![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
"თუ მოვა სხვა ვინმე და გიქადაგებთ სხვა იესოს,რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია,ანდა რომ მიიღოთ სხვა სული,რომელიც არ მიგიღიათ,ან სხვა სახარება,რომელიც არ მიგიღიათ,მაშინ მეტისმეტად შემწყნარებელნი იქნებოდით"(IIკორ.11,4)
"შეგაგონებთ იღვწოდწთ რწმენისთვის,რომელიც ერთხელ წმინდანებს გადაეცა" (იუდა1,3) "შენი სიტყვა საღი იყოს და უგმობელი, რათა მოწინააღმდეგეს შერცხვეს და ცუდი ვეღარაფერი თქვას ჩვენზე."(ტიტე2,8) "თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება.მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს.რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს"(გალ.1,7-9) "არ არსებობს ისეთი სისულელე,მიმდევრები რომ არ გამოუჩნდეს"-ციცერონი -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
One truth |
![]() ![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 70 რეგისტრ.: 3-March 11 წევრი № 10,590 ![]() |
[quote name='mociquli qristesi' date='Feb 28 2011, 09:20 PM' post='663441']
თუ იცით ვინ არიან ისინი იეჰოვას მოწმეები ნამდვილად დაინტერესებული არიან თქვენით და თქვენი კეთილდღეობით. მათ სურთ, დაგიმეგობრდნენ და უფრო მეტი მოგითხრონ თავიანთი თავის, რელიგიური მრწამსის, ორგანიზაციისა და იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ ხალხსა და ზოგად საკაცობრიო საკითხებზე, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს ეხება.იეჰოვას მოწმეები, საერთო ჯამში, არ განსხვავდებიან სხვა ადამიანებისგან. მათაც ჩვეულებრივი პრობლემები აქვთ: ეკონომიკური, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ემოციური; ზოგჯერ შეცდომებს უშვებენ, რადგან არ არიან სრულყოფილნი, წმინდანნი ან უცოდველნი. მაგრამ ცდილობენ, შეიძინონ ცხოვრებისეული გამოცდილება და გულმოდგინედ ისწავლონ ბიბლია, რათა გაუმჯობესდნენ. მათ თავი მიუძღვნეს ღმერთს მისი ნების შესასრულებლად და მოწადინებული არიან, ამ მიძღვნის შესაბამისად იმოქმედონ. ყოველგვარ საქმიანობაში ღვთის სიტყვისა და მისი სულიწმიდის ხელმძღვანელობას მიმართავენ.მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თავიანთი მრწამსი დაფუძნებული იყოს ბიბლიაზე და არა, უბრალოდ, ადამიანთა ვარაუდებსა თუ რელიგიურ შეხედულებებზე. ისინიც ისე ფიქრობენ, როგორც პავლე მოციქული, რომელმაც ღვთის შთაგონებით დაწერა: „ღმერთია ჭეშმარიტი და ყოველი ადამიანი — ცრუ“ (რომაელთა 3:4)*. როცა საქმე ეხება რელიგიურ სწავლებებს, მოწმეები ჰბაძავენ ბერიელებს, რომლებმაც, პავლე მოციქულის ქადაგება რომ მოისმინეს, „მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა, ყოველდღე არჩევდნენ წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო“ (საქმეები 17:11). იეჰოვას მოწმეებს მიაჩნიათ, რომ ყველა რელიგიური სწავლება, იქნება ეს მათი თუ სხვების, საღვთო წერილით უნდა შემოწმდეს.მათ სწამთ, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა.უდავოდ, იეჰოვას მოწმეები ენდობიან ბიბლიას, როგორც ღვთის სიტყვას. მათ მიაჩნიათ, რომ ბიბლიის 66 წიგნი ღვთისგან შთაგონებული და ისტორიულად ზუსტია. ახალ აღთქმას ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებს უწოდებენ, ძველს კი — ებრაულ წერილებს. ისინი ეყრდნობიან როგორც ბერძნულ, ისე ებრაულ წერილებს და მათ პირდაპირი გაგებით აღიქვამენ, გარდა იმ გარკვეული გამოთქმებისა თუ მონაკვეთებისა, რომლებსაც აშკარად გადატანითი ან სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ. მათ დაინახეს, რომ ბიბლიის ბევრი წინასწარმეტყველება უკვე შესრულდა, ზოგი ამჟამად სრულდება, დანარჩენი კი მომავალში შესრულდება. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 10:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი