![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
"თუ მოვა სხვა ვინმე და გიქადაგებთ სხვა იესოს,რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია,ანდა რომ მიიღოთ სხვა სული,რომელიც არ მიგიღიათ,ან სხვა სახარება,რომელიც არ მიგიღიათ,მაშინ მეტისმეტად შემწყნარებელნი იქნებოდით"(IIკორ.11,4)
"შეგაგონებთ იღვწოდწთ რწმენისთვის,რომელიც ერთხელ წმინდანებს გადაეცა" (იუდა1,3) "შენი სიტყვა საღი იყოს და უგმობელი, რათა მოწინააღმდეგეს შერცხვეს და ცუდი ვეღარაფერი თქვას ჩვენზე."(ტიტე2,8) "თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება.მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს.რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს"(გალ.1,7-9) "არ არსებობს ისეთი სისულელე,მიმდევრები რომ არ გამოუჩნდეს"-ციცერონი -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
ვიარე,ვიარე და ისევ ღვთის სახელს მივადექი ![]() ![]() ![]() mociquli qristesi ვიარე ვიარე მაგარი იყო. ![]() ციტატა და ბოლოს ,თუ აქ ვინმე იეჰოვას მოწმეა,ვთხოვ უპასუხოდ არ დამიტოვოს თაბორის მთა(ალბათ მიხვდით რასაც ვგულისხმობ-გადახედეთ). ![]() ![]() ![]() ალბათ გიპასუხებენ მაგრამ მე გკითხე ამასწინათ თაბორას მთა რა შუაშიათქო და არ აგიხსნია. თაბორას მთაზე მოხდა ფერისცვალება? ციტატა მე კიდევ გადავხედე "გამოსვლის"3,13-14-ს.იქ ასეა:13"უთხრა მოსემ ღმერთს:კარგი ,მივედი ისრაელიანებთან და ვუთხარი-თქვენი მამა-პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი.თუ მკითხეს მისი სახელი რა ვუპასუხო?"14.უთხრა ღმერთმა მოსეს:მე ვარ,რომელიც ვარ.ასე უპასუხე ისრაელიანებს:რომელიც ვარ მგზავნის თქვენთან."საპატრიარქოს ბიბლიაში შემდგომ მუხლში ასე წერია15."კვლავ უთხრა ღმეთმა მოსეს:ასე უთხარი ისრაელიანებს:უფალმა,თქვენი მამა-პაპის ღმერთმა,აბრაამის ღმერთმა,ისააკის ღმერთმა,იაკობის ღმერთმა გამომგზავნა თქვენთან.ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე,ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე". ხო ეს მონაკვეთი კარგად მახსოვს მეც. ციტატა აქ ნათქვამია"ეს არის ჩემი სახელი თაობიდან თაობამდე".გამოდის აქამდეც უნდა ყოფილიყო ეს სახელი თაობებისთვის ცნობილი. "აქამდე"-ში რას გულისხმობ? დღევანდელ დროს თუ იმ მომენტს, როცა ეგ სიტყვები უთხრა ღმერთმა ისრაელებს? ციტატა გამოდის,რომ მხოლოდ ამ ადგილიდან გაუჩნდა ღმერთს სახელი? არა. ციტატა და თვითონ ეს სახელი რას ნიშნავს?-ნიშნავს- მყოფს,არსებულს. როგორც იეჰოვას მოწმეები განმარტავენ მაგ მუხლს, ეგ სახელი "მყოფს" არ ნიშნავს. ციტატა ანუ ისრაელიანებს უნდა სცოდნოდათ რომ ნამდვილი,არსებული ღმერთისთვის უნდა ეცათ თაყვანი და მოსეც სწორედ მისი გამოგზავნილი რომ იყო.ანუ ვინც მოსე გამოგზავნა,ის ღმერთი ნამდვილად არსებობდა. მგონი ესაა ამ სამი მუხლის არსი. ისრაელებმა ისედაც კარგად იცოდნენ რომ ღმერთი არსებობდა. ჯერ კიდევ იმ დროიდან იცოდნენ რომ ღმერთი არსებობდა, მანამ სანამ ათ მცნებას მისცემდა ღმერთი და სანამ შეთანხმებას დადებდნენ ღმერთთან რომ მის მცნებებს დაიცავდნენ. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#3
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
mociquli qristesi ვიარე ვიარე მაგარი იყო. ![]() ალბათ გიპასუხებენ მაგრამ მე გკითხე ამასწინათ თაბორას მთა რა შუაშიათქო და არ აგიხსნია. თაბორას მთაზე მოხდა ფერისცვალება? ხო ეს მონაკვეთი კარგად მახსოვს მეც. "აქამდე"-ში რას გულისხმობ? დღევანდელ დროს თუ იმ მომენტს, როცა ეგ სიტყვები უთხრა ღმერთმა ისრაელებს? არა. როგორც იეჰოვას მოწმეები განმარტავენ მაგ მუხლს, ეგ სახელი "მყოფს" არ ნიშნავს. ისრაელებმა ისედაც კარგად იცოდნენ რომ ღმერთი არსებობდა. ჯერ კიდევ იმ დროიდან იცოდნენ რომ ღმერთი არსებობდა, მანამ სანამ ათ მცნებას მისცემდა ღმერთი და სანამ შეთანხმებას დადებდნენ ღმერთთან რომ მის მცნებებს დაიცავდნენ. თაბორის მთაზე ხო გამოეცხადა აწ უკვე გარდაცვლილი მოსე და ელია უფალს?ხოდა ჩვენ ხო სულის უკვდავებაზე ვლაპარაკობდით და თუ სული კვდება მაშინ მოსეს და ელიას სულიც ხო უნდა მომკვდარიყო?ისინი კი უფალს ესაუბრებიან.აი ამშია საქმე. "აქამდე"-ში ვგულისხმობ იმ მომენტს,სანამ უფალი თავის სახელს განაცხადებდა. იეჰოვას მოწმეების განმარტება მე არ ვიცი და აქ მაშინ არასწორია,იმიტომ რომ ღმერთი მოსეს ეუბნება"რომელიც არის ის მგზავნის თქვენთან"-რომელიც არის,ანუ ვინც არის და მართლა არსებობს,ანუ მყოფი.იეჰოვას მოწმეები კი ამბობენ,რომ ეს ნიშნავს"ვიქცევი იმად,რადაც ვიქცევი",თუ "აქცევინებს".რომელიღაცაა ამ ორიდან. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 11:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი