![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
"თუ მოვა სხვა ვინმე და გიქადაგებთ სხვა იესოს,რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია,ანდა რომ მიიღოთ სხვა სული,რომელიც არ მიგიღიათ,ან სხვა სახარება,რომელიც არ მიგიღიათ,მაშინ მეტისმეტად შემწყნარებელნი იქნებოდით"(IIკორ.11,4)
"შეგაგონებთ იღვწოდწთ რწმენისთვის,რომელიც ერთხელ წმინდანებს გადაეცა" (იუდა1,3) "შენი სიტყვა საღი იყოს და უგმობელი, რათა მოწინააღმდეგეს შერცხვეს და ცუდი ვეღარაფერი თქვას ჩვენზე."(ტიტე2,8) "თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება.მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს.რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს"(გალ.1,7-9) "არ არსებობს ისეთი სისულელე,მიმდევრები რომ არ გამოუჩნდეს"-ციცერონი -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
აი ერთი რაღაც აღმოვაჩინე უფალმა იესო ქრისტემ თქვა:"შენი სახელი ვაცნობე ადამიანებს"(იოანე 17,16)და "მე ვამცნე მათ შენი სახელი"(იოანე 17,26).დაგვებადება კითხვა რა სახელი აცნობა იესო ქრისტემ ადამიანებს 2000 წლის წინ. mociquli qristesi თუ გავითვალისწინებთ იმას რომ იუდეველები ღვთის სახელის სწარმოთქმას ერიდებოდნენ და მას წელიწადში მხოლოდ ერთხელღა წარმოთქვამდნენ, ისიც მხოლოდ მღვდელმთავრები წმინდათა წმინდაში შესვლის დროს. (ამის შესახებ ორთოდოქს.ჯეზეც წერია: http://www.orthodoxy.ge/apologetika/raseli...tis_sakheli.htm ) არ დაგავიწყდეს რომ წმინდათა წმინდაში შესვლის უფლება, მხოლოდ მღვდელმთავარს ჰქონდა და არა მთელ ებრაელ ერს. ფაქტია რომ მთლიანობაში ერი, აღარ წამროთქვამდა ამ სახელს. ![]() აქედან გამომდინარე, იესოს ადმიანებისთვის ღვთის რაიმე ახალი სახელი კი არ უცნობებია, არამედ დავიწყებული სახელი, რომელსაც ფაქტიურად ერი უკვე აღარ წარმოთქვამდა საუკუნეების განმავლობაში და ბევრისვის ის უცნობიც კი იყო. არადა სინამდვილეში ებრაელებს უნდა გაეთვალისწინებინათ და დაეცვათ ის, რაც ღმერთმა მოუწოდა გამოსვლის 3:14,15-ში და რომლის შესახებაც One truth-მა უკვე დაწერა წინა გვერდზე, უბრალოდ დავაციტირებ: ციტატა ვნახოთ რა წერია გამოსვლის 3:13-15-ში: "ასე უთხარი ისრაელის ძეებს: იეჰოვამ, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთმა გამომგზავნა-თქო თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი მარადიულად და ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობაში". თუ დავუკვირდებით ამ მუხლში წერია,რომ ეს მისი მარადიული სახელია და თაობიდან თაობაში ამ სახელით უნდა მოიხსენიებოდეს. ხო მიხვდი რაშიც იყო საქმე? ციტატა გადავიკითხოთ ახალი აღთქმა.არსად არც იესო ქრისტე,არც მოციქულები ერთხელაც არ ახსენებენ სექტანტებში ასე მიებულ "იეჰოვა"-ს.ისინი იყენებენ სიტყვებს "უფალი ღმერთი",მხოლოდ ორჯერ გვხვდება ეპიტოლეებში "საბაოთი" საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ახალი აღთქმის ორიგინალი ხელნაწერები დღეს დღეობით არ არსებობს, ანუ დღემდე არ მოუღწევია, ან სულ ცოტა ჯერ არ აღმოუჩენიათ. ახალი აღთქმის მხოლოდ ასლები არსებობს და სრული ახალი აღთქმის ასლები, ორიგინალი ახალი აღთქმის დაწერიდან რამოდენიმე საუკუნის შემდგომი თარიღითაა დათარიღებული. ამიტომ ვერავინ ვერ იტყვის ამ სიტყვებს: "არსად არც იესო ქრისტე,არც მოციქულები ერთხელაც არ ახსენებენ" ღვთის ამ სახელსო. ![]() ასე რომ უსაფუძვლოა იმის თქმა, იესო ქრისტე და მოციქულები არ ახსენებდნენ ღვთის სახელსო. ჩვენ რა ვიცით? ხელთ გვაქვს მოციქულების ხელით დაწერილი ახალი აღთქმის ორიგინალი? ![]() ამასთან ერთად, ისიც უნდა გავითვალისწონოთ, რომ მოციქულები და იესო, არ მიჰყვებოდნენ ფარისეველთა და სადუკეველთა ისეთ ტრადიციებს, რომელიც არ მომდინარეობდა ბიბლიიდან და პირიქით, იმ ტრადიციებს, რომელიც ღვთის მითითებას არ ითვალისწინებდა. ამ დროს ისიც კარგადაა ცნობილი რომ მოციქულები ხშირად იყენებდნენ ძველ აღთქმას და ძველი აღთქმის ბერძნულ თარგმანს "სეპტუაგინტას", სადაც ისევე როგორც ებრაულ ენაზე დაწერილ ძველ აღთქმაში, ბერძნულ ენაზე დაწერილ სეპტუაგინტაშიც, წერია ღვთის ეს სახელი יהוה, ანუ "იაჰვე", "იეჰოვა". ![]() თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მოციქულები ბერძნულ ენასაც და ებრაულ ენასაც ბრწყინვალედ ფლობდნენ, მაშინ მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა ღვთის სახელი წაეკითხათ და წარმოეთქვათ ამა თუ იმ ფორმით, როცა ამ სახელს ებრაულ ენაზე ებრაული ოთხი ასოთი დაწერილს ძველ აღთქმაში ნახავდნენ ან ბერძნულ ენაზე დაწერილ სეპტუაგინტაში ნახავდნენ. ასე არაა? ![]() ამ ყველაფერზე მითითებით, იეჰოვას მოწმეები, ამბობენ რომ იესოც და მისი მოციქულებიც, რომლებისთვისაც გამოსვლის 3:14,15-ში ჩაწერილი სიტყვები ღვთის მითითებებს წარმოადგენდა, პატიოსნად და ერთგულად მისდევდნენ მას და იცავდნენო. ვინ იტყვის რომ მოციქულები ღვთის მითითებებს არ მისდევდნენ? ალბათ ვერავინ... ![]() -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 10:30 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი