![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
beks777 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 9-January 11 წევრი № 10,238 ![]() |
ქრისტეს ადამიანური ბუნება ექვემდებარებოდა თუ არა ბუნებრივ სიკვდილს???
-------------------- როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
|
![]() ![]() |
gabrieli. |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 298 რეგისტრ.: 25-December 09 მდებარ.: გორი წევრი № 7,861 ![]() |
ირინეოს ლიონელი: ევა და ადამი თავის თავში მოიცავდა მთელ კაცობრიობას, მათგან იშვა მთელი კაცობრიობა, ევამ თავის თავში მთელი კაცობრიობა რომ ჰქონდა შემოკრებილი ამ კაცობრიობას ცოდვა და სიკვდილი მისცა, კრებსითად მთელ კაცობრიობას, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელმა ასევე თავის თავში შემთვისებელმა მთელი კაცობრიობის შემომკრებლის ანუ მაცხოვრისა, შვა ის ვინც პირუკუ ამ მთელ კაცობრიობას ცხონება მიანიჭა.
უფლის გულმოწყალება არის ყოვლადსამართლიანობის ფარგლებში, რომ ჩვენი გამოხსნა სამართლიანად მოხდა. რათქმაუნდა ადამიანი დაეცა, მაგრამ ეს დაცემა არ იყო მექანუკური გარეგანი ძალის მძლავრებით, ადამიანი დაეცა საკუთარი ნებით, მართალია მას შესთავაზეს დაცემა, გველმა შესთავაზა წარწყმედა, მაგრამ უკეთურ ძალას არ გამოუტენებია, არ გამოუჩენია მძლავრება, მას მძლავრებით არ მოუტაცია ადამიანი, ადამიანმა თვითონ გადადგა თავისი ნაბიჯი. თუ ნებაყოფლობით იყო პირველდაცემა, ყოვლადსამართლიანობა გულისხმობს იმას, რომ მძლავრებითად ვეღარ ვიქნებით გამოტაცებულნი, იმიტომ რომ უკეთურ ძალას მძლავრებით არ მიუტაცნივათ, მან შემოგვთავაზა დაგვიდო წინ და ჩვენ მივიღეთ, ამიტომ ადამიანისადმი ცხონების გზა ასევე შეთავაზებული უნდა იყოს, ადამიანი უნდა დაიმოძღვროს, უნდა მიეწოდოს სწავლება ცხონების შესახებ და არა რომ ის მძლავრებითად გამოტაცებული იყოს უკეთურებისგან, იმიტომ რომ უკეთურ ძალას ექნება თავის სამართლებელი საშუალება, რომ მძავრებით არ წამიყვანია და უსამართლობაა ის, რომ მძავრებით წარმწაცე მეო. ანუ ერთი მხრივ ადამიანი ნებაყოფლობით რომ დაეცა და სამართლიანი მხოლოდ ის გამოხსნა იქნებოდა რაც იმ ადამიანისგანვე აღსრულდებოდა, რომ ადამიანმა თვითონვე უნდა გაიმოისყიდოს თავისი დანაშაული გარე ფაქტორით კიარა, თვითონვე უნდა გამოისყიდოს დანაშაული, და მხოლოდ ეს იქნება სამართლიანი- მე შევცოდე და მევე უნდა შევინანო. კაცობრიობა ზოგადად შეგვიძლია ერთ ადამიანად წარმოვადგინოთ ამ შემთხვევაში ერთი ადამიანის, ერთი პიროვნება ზოგადად, და პირველი ადამიანის შეცოდება იმავე ადამიანის ნაშიერს უნდა გამოესყიდა აუცილებლად. მაგრამ რადგან პირველცოდვა გენეტიკური ხდება, ყველა სხვა ცოდვისაგან განსხვავებით პირველცოდვა არი გენეტიკური, იმიტომ, რომ პირველცოდვა მართლაც როგორც რიგითმა პირველმა ცოდვამ, გარდაქმნა ადამიანის ბუნება,თუ მანამდე უხრწნელი იყო, უკვდავი და ტკივილგანუცდელი, ადამიანის ბუნება გახდა-ხრწნადი, მოკვდავი და ტკივილგამცდელი და სიკვდილი შემოვიდა იმ პირველცოდვის შედეგად, ყველანი ვიშვებით იმ კვდომაში იმ ხრწნადობაში და ეს ხრწნადობაში ნაშობი უხრწნელი ვერანაირად ვერ იქნება, ანუ პირველცოდვის ბეჭედი ჩასახვისთანავე ყველას თან ააქვს, ამით რისი თქმა გვინდა?- პირველცდოვა თუ ასე გენეტიკურად გადადის, მომდევნომ იმ პირველი მამის დანაშაული როგორ გამოისყიდოს როცა თვითონ დაბადებითვე დანაშაულშია უკვე, დაბადებითვე ცოდვილია, სხვის ცოდვას მე ვერ გამოვისყიდი მე თვითონ თო ცოდვილი ვარ უკვე . ამიტომ ადამიანი, ჩვეულებრივი გაგებით, ცოდვილი ადამიანი ვერ გამოისყიდიდა იმ პირველი მამის ცოდვას, თუ არ იქნებოდა ეს ადამიანი ყოვლადუცოდველი, მაგრამ ადამიანურ ტრადიციაში ყოვლადუცოდველი ვერცერთი ადამიანი ვერ იქნებოდა, იმირომ, რომ პირველცოდვის ბეჭედი ყველას თან ახლავს. უნდა მომხდარიყო ასეთი სასწაულიმ ასეთი უჩვეული რამ, რომ გამომხსნელი უნდა ყოფილიყო ადამიანი, მაგრამ ეს ადამიანუ უნდა ყოფილიყო ყოვლითურთ უცოდველი, ასეთ არის მხოლოდ ღმერთი, შესაბამისად ადამიანი გამოხსნა რომ მტკიცე ყოფილიყო ირინეოსის სწავლებით ადამიანურ ბუნებას იღებს და ადამიანური გენიალოგიის ხაზში შედის თავად ღმერთი, ბუნებით უცოდველი, ის ხდება ადამიანი, რომ გამოისყიდოს პირველმამის ცოდვა, მაგრამ როგორ ახერხებს ის ამას?- ადამიანურ გენეალოგიაში შემოდის და მთელ კაცობრიობას შემორკებს თავის თავში. ირინეობსს აქვს ასეთი გამონათქვამი, რომ ადამიანთა თაობების სერიას თავის თავში შემოკრებს, რომ ერთობლივად მთელ კაცობრიობას მიჰმადლოს ხსნა. თუმცა ეს მიჰმადლება კვლავ იმას გულისხმობს, რომ პიროვნების ნებაზე ძალადობა არ ხდება. კარიბჭე გაიხსნა ცხონებისა რაც მანამდე დახშული იყო, ამ კარიბჭეში ვინც შევა უკვე ყველა ადამიანის პიროვნული არჩევნის საქმეა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 09:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი