![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
"თუ მოვა სხვა ვინმე და გიქადაგებთ სხვა იესოს,რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია,ანდა რომ მიიღოთ სხვა სული,რომელიც არ მიგიღიათ,ან სხვა სახარება,რომელიც არ მიგიღიათ,მაშინ მეტისმეტად შემწყნარებელნი იქნებოდით"(IIკორ.11,4)
"შეგაგონებთ იღვწოდწთ რწმენისთვის,რომელიც ერთხელ წმინდანებს გადაეცა" (იუდა1,3) "შენი სიტყვა საღი იყოს და უგმობელი, რათა მოწინააღმდეგეს შერცხვეს და ცუდი ვეღარაფერი თქვას ჩვენზე."(ტიტე2,8) "თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება.მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს.რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს"(გალ.1,7-9) "არ არსებობს ისეთი სისულელე,მიმდევრები რომ არ გამოუჩნდეს"-ციცერონი -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
mociquli qristesi
მე მაინტერესებს სად წერია სიტყვა იაჰვე/იეჰოვა ძველ აღთქმაში... ერთ-ერთი სახელიაო ამბობ და ვერ ვნახე მე ქართულ ბიბლიაში... ![]() "უფალი" ნიშნავს - ბატონს... მგონი "ბატონი ღმერთი" და "მყოფი ღმერთი" განსხვავდება... უფლად იმიტომ ითარგმნება, რომ ებრაელებს ეშინოდათ მისი წარმოთქმა მესამე მცნების მიხედვით: "არ მოიღო იაჰვეს, შენი ღმერთის სახელი ამაოდ"-ო... ამიტომ ამოიღეს... პ.ს. გამოსვლის 3:14-ში იაჰვე არ წერია... სადაა იაჰვე? მანდ წერია "მე ვარ რომელი ვარ" და ასე გაიგებს მკითხველი რომ ღმერთის სახელი იაჰვეა? ![]() -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
One truth |
![]() ![]()
პოსტი
#3
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 70 რეგისტრ.: 3-March 11 წევრი № 10,590 ![]() |
mociquli qristesi მე მაინტერესებს სად წერია სიტყვა იაჰვე/იეჰოვა ძველ აღთქმაში... ერთ-ერთი სახელიაო ამბობ და ვერ ვნახე მე ქართულ ბიბლიაში... ![]() "უფალი" ნიშნავს - ბატონს... მგონი "ბატონი ღმერთი" და "მყოფი ღმერთი" განსხვავდება... უფლად იმიტომ ითარგმნება, რომ ებრაელებს ეშინოდათ მისი წარმოთქმა მესამე მცნების მიხედვით: "არ მოიღო იაჰვეს, შენი ღმერთის სახელი ამაოდ"-ო... ამიტომ ამოიღეს... პ.ს. გამოსვლის 3:14-ში იაჰვე არ წერია... სადაა იაჰვე? მანდ წერია "მე ვარ რომელი ვარ" და ასე გაიგებს მკითხველი რომ ღმერთის სახელი იაჰვეა? ![]() გეთანხმები.ღვთის სახელის ამოღების მეორე მიზეზად ხშირად იუდეველთა ტრადიციას ასახელებენ.ამ ტრადიციის თანახმად,ღვთის სახელი არასდროს უნდა წარმოითქვას.ასეთი შეხედულების გავრცელების მიზეზი,როგორც ჩანს,ბიბლიაში მოცემული შემდეგი კანონის არასწორი გამოყენება იყო:"არ ახსენო უღირსად შენი ღვთის, იეჰოვას სახელი, რადგან დაუსჯელს არ დატოვებს იეჰოვა მას, ვინც უღირსად ახსენებს მის სახელს"(გამოსვლა 20:7).ეს კანონი ღვთის სახელის შეუფერებლად გამოყენებას კრძალავს.მაგრამ კრძალავს ის მისი სახელის სათანადო გამოყენებას?სრულიადაც არა.ყველა მამაკაცი,ვინც მონაწილეობა მიიგო ებრაული წერილების("ძველი აღთქმის")დაწერაში,ღვთის ერთგული იყო და იცავდა კანონებს,რომლებიც ღმერთმა ძველ ისრაელს მისცა.ისინი ხშირად იყენებდნენ ღვთის სახელს.მაგალითად,მათ ის მოიხსენიეს მრავალ ფსალმუნში,რომლებსაც ღვთის თაყვანისმცემლები ხმამაღლა მღეროდნენ.იეჰოვა ღმერთი თავის ხალხს მოუწოდებდა კიდეც,რომ მისი სახელისთვის მოეხმოთ,რასაც ერთგული თაყვანისმცემლები ემორჩილებოდნენ;"ყოველი, ვინც იეჰოვას [/u]სახელს უხმობს, გადარჩება“(საქმეები 2:21).აქედან გამომდინარე დღეს ქრისტიანები არ ერიდებიან ღვთის სახელის სათანადოდ გამოყენებას,რასაც,უეჭველია,ა ც იესო ერიდებოდა;"ვამცნე მათ შენი [b]სახელი[u] და კვლავაც ვამცნობ"(იოანე 17:26).ბიბლიის მთარგმნელები სერიოზულ შეცდომას უშვებენ,როცა ღვთის სახელს წოდებებით ცვლიან.ამის შემდეგ ხალხს ექმნება აზრი,რომ ღმერთი უპიროვნო ძალაა და მათგან შორს არის.ბიბლია კი მოგვიწოდებს,რომ "იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა" განვავითაროთ(ფსალმუნები 25:14[24:14]).დაფიქრდით თქვენს ახლო მეგობართან ურთიერთობაზე.გექნებოდათ ასეთი ახლო ურთიერთობა,მისი სახელი რომ არასდროს გაგეგოთ?მსგავსად,როგორ შეძლებენ ადამიანები ღმერთთან ჭეშმარიტად დაახლოებას,თუ მათთვის დაფარული იქნება ღვთის სახელი_იეჰოვა?გარდა ამისა,როცა ადამიანები ღვთის სახელს არ იყენებენ,მათთვის მისი დიდებული მნიშვნელობაც დაფარული რჩება.[/b]რას ნიშნავს ღვთის სახელი?[u]თავისი სახელის მნიშვნელობა ღმერთმა თვითონვე აუხსნა მოსეს,რომელიც მისი ერთგული მსახური იყო.როცა მოსემ კითხვა დასვა, ღვთის სახელთან დაკავშირებით,იეჰოვამ უპასუხა:„მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“(გამოსვლა 3:14).როდერემის თარგმანში ეს სიტყვები შემდეგნაირადაა გადმოცემული:"რასაც ვისურვებ,იმად ვიქცევი".ასე რომ,იეჰოვას შეუძლია იქცეს იმად,რაც საჭიროა თავისი ნების შესასრულებლად.დავუშვათ გაქვს უნარი,გახდე ის,რაც გინდა.რას გააკეთებდი მეგობრებისთვის?რომელიმე მათგანი სერიოზულად რომ დაავადებულიყო,ალბათ,გახდებოდ ი ექიმი და განკურნავდი მას.თუ სხვას ფინანსური პრობლემები შეექმნებოდა,მდიდარი ქველმოქმედი გახდებოდი და რთული მდგომარეობიდან გამოიყვანდი.მაგრამ ფაქტია,რომ ჩვენ არ გვაქვს ამის უნარი.ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია.ბიბლიის შესწავლისას ვხედავთ,თუ როგორ იქცევა იეჰოვა იმად,რაც საჭიროა თავისი დაპირებების შესასრულებლად.მას სიამოვნებას ანიჭებს,როდესაც თავის ძალას მათ დასახმარებლად იყებნებს,ვინც მისდამი ერთგულებას ავლენს;"იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან"(2 ნეშტთა 16:9).იეჰოვას პიროვნების ეს განუმეორებელი მხარე დაფარული რჩება მათთვის,ვინც არ იცის მისი სახელი.როგორც ვხედავთ სახელი "იეჰოვა"ბიბლიიდან არ უნდა იყოს ამოღებული.ღვთის სახელის მნიშვნელობის ცოდნა და თაყვანისმცემლობაში მისი თავისუფლად გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ზეციერ მამასთან დასაახლოებლად. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 10:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი