![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
beks777 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 9-January 11 წევრი № 10,238 ![]() |
ქრისტეს ადამიანური ბუნება ექვემდებარებოდა თუ არა ბუნებრივ სიკვდილს???
-------------------- როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
|
![]() ![]() |
beks777 |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 9-January 11 წევრი № 10,238 ![]() |
მეტად საინტერესო და სიღრმისეული თემა იყო.მაგრამ რაც მაინტერესებდა გავიგე.მოვიძიე წმინდა მამათა ნაშრომები და ჩანაწერები,ასევე მოუსმინე თქვენს აზრს ფორუმელებო,მინდა მოგახსენოთ ჩემი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით,ძალიან გთხოვთ გულდასმით წაიკითხოთ რასაც ეხლა დავწერ და მომწეროთ რაში შევცდი და რაში არა,ანუ შეფასება თქვენთვის მომინდია:
დავიწყოთ იქედან რომ ღმერთმა შექმნა ადამი თავის ხატად და მსგავსად.ანუ ხატება ნიშნავს რომ მისცა მას სული უკვდავი და გონიერი და თავისუფალი ნება.მსგავსება ნიშნავს რომ ადამი თავისი ცხოვრების წესით მიმსგავსებოდა ღმერთს ანუ განღმრთობილიყო. ე.ი ადამმა არ იცოდა სიკეთისა და ბოროტების გარჩევა და მართებდა მორჩილება,და როდესაც მორჩილებას მიეჩვეოდა და რჯულს დაიცავდა მერე უფალი მისცემდა მას იმ ნაყოფის შეჭმის უფლებას რომელიც აკრძალული იყო მისთვის და განარჩევდა ადამი კეთილს ბოროტისაგან.ხაზს უსვამ განარჩევდა კეთილს ბოროტისაგან.აი შემდეგ კი ეშმაკი ვერ შეძლებდა მის ცდუნებას იმიტომ რომ მას უკვე ეცოდინებოდა რა არის კეთილი და რა არის ბოროტი და ექნებოდა მხოლოდ სიკეთისაკენ სწრაფვა –იმიტომ რომ იქნებოდა განღმრთობილი. ეხლა მოდი შევჩერდეთ იესოზე.როგორც წმინდა მამები ამბობენ.უფლის იესო ქრისტეს ადამიანური ბუნება ჩასახვისთანავე ანუ ღვთისმობელ ქალწულის მუცლადღებისთანავე განიღმრთო(წმ.იოანე ოქროპირი,გროგოლ ღვთისმეტყველი,წმ.ბასილი დიდი,წმ.იოანე დამასკელი და ბევრი წმ მამა კიდევ) ეხლა მოვიყვანოთ ესაიას წინასწარმეტყველება: „ვიდრე უკუთურთა ცოდნამდე ან არჩევამდე კეთილს გამოარჩევს ყრმა, რადგან ვიდრე კეთილის ან ბოროტის ცოდნამდე ეურჩება ეს ყრმა უკეთურებას სიკეთის გამოსარჩევად“ (ესაია 7,15-16). ანუ რა ჩანს აქედან რომ უფალმა დაბადებამდე იცოდა კეთილისა და ბოროტის გარჩევა,როდესაც ჩაისახა იმ მომენტიდან.(ხოლო ადამმა ეს არ იცოდა და ამისთვის მართებდა მორჩილება და მორჩილების გზით განღმრთობა) ე.ი მისი ადამიანური ნება შედგომილ იყო მის ღვთაებრივ ნებას,და მოქმედებდა და სურდა ის რაც სურდა სიტყვის ღმრთეებას ,არა იძულებით არამედ თავისუფალი ნებით როგორც ადამიანი.და კიდევ ერთხელ ავღნიშნავ რომ მას ქონდა სწრაფვა სიკეთისაკენ იმიტომ რომ იყო განღმრთობილი(ადამს კი არ შეეძლო სიკეთისა და ბოროტების გარჩევა და ამიტომ მართებდა განღმრთობა) ღმერთს რომ შეექმნა მეორე,მესამე მეოთხე და ასე შემდეგ კიდევ ბევრი ადამი ,ყველა შეცოდავდა ვერცერთი ვერ განიღმრთებოდა,იმიტომ რომ იცოდა ეს ღმერთმა როგორც ყოვლისმცოდნემ.და ამიტომ რა რჩებოდა,რჩებოდა ის რომ განკაცებულიყო და თვითონ გამოესყიდა ეს ადამური ცოდვა,მას სურდა რომ ადამიანური ბუნებითვე ეძლია ეშმაკისათვის და მან ეს გაკეთა ჩვენდამი სიყვარულის გამო და გამოიხსნა ადამაინური ბუნება ცოდვისგან და დასაჯა ხორცში ცოდვა. მოდი მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: არის ორი ხიდი,ერთი ერთი რომელიც შუაშია ჩახერგილი და მეორე რომელიც არის მთელი და დავაყენოთ ამ ხიდებთან ადამიანი და აუხვიოთ თვალები.დასაშვებია რომ ეს ადამიანი გავიდეს იმ ხიდზე რომელიც ჩახერგილია და დაიღუპოს,ის თვალებახვეულია და არ იცის რომელია მთელი და რომელია ჩახერგილი,აქ თავისუფალი ნება რომელზეც უდნა იმაზე გაივლის,თუ გაივლის მთელზე გადარჩება და თუ გაივლის ჩახერგილზე დაიღუპება.ანუ არ იცის იმიტომ რომ თვალები აქ ახვეული.(ალბათ მიმიხვდით რომ ამ მაგალითში ვგულისხობ ადამს,მან არ იცოდა კეთილისა და ბოროტის გარჩევა იმიტომ რომ არ იყო განღმრთობილი,ხაზს უსვამ განღმრთობილი და ამიტომ დაიღუპა,თორემ ადამს რომ სცოდნოდა და არ ქონოდა თვალები ახვეული მაშინ ხომ ეცოდინებოდა მთელი ხიდი და თავისივე თავისუფალი ნებით ხომ წავიდოდა იმ ხიდისკენ) ახლა მოდი მოვიყვანოთ მეორე მაგალითი : ისევ ორი ხიდი.ერთი მთელი და მეორე ჩახერგილი და ამ ხიდებთან დავაყენოთ ადამიანი რომელსაც არ აქვს თვალები ახვეული.ამ ადამიანს ასევე აქვს თავისუფალი ნება და რადგან თვალები არ აქვს ახვეული და იყურება და ხედავს ცხადია ის იმ ხიდზე გავა რომელიც მთელია იმიტომ რომ იცის რომ თუ ჩახერგილზე გაივლის დაიღუპება.(აქ ცხადია ვგულისხმობ ქრისტეს,რომელმაც იცოდა კეთილის და ბოროტის შეცნობა ჩასახვიდანვე,დაბადებიდანვე– ატომ?იმიტომ რომ იყო განღმრთობილი) ე.ი ის განღმრთობილია და რახან განღმრთობილია(ჩასახვიდანავე, მუცლადღებიდანვე)თავისივე თავისუფალ ნებას წარმართავს ღვთის ნების შესაბამისად,ანუ აქ სწრაფვა მხოლოდ სიკეთისაკენ და უცხოა მისთვის ბოროტება.რატომ–?იმიტომ რომ არის განღმრთობილი.და თავისივე თავისუფალი ნებით ირჩევს მხოლოდ სიკეთეს და არ ცდუნდება.იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ის არის განღმრთობილი(ჩასახვიდანვე,მუ ცლადღებიდანვე) p.s გავკადნიერდები და ვიტყვი,მემგონი კარგად ჩამოვაყალიბე,მე პირადად გაურკვეველი არაფერი დამრჩა.მაპატიეთ თუ რამეში შევცდი... -------------------- როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 10:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი