![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
ამ თემაში ჩვენ დავდებთ მხატვრულ ლიტერატურას, ეს ჩემი და კაიროსის იდეაა, უფრო სწორედ კაიროსმა მომიწონა.
აქ იქნება როგორც ქართული სხვა ენოვანი ნაწარმოებები. მალე გავხსნი თემას სადაც ჩვენ დავუპირისპირებთ თანამედროვე და "მამათა" მწერლობას. |
![]() ![]() |
მატასი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() თამ... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 ![]() |
რაღაც ეს თემა მივატოვეთ
![]() მე მგონი ამ სიტყვებში ყველა აღმოვაჩენთ, რაღაც ჩვენეულს... რა ვიცი, წაიკითხეთ და აზრები დააფიქსირეთ ![]() მე ვარ დამნაშავე მე მინდა ვუთხრა ღმერთს, მე მინდა ვუთხრა ჩემს საყვარელ ქალს, მე მინდა ვუთხრა ყველას: მე დღეს გავიღვიძე და დამნაშავე ვარ! მე დამნაშავე ვარ! მე დამნაშავე ვარ, რომ ვერ დავაფასე შენი სიყვარული. მე მატერიალისტურ ოცნებას გავყევი და ვერ დავაფასე შენი სილამაზე! მე მეგონა, რომ ცხოვრებას ფასი არ ჰქონდა! მე ვარ ვხედავდი ადამიანს ნიღაბს მიღმა! მე მეგონა, რომ სილამაზის დასაკუთრება შეიძლება. მე არ ვიცოდი, რომ გუსტავ ფლობერი მართალს გვეუბნებოდა. მე მხოლოდ ნაგვის საჭმელს ვჭამდი დილაობით და არ ვიღებდი შენს სილამაზეს. მე ხომ ძარცვა კაცობა მეგონა! მე ხომ ვერ დავაფასე შენი არსება! მე ხომ ვამბობდი, რომ პატიოსნება არ არსებობს მეოცე საუკუნის ბოლოს! მე ხომ ვამბობდი, რომ ეს ცხოვრება, მარტო ძლიერისაა! მე ხომ უზომოდ ბევრ შოკოლადს ვჭამდი! მე ხომ მარტო ფეხბურთს ვუყურებდი! მე ხომ თვალს ვარიდებდი ღარიბებს _ მე ვიყავი ის, ვინც ამბობდა, რომ მათხოვრებს ფულს ნუ მისცემთ, იმიტომ როომ მაგათ ჩვენზე მეტი ფული აქვთო! მე ხომ სახლში მივდიოდი და ჩემს ცოლს ვცემდი იმისთვის, რომ მან არ დაიჯერა ჩემი ტყუილები. მე არ ვიყავი ის, ოჯახის სადღეგრძელოს რომ ვსვამდი და მერე საყვარელი ამყავდა სასტუმროს ნომერში! მე არ ვიყავი ის, ვინც უხეშ ძალას შენატროდა? მე ხომ ადამიანის სიყვარულის არ მჯეროდა! მე ხომ მრცხვენოდა იმის, რომ ჩემი მეგობრები ღარიბები იყვნენ! მე ხო მარ მჯეროდა, რომ თანასწორობა არსებობს! მე ხომ მეშინოდა თავისუფლების! მე ალბათ ბევრი რამე არ ვიცოდი! ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ მაპატიებ ჩემო საყვარელო ქალო! მე დამნაშავე ვარ, რომ დედამიწას ვაცლი ასე ბრუნვას! მე დამნაშავე ვარ, რომ ვეგუები უსამართლობას! მე დამნაშავე ვარ, რომ ვუცინი ქურდებს! მე დამნაშავე ვარ, რომ არ შემიძლია ხმის ამოღება! ღმერთო, მომეცი ძალა რომ შემეძლოს სიყვარული! ჩემო საყვარელო ქალო, მომეცი ძალა, რომ აღარ ვიყო დამნაშავე! ირაკლი კაკაბაძე -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
piligrimi |
![]()
პოსტი
#3
|
![]() piligrimi ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,496 რეგისტრ.: 6-March 07 მდებარ.: saqartvelo წევრი № 1,278 ![]() |
მე მინდა ვუთხრა ღმერთს, მე მინდა ვუთხრა ჩემს საყვარელ ქალს, მე მინდა ვუთხრა ყველას: მე დღეს გავიღვიძე და დამნაშავე ვარ! მე დამნაშავე ვარ! მე დამნაშავე ვარ, რომ ვერ დავაფასე შენი სიყვარული. მე ვარ ვხედავდი ადამიანს ნიღაბს მიღმა! მე მეგონა, რომ სილამაზის დასაკუთრება შეიძლება. ..მე ხომ ვერ დავაფასე შენი არსება! მე ხომ უზომოდ ბევრ შოკოლადს ვჭამდი! მე ხომ მარტო ფეხბურთს ვუყურებდი! !მე ხომ ადამიანის სიყვარულის არ მჯეროდა! !მე ხომ მეშინოდა თავისუფლების! მე ალბათ ბევრი რამე არ ვიცოდი! ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ მაპატიებ ჩემო საყვარელო ქალო! მე დამნაშავე ვარ, რომ ვეგუები უსამართლობას! მე დამნაშავე ვარ, რომ ვუცინი ქურდებს! ღმერთო, მომეცი ძალა რომ შემეძლოს სიყვარული! ჩემო საყვარელო ქალო, მომეცი ძალა, რომ აღარ ვიყო დამნაშავე! ხო ეხლა წავიკითხე და გამეცინა მართლა ბევრი საერთო ვიპოვე ჩემთან სურვილი გამიჩნდა რომ გამომესწორებინა მეც დანაშაულები, მაგრამ შემწევს კი ამის ძალა აჟამად არ ვიცი იმედია შევძლებ შეცვლას. მადლობა გახსენებისათვის მეც დამნაშავე ვარ -------------------- "ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ" |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 12:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი