პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
KAIROS |
Feb 7 2007, 09:23 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...
http://church.ge/index.php?showtopic=576 "ლოცვა უცნობი ადამიანისათვის" მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს: "... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..." და სხვაგან: " ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით." ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ? მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)" რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ... საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Mama Daviti |
Mar 22 2007, 06:33 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 53 რეგისტრ.: 25-February 07 წევრი № 1,188 |
ღმერთმა დაგლოცოს შვილო კაიროს!
შენდობას ვითხოვ მაგრამ, რამდენიმე სიტყვა მეც მინდა გითხრა... ჩემო საყვარელო შვილო, შენს მიერ გამძაფრებით დასმული კითხვები, რატომღაც იმ მწიგნობართა მიერ დასმულ განმაქიქებელ კითხვათა ასოციაციას იწვევს, რომლებიც სწორედ თავისი განსწავლულებით ცდილობდნენ იესო ქრისტეს "მხილებას". მაპატიე მაგრამ, შვილო თუ აღმსარებელი და მაზიარებელი ხარ, სადაა შენი კრძალულება მოძღვრის წინაშე? ასეთი კატეგორიულობით და დაჟინებით, რომ მოითხოვ მამა ანდრიასგან დასაბუთებულ პასუხებს, ამით რისი დადგენა გსურს? მამა ანდრიას განსწავლულების თუ საკუთარ რწმენაში ჩაღრმავებულობის? ან იქნებ გგონია ყველა შენს დასმულ კითხვაზე "ამომწურავ" პასუხს თუ მიიღებ, ამით ან კითხვები ამოიწურება ან პასუხები? ან თუ ყველაფერს განისწავლი ამით სასუფეველს დაიმკვიდრებ?.... გთხოვ დაფიქრდი შვილო! მაპატიე , მაგრამ შენმა "მიმომწვლილვებლობამ" გული მატკინა, იმ მოყვასის სიყვარულს, რომელსაც შენ ქადაგებ, შენივე ამ დამოკიდებულებით უარყოფ. ალბათ საინტერესო იქნება ერთი ასეთი მომენტის გახსენება ღირსი მამა პაისის ცხოვრებიდან.... ერთხელ ღირს მამასთან ერთი ყმაწვილი კაცი მივიდა და სთხოვა, მისთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი გაეცა... მამა პაისი დაეთანხმა და მისთვის დამახასიათებელი ლაკონურობით, დაიწყო პასუხების გაცემა, მაგრამ ყმაწვილი ამით ვერ კმაყოფილდებოდა და მრავალგზის კითხვათა ჩაკირკიტებით, ცდილობდა საკითხზე "ჩაღრმავებას". ასე კითხვა-პასუხში რამდენიმე საათმა განვლო... უცბად ღირსი მამა დადუმდა, მაგრამ ყმაწვილი არ ჩერდებოდა და კიდევ უფრო "უღრმავდებოდა" .... მამა პაისიმ ხელი მოკიდა ყმაწვილს და კელიასთან ამომავალი გზისკენ გაახედა.... შვილო, აი ხომ ხედავ ამ ფერდობზე ამომავალ მოხუც ბერს, რომელიც ვიდრე ჩვენ აქ ვსაუბრობდით ამ აღმართზე თუნგებით წყალს ეზიდებოდა და შენ ეს წყალი რამდენჯერმე მიირთვი.... რა ფასი აქვს შვილო , თუნდაც მთელი ქვეყნიერების სიბრძნის შესწავლას, თუკი ერთი უბრალო მოხუცებულის დახმარების სურვილიც კი არ გაგიჩნდა? შვილო კიდევ ვითხოვ შენდობას და ეს არამარტო შენ გეხება, ზოგადად ვიტყვი... ფორუმი მართლმადიდებლურია და ამიტომ მრევლისა და მოძღვრის ურთიერთდამოკიდებულებაც შესაბამისი უნდა იყოს. არც მე და არც მამა ანდრია(მომიტევე მამაო) "ყოვლისგანსწავლულებაზე" არ ვდებთ თავს, ჩვენი დროის, ცოდნის და კომპეტენციის ფარგლებში ვცდილობთ ყველა თქვენ კითხვაზე ქრისტესმიერი სიყვარულით გაგცეთ პასუხი და მდაბლად შენდობას ვითხოვთ თუ პასუხი "ყოვლისამომწურავი" არ იქნება. ისე ლოცვა, შენი პირადი და ინდივიდუალური საუბარია უფალთან და შენივე გადასაწყვეტია რაზე ან ვისზე ესაუბრები უფალს.... ანუ, უფლის მიერ თავის-უფალი ხაარ და ინიციატივაც და ამასთანავე პასუხისმგებლობაც, შენ დაგეკისრება...მოძღვრის რჩევა და ლოცვა-კურთხევა, მხოლოდ შენი გადარჩენისა და სიკეთის გაკეთების მიზნიდანაა გამოწვეული.... დანარჩენი შენ გადაწყვიტე!!! შვილო ეს პასუხი თუ მკაცრად მოგეჩვენა, მერწმუნე მხოლოდ შენდამი სიყვარულმა დამაწერინა. მომიტევეთ და შემინდეთ თუ ვინმეს უნებლიედ გული ვატკინე. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი