ლოცვა ცხოველთათვის, მცენარეთათვის და ა.შ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლოცვა ცხოველთათვის, მცენარეთათვის და ა.შ |
მნათე |
Mar 21 2007, 03:02 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მოკლედ გვერდზე თემაში, წამოიჭრა საკითხი - რამდენად შეიძლება ცხოველთათვის არსობრივად ლოცვა?
აქ ორი მომენტია: I. როდესაც შენ ლოცულობ, მაგ; ვენახისთვის, ან მანქანისთვის, ან საქონლისთვის, რათა მათი დაუზიანებლობით ადამიანს მიენიჭოს ნაყოფიერება, ისევე როგორც მაცხოვარმა თევზთა და პურთა სიუხვე აკურთხა-რათა ხალხი 'განეძღო'. და II. როცა შენ, მისი კურნების მიზნით ლოცულობ, ზეთს ცხებ, ნაკურთხ წყალს ასხურებ და ა.შ - საინტერესოა, ამ კუთხით ცხოველებზე მადლმოქმედება რამდენად შეიძლება, საღვთო მადლი გამოვითხოვოთ ფრინველზე, რომელთანაც ერთადერთი ინტერესი, მისი კარგად ყოფნაა? მითუმეტეს, შეიძლება თუ არა მას ზეთი ვცხოთ? პატერიკი ამ შემთხვევაში საინტერესო არ არის, რადგან ჩვენ მამათა პრიმატები არ გვაქვს, მნიშვნელოვანია საღვთისმეტყველო ასპექტი. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მარიამი |
Mar 22 2007, 01:22 AM
პოსტი
#2
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE რომელი საეკლესიო გადმოცემა-სწავლება (პატერიკის გარდა) გვასწავლის საკუთარი ცხოველებისთვის ლოცვას? წმინდანთა ცხოვრებაშია აღწერილი არა ერთგან ასეთი შემთხვევები იმედია არ ფიქრობ, რომ მათზე მეტი იცი QUOTE ახლობელ ავადმყოფ მუსულმანს არ მოვიხსენიებთ "არ ვკადნიერდებით," და უსულო ცხოველებზე ლოცვა??? კი დაგემშვიდობეთ, მაგრამ ამაზე რომ არ ვთქვა, არ შემიძლია მუსულმანს არ ვიხსენიებთ იმ გაგებით, რომ უფალს მის ცხონებას არ ვთხოვთ, მაგრამ თუ ის ავადაა, ვინ გითხრა, რომ არ შეგიძლია მისი განკურნება ითხოვო ლოცვაში? ცხოველების კურნებისთვის ლოცვაში შენ იმას მოიაზრებ, რომ ცხოველები ცხონდებიან? აურიე ახლა რაღაც იმიტომ ვამბობ, რომ ზედმეტად სერიოზულად ნუ იჩიჩქნებით ასეთ რამეებში-მეთქი, თორემ ასეთ აბრურდებამდე მიხვალთ -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ზებედე |
Mar 22 2007, 03:28 AM
პოსტი
#3
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მუსულმანს არ ვიხსენიებთ იმ გაგებით, რომ უფალს მის ცხონებას არ ვთხოვთ, მაგრამ თუ ის ავადაა, ვინ გითხრა, რომ არ შეგიძლია მისი განკურნება ითხოვო ლოცვაში? რა თქმა უნდა შეგვიძლია, მაგრამ ამის ეშინიათ ზოგიერთებს, ანუ "ფსევდომართლმადიდებლებს" ცხოველების კურნებისთვის ლოცვაში შენ იმას მოიაზრებ, რომ ცხოველები ცხონდებიან? აურიე ახლა რაღაც იმიტომ ვამბობ, რომ ზედმეტად სერიოზულად ნუ იჩიჩქნებით ასეთ რამეებში-მეთქი, თორემ ასეთ აბრურდებამდე მიხვალთ მარიამ არანაირი "სერიოზული ჩიჩქნა" არ ხდება! -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2024 - 05:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი