![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
"თუ მოვა სხვა ვინმე და გიქადაგებთ სხვა იესოს,რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია,ანდა რომ მიიღოთ სხვა სული,რომელიც არ მიგიღიათ,ან სხვა სახარება,რომელიც არ მიგიღიათ,მაშინ მეტისმეტად შემწყნარებელნი იქნებოდით"(IIკორ.11,4)
"შეგაგონებთ იღვწოდწთ რწმენისთვის,რომელიც ერთხელ წმინდანებს გადაეცა" (იუდა1,3) "შენი სიტყვა საღი იყოს და უგმობელი, რათა მოწინააღმდეგეს შერცხვეს და ცუდი ვეღარაფერი თქვას ჩვენზე."(ტიტე2,8) "თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება.მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს.რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს"(გალ.1,7-9) "არ არსებობს ისეთი სისულელე,მიმდევრები რომ არ გამოუჩნდეს"-ციცერონი -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
ზოგადად მეც ვიტყვი რომ როდესაც კამათში შევდივართ ჩვენ რომელიმე საკითხზე 19-20 საუკუნეში შექმნილ რელიგიურ დაჯგუფებებთან კარგია ვიცოდეთ მათი შექმნის და მომდევნო პერიოდის ისტორია, მათი სწავლებები ძირითად საკითხებზე და სხვა.ადვილია უკვე მათი არასწორი სწავლებების წარმოჩენა.რამდენიმე მუხლს მეც დავწერ თუ ვინმეს გამოადგება რასელის მიმდევართა წინააღმდეგ.
1)ყველა 19-20 საუკუნეში თუ ცოტა ადრე შექმნილი რელიგიური ჯგუფის ისტორია ერთი ადამიანით იწყება.მაგალითად იეჰოვას მოწმეების ჩარლზ რასელით. რომ არ ყოფილიყო იგი არ იქნებოდნენ იეჰოვას მოწმეები როგორც არ იყვნენ 1900 წლის მანძილზე. ვინ იყო რასელი? ბიზნესმენი ადამიანი რომელმაც გადაწყვიტა ჩამოეყალიბებინა საკუთარი რელიგიური მიმდინარეობა.(დღეს ასეთივე ერთი ადამიანის მიერ შექმნილი რელიგიური ჯგუფები 70 000 მდეა პროტესტანტულ სამყაროში ყველა თავთავიანთი განსხვავებული სწავლებებით და ყველა ცალკეულ ჯგუფს ბიბლის მათეული განმარტება მიაჩნია სწორად და ვისაც მეტი ფული აქვს ის უფრო მაშტაბურია) რაც შეეხება რასელის მიმდევრებს მათი წლიური შემოსავალი (მათივე გამოქვეყნებული ინფორმაციით ) 2001,2,3 -წლებში 950 მილიონი დოლარია (ეხლა ალბათ მეტი ექნებათ) როცა ვატიკანის წლიური შემოსავალი 800 მილიონამდეა.საიდან მოაქვთ ამდენი ფული ეს კიდე სხვა საკითხია. 2)რასელს უნდოდა რა საკუთარი ხედვისა და ბიბლიის განმარტებების უნიკალურობა ეჩვენებინა ყველა ძირითად საკითხებზე ისეთი განმარტება მოიფიქრა რაც სხვა პროტესტანტულ მიმდინარეობებს არ ჰქონდათ რადგან როცა გინდა ხალხი მოიზიდო შენსკენ რაიმე განსხვავებული უნდა თქვა თორემ თუ იგივეს ამბობ რასაც ბაპტისტი,ორმოცდაათიანელი,ლუთ ერანი,ანგლიკანი კათოლიკე თუ სხვა იქ წავა და არმოვა შენთან.ხოლო ცენტრალური საკითხი რაზეც იყო მთელი მისი მოძღვრება აგებული:სამყაროს აღსასრული,აპოკალიფსი.(ხალხის დამაფეთიანებელი საკითხი ვაიმე ვიღუპებით გვიშველე ბატონო რასელო) და 100 000-ობით დოლარი დახარჯა რასელმა რეკლამებსა და ბუკლეტებში და მთელ ამერიკას ყურები გამოუჭედა იმის ძახილით არიქა სამყაროს აღსასრული დგება და ვისაც გადარჩენა გინდათ ჩემთან მოდითო.(ეს საკითხი დღესაც მთავარ ყურადღების მისაქცევ იარაღად რჩება საგუშაგო კოშკის იდეოლოგიაში.(ასევე აკეთებენ დღევანდელი სხვა ახლად შექმნილ პროტესტანტული მიმდინარეობებიც) 3)რათქმაუნდა რასელის განცხადებები "ვინც ჩემს ბიბლიის განმარტებებს კითხულობს მას აღარ უნდა ბიბლიის წაკითხვაო" "ჩემი ბაგეებით ღმერთი სიტყვები ისმისო" და მრავალი ათეული არასწორი წინასწარმეტყველება სხვადასხვა წლებისა თუ როდის მოხდებოდა სამყაროს აღსასრული და სხვა აპოკალიფსური მოვლენებისა ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა და თავად მისი ბიბლიის განმატებების ნახევარზე მეტი თვითონვე მომდევნო პერიოდის რასელის მიმდევრებმა უარყვეს. 4)ასევე უნდა ითქვას რომ რასელის მიმდევრებს არ გააჩნიათ ერთი სწავლება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. ერთ საკითხზე დღეს რომ ამბობენ ასე მერე ამბობენ არა შეგვეშალა ისე ყოფილაო და 100 წლის მანძილზე რაც არსებობს ეს რელიგიური მიმდინარეობა მრავალჯერ გადაუკეტებიათ თავიანთი სწავლებები. 5)როგორც უკვე ავღნიშნე 2 მუხლში როგორც რასელს ასევე თანამედროვე რასელის მიმდევრებს უნდათ რა აჩვენონ თავიანთი სწავლებების ყველასგან განსხვავებულობა და იგონებენ სხვა მსგავს სწავლებებს შემდგომ ამ ყოველივეს მორგება ბიბლიასთან მიმართებაში შეუძლებელი ხდება ამიტომ მათმიერ გამოცემულ ბიბლიაში ყველა ის ადგილები რომლებიც არ ეთანხმება და წარმოაჩენს მათი სწავლებების ცდომილებას არის გადაკეთებული და ასეთი გადაკეტებული ადგილები მრავალი ასეულია.ამიტომ ხშირად შევხვდებით ისეთ ადგილებს საგუშაგო კოშკის მიერ მათ ბიბლიაში რომელიც არცერთ პროტესტანტულ კათოლიკურ თუ მართლმადიდებლურ რედაქციაში არ გვხვდება (შედარების საიტი biblos.com) 6)მოკლედ დღევანდელი რასელის მიმდევრები გვეუბნებიან უარყავი ეკლესიის 2000 წლოვანი სწავლება და მიიღე ბიზნესმენ რასელის და მოსამართლე რუტერფორდის ბიბლიის განმარტებებიო (რომლებსაც თვითონვე ცვლიან როცა მოუნდებათ) და რომლებსაც საკუთარ თავში მოუცავთ ყველა ერესი და მწვალებლობა (არიანიზმი,ნესტორიანიზმი, და აშ)რაც კი ყოფილა ჩვენი ეკლესიის ისტორიაში. |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#3
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
4)ასევე უნდა ითქვას რომ რასელის მიმდევრებს არ გააჩნიათ ერთი სწავლება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. ერთ საკითხზე დღეს რომ ამბობენ ასე მერე ამბობენ არა შეგვეშალა ისე ყოფილაო და 100 წლის მანძილზე რაც არსებობს ეს რელიგიური მიმდინარეობა მრავალჯერ გადაუკეტებიათ თავიანთი სწავლებები. ეგ მე თვითონ მაქვს მაგათგან მოსმენილი ![]() ![]() ჯერ აქედან დავასკვნათ როგორ მიმდევრობასთან გვაქვს საქმე ![]() -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
One truth |
![]()
პოსტი
#4
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 70 რეგისტრ.: 3-March 11 წევრი № 10,590 ![]() |
ეგ მე თვითონ მაქვს მაგათგან მოსმენილი ![]() ![]() ჯერ აქედან დავასკვნათ როგორ მიმდევრობასთან გვაქვს საქმე ![]() იეჰოვას მოწმეებს ყველას ერთი პასუხი აქვს ამა თუ იმ საკითხზე. ბიბლიაში ისიც წერია,რომ ყველას ერთი აზრი გქონდეთო; აბა დავფიქრდეთ,რატომ ხდება ისე, რომ სხვადასხვა მართლმადიდებელ სასულიერო პირს ერთიდაიგივე შეკითხვა რომ დაუსვა ,აბსოლიტურად განსხვავებულ პასუხებს იღებ?ყველამ კარგად გამიგეთ,გთხოვთ.განა იესომ მათ შესახებ სწორად არ აღნიშნა მათეს 15:6-9-ში:"თქვენ თქვენივე ადათ-წესებით ძალა დაუკარგეთ ღვთის სიტყვას.თქვე თვალთმაქცებო, სწორად იწინასწარმეტყველა ესაიამ თქვენზე:„ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, გული კი შორსა აქვთ ჩემგან.ტყუილუბრალოდ მცემენ თაყვანს, რადგან ადამიანთა მცნებებს ისე ასწავლიან როგორც სწავლებებს“. ხოლო მათეს 23:4-9-ში ვკითხულობთ:"კრავენ მძიმე ტვირთს და ხალხს მხრებზე ადებენ, თვითონ კი თითითაც არ სურთ მისი დაძვრა.ყველაფერს სხვების დასანახავად აკეთებენ. იფართოებენ ფილაქტერიონებს და იგრძელებენ ტანსაცმლის ფოჩებს,უყვართ საპატიო ადგილები ვახშმებზე და წინა ადგილები სინაგოგებში,მოედნებზე რომ ესალმებიან და ხალხი რომ რაბის უწოდებს. თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, რადგან ერთია თქვენი მოძღვარი, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ; არც მამა უწოდოთ ვინმეს დედამიწაზე, რადგან ერთი მამა გყავთ — ზეციერი;(პ.ს. მაშინ რატომღა ვეძახიტ მღვდლებს "მამაოს" და "მოძღვაროს"?) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 10:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი