომ შეცვალა ზოგმა მთარგმნელმა ის სხვადასხვა წოდებით?როგორც ჩანს,ორი ძირითდი მიზეზის გამო.პირველი:ბევრი ამბობს,რომ ღვთის სახელი არ უნდა იქნეს გამოყენებული,რადგან დღეს ცნობილი არ არის,თუ როგორ წარმოითქმებოდა ის თავდაპირველად.ძველ ებრაულ ენაზე წერის დროს ხმოვნებს არ იყენებდნენ.ამიტომ დღეს ზუსტად ვერავინ იტყვის,ბიბლიურ დროში როგორ წარმოთქვამდა ხალხი( יהוה)YHWH-ს.ნუთუ ამის გამო თავი უნდა შევიკავოთ ღვთის სახელის გამოყენებისგან?ბიბლიურ დროში იესოს სახელს,შესაძლოა,წარმოთქვამდნ ენ ასე:იეშუა ან იეჰოშუა_თუმცა ამას ზუსტად ვერავინ იტყვის.მაგრამ ხალხი დღეს მთელ მსოფლიოში იესოს სახელს სხვადასხვანაირად წარმოთქვამს_ისე,როგორც მათ ენაშია გავრცელებული.ისინი თავს არ იკავებენ მისი სახელის გამოყენებისგან მხოლოდ იმიტომ,რომ არ იციან,როგორ წარმოითქმეოდა ის პირველ საუკუნეში.თუ უცხო ქვეყანაში წახვალ,შეიძლება აღმოაჩინო,რომ სხვა ენაზე შენი სახელიც სრულიად განსხვავებულად ჟღერს.ასე რომ,მართალია არ ვიცით,როგორ წარმოითქმებოდა ძველად ღვთის სახელი,მაგრამ ეს არ არის მიზეზი,რის გამოც ის არ უნდა გამოვიყენოთ. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 10:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი