IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქრისტეს ადამიანური ბუნება
beks777
პოსტი Mar 5 2011, 02:36 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი № 10,238



ქრისტეს ადამიანური ბუნება ექვემდებარებოდა თუ არა ბუნებრივ სიკვდილს???


--------------------
როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი Mar 6 2011, 08:04 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy

ციტატა
და ის რომ მას ადამიანური ჭამა-სმის სურვილები ჰქონდა, ამას არც მონოფიზიტები უარყოფენ...


მაგრამ მათი გაგებით ეს მხოლოდ სპონტანური იყო, ასე ვთქვათ მოჩვენებითი და არა რეალური. სხვაგვარად ვერ ვიფიქრებთ, რადგან მონოფიზიტობის დოქტრინის მიხედვით გაუქმებული და არარსებული ადმაიანური ბუნება, ცხადია, ყველა თავისი თვისებით უქმდება.

რატომღაც ამ თემაზე საუბრისას არ ვითვალისწინებთ, რომ ქრისტე იყო ერთი პიროვნება. მოდი უფრო ცხადი გავხადოთ ეს ყოველივე.

ავიღოთ რომელიმე ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი, ვთქვათ მოსე (რომელიც განღმრთობის მწვერვალზე იმყოფებოდა). მოსე, როდესაც ის სინას მთაზე ავიდა, სულიერად ის ავიდა განღმრთობის მწვერვალზე, ეს კი ნიშნავდა იმას, რომ საღვთო და ადმაიანური ნება ერთმანეთს უმკვეთრესად დაუახლოვდა ერთურთს. ეს უკანასკნელი ადამიანური ნება (ნება ბუნების თვისებაა) მოქმედებაში მოყვანილ იქნა, ანუ ამოქმედებულ იქნა პიროვნება მოსეს მიერ. ანუ მოსემ ინება უფალთან შეერთება და ეს აღსრულდა კიდეც. მოსეს რომ ეს ნება არ გამოევლინა, ცხადია, ის ღმერთს ვერ შეუერთდებოდა.

ბუნება ეს არის ზოგადობა, ანუ ის რაც ერთი სახოვნების მქონე არსებებისთვის საერთოა. ის ცალკე არსებულად არ არსებობს, არამედ შეიცნობა ცალკეულ ინდივიდთა მიერ ამოქმედებული იმ თვისებებით, რა თვისებებსაც ფლობს ის. ნება, აზროვნება, შიმშილი, წყურვილი (ეს ორი შეძენილია) ეს ბუნებითი თვისებებია, რაც საერთოა ყველასთვის, მაგრამ პიროვნებები იმით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რომ ყველას ერთნაირად არ წყურია, არ ნებავს და არ შია. ანუ პიროვნებათა სხვაობა ბუნებით თვისებათა მოქმედებაში მოყვანის დროს სხვაობენ.

რაც შეეხება ცოდვას, როგორც აღვნიშნე ის თვისება არაა, არამედ ნების, ამ ბუნებითი თვისების არასწორმა ამოქმედებამ გამოიწვია ამ ცნების გაჩენა. ცხადია, რომ ცოდვა, ბოროტება თავისთავად არ არსებობს (ასე უთუოდ მივიდოდით ორსაწყისიანობის აღიარებამდე).

დავუბრუნდეთ მოსეს მაგალითს და ვიკითხოთ რატომ არ აღსრულდა მოსეს (ისევე როგორც სხვა დიდ წინასწარმეტყველთა) შემთხვევაში გამოხსნა. როგორც იოანე დამასკელი ამბობს ყველა ქმნილება აუცილებლად ცვალებადია, რადგან რის არსებობაც ცვალებადობით დაიწყო (არარსებობიდან არსებობაში შემოსვლა), ცხადია, რომ ცვალებადია, ანუ მის არსებაში არ დევს თვისება უცვალებელი, რაც მხოლოდ ღვთაებრივი არსის მახასიათებელია. გავიხსენოთ რა მდგომარეობაში დაეცა ადამი, უცოდველ და სამოთხისეულ მდგომარეობაში. რა მდგომარეობაში დაეცა ანგელოზი, უცოდველ და ნეტარ მდგომარეობაში. რატომ? იმიტომ, რომ მათი მდგომარეობა არ ყოფილა უცვალებელი თვისების მქონე მდგოამრეობა. მათ თავისუფალი ნების სწორად გამოყენების შემთხევაში მართებდათ მდგოამრეობის შენარჩუნება.

მაშ რატომ ვერ აღასრულა მოსემ გამოხსნა? იმიტომ, რომ მისი ნება იმყოფებოდა არამყარ მდგომარეობაში, რადგან თუკი ადამი დაეცა უცოდველ მდგომარეობაში, როგორ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსეს ამაზე აღმატებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაშინ როცა უკიდურესად გაუკუღმართებული იყო ადამიანური ბუნება.

ნესტორიანული გაგებით განკაცებისას აბსოლუტურად იგივე აღსრულდა, რაც მოსეს შემთხვევაში, რადგან მისი თქმით ძე ღმერთის პიროვნება ადამიან პიროვნებას შეუერთდა, რაც მოხდე მოსეს შემთხვევაში, რა დროსაც ადამიანური ბუნების თვისების - ნების ამოქმედება ადამიანი პიროვნების მიერ ხორციელდებოდა, რაც ცხადია არამყარი იყო. სწორედ ამიტომ, როგორც ირინეოს ლიონელი ამბობს, მაცხოვრის ერთ ჰიპოსტასში შეერთდა ორი ბუნება, რომ კვლავ არ ყოფილიყო საფრთხე დაცემისა. ადამიანს რომ საკუთარი ძალისხმევით შეძლებოდა საკუთარი თავის გამოხსნა, ცხადია, განკაცება არც აღსრულდებოდა, და ვერც აღსრულდა კიდეც ძველი აღთქმის უდიდეს წინასწარმეტყველთა მიერ. და თუკი ჩვენ ვაღიარებთ საღვთო შემწეობის აუცილებლობას, რატომ უნდა იყოს გადაულახავი ის, რომ ძე ღმერთის პიროვნება არ ავლენდა ცოდვას (ნუ იყოფინ). მაცხოვარმა მიიღო ადამიანური ბუნება, ზოგადობა და არა ერთი კონკრეტული ადამიანი პიროვნება (რაც ნესტორიანიზმია)

თუ ჩვენ ვაღიარებთ განკაცების განსაკუთრებულობას, უნდა ვაღიაროთ მაცხოვრის ერთი პიროვნება, ხოდა რამდენად ნორმალურია, რომ ამ პიროვნებას დავაბრალოდ ცოდვის შესაძლებლობა, ეს ხომ მკრეხელობა იქნება.

დასკვნის სახით რომ ვთქვა ადამიანური ბუნების თვისებები ძე ღმერთის ჰიპოსტასის მიერ ვლინდებოდა და ამით იძენდა იმ სიმყარეს და უცოდველობას, რაც გამოხსნაში ადამიანურობის მონაწილეობით გამოიხატა. სხვაგვარად, თუკი ადამიანობა კვლავ დაცემის შესაძლებლობის ქვეშ იქნებოდა დაყენებული, გამოხსნა ვერ აღსრულდებოდა, შესაძლებელი იყო ადამიან პიროვნებას ჯვარცმის წინ უკან დაეხია და ეს ბუნებრივი შიშის გამოვლენა იქნებოდა, მაგრამ გამოხსნა ვერ აღსრულდებოდა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
beks777   ქრისტეს ადამიანური ბუნება   Mar 5 2011, 02:36 AM
zatoichi   beks777 ცხონებისტVის ას...   Mar 5 2011, 04:08 AM
Otherguy   zatoichi ეგ იგივეა თქვა -...   Mar 5 2011, 08:28 AM
mociquli qristesi   ქრისტე როგორც კაცი...   Mar 5 2011, 01:03 PM
beks777   რა კითხვა მიწერია ...   Mar 5 2011, 01:49 PM
mociquli qristesi   რა კითხვა მიწერია ...   Mar 5 2011, 01:56 PM
afxazi   beks777 ქრისტეს ადამია...   Mar 5 2011, 02:04 PM
beks777   რა ვერ გავიგე და: და...   Mar 5 2011, 02:17 PM
afxazi   beks777 ცოდვის გზით სი...   Mar 5 2011, 02:25 PM
beks777   beks777 ცოდვის გზით სიკ...   Mar 5 2011, 02:35 PM
afxazi   beks777 კარგი მაშინ ას...   Mar 5 2011, 02:39 PM
beks777   მარტივად გიპასუხე...   Mar 5 2011, 02:53 PM
afxazi   beks777 ანუ მარტივად რო...   Mar 5 2011, 03:02 PM
beks777   beks777 ანუ მარტივად რ...   Mar 5 2011, 03:13 PM
afxazi   beks777 სრული ჭეშმარი...   Mar 5 2011, 03:37 PM
beks777   გასაგებია ეგ ყველა...   Mar 5 2011, 03:54 PM
afxazi   beks777 ამ ლოგიკით მაში...   Mar 5 2011, 04:03 PM
beks777   მაგ კუთხით თუ შევხ...   Mar 5 2011, 04:08 PM
afxazi   beks777 არ მესმის. თან ...   Mar 5 2011, 04:15 PM
beks777   beks777 არ მესმის. თან მ...   Mar 5 2011, 04:28 PM
afxazi   beks777 არ არ გინდა რომ...   Mar 5 2011, 04:39 PM
beks777   beks777 არ არ გინდა რომ ...   Mar 6 2011, 02:40 AM
gabrieli.   ქრისტემ რომ არ მიი...   Mar 5 2011, 05:08 PM
+++თამარი+++   ეს თემა უამრავჯერ ...   Mar 5 2011, 11:19 PM
Otherguy   gabrieli. თუ ამბობ, რომ ქ...   Mar 6 2011, 12:18 AM
+++თამარი+++   ამ საიტზე ყოფნა ვა...   Mar 6 2011, 01:49 PM
gabrieli.   Otherguy მოკლედ შენ მაოც...   Mar 6 2011, 06:25 PM
Otherguy   Otherguy მოკლედ შენ მაო...   Mar 6 2011, 07:09 PM
afxazi   Otherguy მაგრამ მათი გა...   Mar 6 2011, 08:04 PM
Otherguy   სპონტანური არა, მა...   Mar 6 2011, 08:28 PM
■გიორგი■   აი როგორ იცი? მე ვა...   Mar 6 2011, 09:11 PM
afxazi   Otherguy შენნაირი პრეტ...   Mar 6 2011, 09:42 PM
■გიორგი■   [b]■გიორგი■ მე არ მ...   Mar 6 2011, 11:48 PM
gabrieli.   ირინეოს ლიონელი: ე...   Mar 7 2011, 01:29 AM
beks777   გასაგებია რასაც წე...   Mar 7 2011, 01:56 AM
gabrieli.   რათქმაუნდა უფლის დ...   Mar 7 2011, 02:00 AM
beks777   რათქმაუნდა უფლის ...   Mar 7 2011, 02:23 AM
Otherguy   afxazi მე მაქვს წაკითხ...   Mar 7 2011, 02:06 AM
Otherguy   gabrieli. ირანეუს ლიონე...   Mar 7 2011, 02:16 AM
afxazi   beks777 Otherguy სხვა პლანეტ...   Mar 7 2011, 12:20 PM
beks777   მეტად საინტერესო დ...   Mar 7 2011, 12:55 PM
afxazi   beks777 ეს უკვე რაღაცას...   Mar 7 2011, 01:04 PM
Otherguy   afxazi საკითხავია არი...   Mar 7 2011, 03:29 PM
afxazi   Otherguy :wacko: :wacko: :wacko: :wacko: ...   Mar 7 2011, 03:55 PM
Otherguy   Otherguy :wacko: :wacko: :wacko: :wacko: დ...   Mar 7 2011, 04:04 PM
beks777   სრულ ადამიანურ თვ...   Mar 7 2011, 04:25 PM
Otherguy   მოდი ამ შეკითხვაზ...   Mar 7 2011, 04:37 PM
beks777   რჯული არ არსებობდ...   Mar 7 2011, 04:44 PM
Otherguy   otherguy აი სად ცდები: რ...   Mar 7 2011, 04:49 PM
beks777   ანუ აღიარებ რომ ა...   Mar 7 2011, 04:56 PM
Otherguy   როგორ არ ქონდა.მათ ...   Mar 7 2011, 04:58 PM
beks777   ანუ ხის ნაყოფის ჭა...   Mar 7 2011, 05:01 PM
Otherguy   ხის ნაყოფის ჭამა რ...   Mar 7 2011, 05:21 PM
beks777   მათ არ ჰქონდათ თავ...   Mar 7 2011, 05:37 PM
Otherguy   შენ უბრალოდ არ ინდ...   Mar 7 2011, 05:44 PM
beks777   შენ გუჯა ხარ? მკრე...   Mar 7 2011, 06:35 PM
gabrieli.   ვა რა სიბნელეა, რა ხ...   Mar 7 2011, 08:03 PM
beks777   ვინ თქვა მერე კვებ...   Mar 7 2011, 08:08 PM
gabrieli.   გასაგებია რო წერია...   Mar 7 2011, 08:12 PM
■გიორგი■   გასაგებია რო წერი...   Mar 7 2011, 08:15 PM
beks777   გასაგებია რო წერი...   Mar 7 2011, 08:19 PM
gabrieli.   ჩემი პირადი აზრი რ...   Mar 7 2011, 08:16 PM
■გიორგი■   ჩემი პირადი აზრი რ...   Mar 7 2011, 08:19 PM
beks777   კეთილისა და ბოროტი...   Mar 7 2011, 08:25 PM
■გიორგი■   კეთილისა და ბოროტ...   Mar 7 2011, 10:20 PM
gabrieli.   მე არვიცი რომელი წ...   Mar 7 2011, 08:33 PM
beks777   მე არვიცი რომელი წ...   Mar 7 2011, 08:42 PM
gabrieli.   ხო ეხლა წავიკითხე ...   Mar 7 2011, 08:49 PM
gabrieli.   ამ ლექციაში ბატონი...   Mar 7 2011, 09:12 PM
gabrieli.   ხე კი არ იყო, მატერი...   Mar 8 2011, 12:23 AM
beks777   ხე კი არ იყო, მატერ...   Mar 8 2011, 01:56 PM
Otherguy   gabrieli. ალეგორიულ გან...   Mar 8 2011, 12:58 AM
gabrieli.   beks777 ედიშერის ამ ლექ...   Mar 8 2011, 02:26 PM
beks777   კი მოუსმინე და შენ ...   Mar 8 2011, 02:45 PM
gabrieli.   ვერ გაიგე შენ სწორ...   Mar 8 2011, 03:20 PM
beks777   ვერ გაიგე შენ სწორ...   Mar 8 2011, 03:30 PM
gabrieli.   კი გრძნობადი შეიძლ...   Mar 8 2011, 05:29 PM
gabrieli.   ხო კია აღარ გვინდა ...   Mar 8 2011, 05:39 PM
beks777   ხო კია აღარ გვინდა ...   Mar 8 2011, 05:48 PM
gabrieli.   გრძნობადს ბევრი გა...   Mar 8 2011, 06:51 PM
beks777   გრძნობადს ბევრი გ...   Mar 8 2011, 06:57 PM
gabrieli.   ხო გასაგებია მაგრა...   Mar 8 2011, 07:41 PM
Otherguy   gabrieli. რა იცის ბატონმ...   Mar 8 2011, 08:45 PM
beks777   ზოგმა გრძნობადად წ...   Mar 8 2011, 09:04 PM
Otherguy   beks777 სამოთხე არის ედ...   Mar 8 2011, 09:12 PM
beks777   [b]beks777 სამოთხე არის ...   Mar 9 2011, 01:59 AM
gabrieli.   ფიზიკური და შეხება...   Mar 9 2011, 01:14 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th July 2025 - 10:38 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი