![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
beks777 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 9-January 11 წევრი № 10,238 ![]() |
ქრისტეს ადამიანური ბუნება ექვემდებარებოდა თუ არა ბუნებრივ სიკვდილს???
-------------------- როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
|
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
beks777
Otherguy სხვა პლანეტაზე ხომ არ იმყოფებით? ე.ი. სულ ტყუილად ვწერ. ვეკამათები მათ, რომლებისთვისაც არიანელობა, ნესტორიანიზმი, მონოფიზიტობა, აპოლინარიზმი, თეოფორე მოფსუესტიელის მოძღვრება, სევეროზ ანტიოქიელის და სხვათა მოძღვრება აბსოლუტურად ერთ სიბრტყეზეა დაყენებული, ანუ მნიშვნელობა არა აქვს ერთი იქნება თუ მეორე. რამდენად ნორმალურია აქ რაიმეს გარკვევა? როდესაც ამ საკითხზე კამათობთ, ადამიანს სულ მინიმუმ ის უნდა ესმოდეს რა არის ბუნება, რა არის ბუნებითი თვისებები, რა არის ადამიანი, რა არის პიროვნება, ვინ იყო ქრისტე... beks777 ძალიან ბევრჯერ მოგაქვს იოანე დამასკელის ციტატა, ხოდა იქნებ ნორმალურად გადაგეხედა იოანე დამასკელისთვის და იქ მოგეძია პასუხები. მაგრამ მოგაქვს ციტატები, სრულიად გაურკვეველი აზრით და კიდევ უბრო ირთულებ სწორ გეზს. Otherguy ციტატა მონოფიზიტურს პირველად გუშინ გადავხედე... ნელნელა მივიწევ წინ... გუშინ ისე დაასკვენი მონოფიზიტური ლოგიკა და ამრთლმადიდებლური დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგანო, ვიფიქრე იოანე დამასკელსაც კი აჯობა ერესების ცოდნაშითქო ![]() ![]() ციტატა შენ უკვე წმინდანებივით დაიწყე ლაპარაკი, რომ მათ აზროვნება, ინტელექტი და გულწრფელობა არ ეყოთ რომ მართლმადიდებლები ყოფილიყვნენ - ეს კი სიცრუეა... ეს ფაქტია ჩემო ლაშა. მე არ ვაკნინებ მათ ინტელექტს, არც გულწრფელობაში შემაქვს ეჭვი (შეიძლება ვცდები კდიეც), მაგრამ როდესაც ადამიანი მთელ თავის ცხოვრებას რაღაც აზრს უძღვნის, ძნელია მისგან გადახვევა, თუნდაც ეს აზრი აშკარად მცდარი იყოს. ეს უბრალოდ ხიბლია. ციტატა გრიგოლ ნოსელი რა შუაშია, მოსე როდის განიღმრთო მაგას ვერ მივხვდი რა... biggrin.gif კაცი ცოდავდა მთიდან ჩამოსვლის მერეც... biggrin.gif "ღვთისგან შობილი არავინ სცოდავს..." სასწაული კაცი ხარ რა ![]() ![]() ციტატა ირანეუს ლიონელი რომ სულის უკვდავებას უარყოფდა ამაზე რას გვეტყვი? ოჰ, რაღაცაში გამოგვიჭირა ![]() ![]() ![]() ირინეოს ლიონელის ანთროპოლოგია, ურთულესია და შეიძლება ითქვას ხანგრძლივი დრო ჭირდება ადმაიანს, რომ ამ სწავლების სიღრმეში ჩაიხედოს და სწორი წარმოდგენა შეიქმნას მასზე. არ დაგვავიწყდეს, რომ საუბარია II-III ს-ის მამაზე, რა დროსაც ტერმინოლოგია იმ ეპოქის ენაზე იყო გადმოცემული და არა დღევანდელი. თუ ეს ყველაფერი არ გაითვალისწინე, მაშინ ისევე დააბრალებ თითოეულს მწვალებლობას, როგორც კირილე ალექსნადრიელს აბრალებდი გუშინ მონოფიზიტობას. ხარვეზი რაც ირინეოსს ქონდა, ეს შემჩნეულია ეკლესიის მხრიდან და მიჩქმალული არაა, ეს არის ქილიასტური სწავლება. ხოდა ზემდეტი აღმოჩენებისგან, ჩემი თხოვნა იქნება, რომ თავი შეეკავებინა ყველას. ეხლა, რადგან თქვენსას არ იშლით, მინდა ორი შეკითხვა დავსვა, რომ აქედან გამომდინარე წარიმართოს ჩვენი საუბარი, რადგან, კიდევ ერთხელ ვამბობ, გაურკვეველია ვის და რატომ ვეკამათები. გავარკვიოთ ჯერ ის რისი გვჯერა და გვწამს და ამაზე დავამყაროთ ჩვენი მსჯელობა. კითხვა კი შემდეგში მდგომარეობს: 1. შეეძლო თუ არა ადამიანს საკუთარი ძალისხმევით დაცემული მდგოამრეობის გამოსწორება? თუ შეეძლო რატომ, თუ არ შეეძლო რატომ. 2. ვინ არის ქრისტე? რატომ გამოიცადა და ასეთებზე შემდეგ ვიმსჯელოთ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 09:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი