![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
beks777 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 9-January 11 წევრი № 10,238 ![]() |
ქრისტეს ადამიანური ბუნება ექვემდებარებოდა თუ არა ბუნებრივ სიკვდილს???
-------------------- როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
|
![]() ![]() |
beks777 |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 9-January 11 წევრი № 10,238 ![]() |
კეთილისა და ბოროტის ცოდნის ხე იყო გრძნობადი და გემოვანი საკვები, მოჩვენებითად დამატკბობელი, სინამდვილეში კი, ვინც გასინჯავდა, ბოროტებათა შენივთებაში მისი მომაქცეველი, რადგან ღმერთმა თქვა; „ყოველი ხისგან, რაც სამოთხეშია, ჭამით ჭამო“ (შეს. 2,16). ამით იგი, ვფიქრობ, გვეუბნება: „ყოველი ქმნილების გზით ჩემამდე, შემოქმედამდე, ამოდი და ყოველივესგან ერთი ნაყოფი მოინაყოფე, - მე, ჭეშმარიტი სიცოცხლე. ყოველივემ სიცოცხლე გინაყოფოს შენ, და ჩემთან წილმქონეობა აქციე შენი საკუთარი არსებობის შემყარებად, რადგან ამ გზით იქნები უკვდავი“; ხოლო „კეთილისა და ბოროტის ცოდნის ხისგან, - არ ჭამოთ მისგან, რადგან რომელ დღესაც შეჭამთ მისგან, სიკვდილით მოკვდებით“ (შეს. 2,17). მართლაც, ბუნებთად, გრძნობადი საკვები - ესაა განთხეულის შევსება, რაც, აგრეთვე, გარეთ გავა და განიხრწნება. ამიტომ, შეუძლებელია, რომ გრძნობადი საკვების შემთვისებელი უხრწნელი დარჩეს. ან კიდევ, სიცოცხლის ხე - ესაა წილმქონეობა ღმერთთან, რითაც საზრდოობენ ანგელოზებიც და რისგანაც უხრწნელება უნდა მიგვეღო ჩვენც, რომლებსაც გვმართებდა, რომ პირველ რიგში ჩაუძიებლად დავმორჩილებოდით ღვთის რჯულს, ვიდრე არ მივაღწევდით სათნოების სრულ შეთვისებას, რომ ამ გზით ღვთისგან მიგვეღო ძღვენი - კეთილისა და ბოროტის გამრჩეველობა (რაც არის კეთილისა და ბოროტის ცოდნის ხე) რადგან, ვინც ახლადშექმნილია და ჯერაც ვნებადი და ვნებათმოყვარე აზროვნება აქვს, უსაფრთხო არ არის მისთვის აზრთა გარჩევა და მოპაექრეობა.(წმ იოანე დამასკელი)
წაიკითხე დამასკელი რას წერს. ადამიანი ხომ ნაზავი იყო გონისმიერის და გრძნობადის?არ მეთანხმები? ის ხე გრძნობადი იყო.მე ვსაუბრობ წმ.იოანე დამასკელის ნაშრომიდან.რაში არ მეთანხმები ვერ ვხდები... მომწერე რომელი წმინდა მამა ამბობს რომ იქ ხე არ იდგაო,მაინტერესებს... -------------------- როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
|
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
კეთილისა და ბოროტის ცოდნის ხე იყო გრძნობადი და გემოვანი საკვები, მოჩვენებითად დამატკბობელი, სინამდვილეში კი, ვინც გასინჯავდა, ბოროტებათა შენივთებაში მისი მომაქცეველი....(წმ იოანე დამასკელი) წაიკითხე დამასკელი რას წერს. მომწერე რომელი წმინდა მამა ამბობს რომ იქ ხე არ იდგაო,მაინტერესებს... beks777 საინტერესო იყო წმ. იოანე დამასკელის განმარტება, იმიტომ რომ მეც მასე მახსოვდა, მართლმადიდებელი ეკლესიის განმარტების თანახმად, დაბადებაში მოხსენიებული კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე, ნამდვილად არსებობდა და ნამდვილად ხე იყო და არა ალეგორიული ნათქვამი. ამიტომ ვკითხე გაბრიელს ეკლესიის წმინდა მამების განმარტებები დადეთქო და ვერ დავდებო. წმ. იოანე დამასკელის განმარტების თანახმად, ფაქტია რომ ხე იყო და არა ალეგორიული "ხე". beks777 მადლობა წმ. დამასკელის ინტერპრეტაციის დადებისთვის. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 11:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი