სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| KAIROS |
Feb 7 2007, 09:23 PM
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...
http://church.ge/index.php?showtopic=576 "ლოცვა უცნობი ადამიანისათვის" მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს: "... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..." და სხვაგან: " ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით." ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ? მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)" რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ... საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
| Mama Daviti |
Mar 22 2007, 06:33 AM
პოსტი
#2
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 53 რეგისტრ.: 25-February 07 წევრი № 1,188 |
ღმერთმა დაგლოცოს შვილო კაიროს!
შენდობას ვითხოვ მაგრამ, რამდენიმე სიტყვა მეც მინდა გითხრა... ჩემო საყვარელო შვილო, შენს მიერ გამძაფრებით დასმული კითხვები, რატომღაც იმ მწიგნობართა მიერ დასმულ განმაქიქებელ კითხვათა ასოციაციას იწვევს, რომლებიც სწორედ თავისი განსწავლულებით ცდილობდნენ იესო ქრისტეს "მხილებას". მაპატიე მაგრამ, შვილო თუ აღმსარებელი და მაზიარებელი ხარ, სადაა შენი კრძალულება მოძღვრის წინაშე? ასეთი კატეგორიულობით და დაჟინებით, რომ მოითხოვ მამა ანდრიასგან დასაბუთებულ პასუხებს, ამით რისი დადგენა გსურს? მამა ანდრიას განსწავლულების თუ საკუთარ რწმენაში ჩაღრმავებულობის? ან იქნებ გგონია ყველა შენს დასმულ კითხვაზე "ამომწურავ" პასუხს თუ მიიღებ, ამით ან კითხვები ამოიწურება ან პასუხები? ან თუ ყველაფერს განისწავლი ამით სასუფეველს დაიმკვიდრებ?.... გთხოვ დაფიქრდი შვილო! მაპატიე , მაგრამ შენმა "მიმომწვლილვებლობამ" გული მატკინა, იმ მოყვასის სიყვარულს, რომელსაც შენ ქადაგებ, შენივე ამ დამოკიდებულებით უარყოფ. ალბათ საინტერესო იქნება ერთი ასეთი მომენტის გახსენება ღირსი მამა პაისის ცხოვრებიდან.... ერთხელ ღირს მამასთან ერთი ყმაწვილი კაცი მივიდა და სთხოვა, მისთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი გაეცა... მამა პაისი დაეთანხმა და მისთვის დამახასიათებელი ლაკონურობით, დაიწყო პასუხების გაცემა, მაგრამ ყმაწვილი ამით ვერ კმაყოფილდებოდა და მრავალგზის კითხვათა ჩაკირკიტებით, ცდილობდა საკითხზე "ჩაღრმავებას". ასე კითხვა-პასუხში რამდენიმე საათმა განვლო... უცბად ღირსი მამა დადუმდა, მაგრამ ყმაწვილი არ ჩერდებოდა და კიდევ უფრო "უღრმავდებოდა" .... მამა პაისიმ ხელი მოკიდა ყმაწვილს და კელიასთან ამომავალი გზისკენ გაახედა.... შვილო, აი ხომ ხედავ ამ ფერდობზე ამომავალ მოხუც ბერს, რომელიც ვიდრე ჩვენ აქ ვსაუბრობდით ამ აღმართზე თუნგებით წყალს ეზიდებოდა და შენ ეს წყალი რამდენჯერმე მიირთვი.... რა ფასი აქვს შვილო , თუნდაც მთელი ქვეყნიერების სიბრძნის შესწავლას, თუკი ერთი უბრალო მოხუცებულის დახმარების სურვილიც კი არ გაგიჩნდა? შვილო კიდევ ვითხოვ შენდობას და ეს არამარტო შენ გეხება, ზოგადად ვიტყვი... ფორუმი მართლმადიდებლურია და ამიტომ მრევლისა და მოძღვრის ურთიერთდამოკიდებულებაც შესაბამისი უნდა იყოს. არც მე და არც მამა ანდრია(მომიტევე მამაო) "ყოვლისგანსწავლულებაზე" არ ვდებთ თავს, ჩვენი დროის, ცოდნის და კომპეტენციის ფარგლებში ვცდილობთ ყველა თქვენ კითხვაზე ქრისტესმიერი სიყვარულით გაგცეთ პასუხი და მდაბლად შენდობას ვითხოვთ თუ პასუხი "ყოვლისამომწურავი" არ იქნება. ისე ლოცვა, შენი პირადი და ინდივიდუალური საუბარია უფალთან და შენივე გადასაწყვეტია რაზე ან ვისზე ესაუბრები უფალს.... ანუ, უფლის მიერ თავის-უფალი ხაარ და ინიციატივაც და ამასთანავე პასუხისმგებლობაც, შენ დაგეკისრება...მოძღვრის რჩევა და ლოცვა-კურთხევა, მხოლოდ შენი გადარჩენისა და სიკეთის გაკეთების მიზნიდანაა გამოწვეული.... დანარჩენი შენ გადაწყვიტე!!! შვილო ეს პასუხი თუ მკაცრად მოგეჩვენა, მერწმუნე მხოლოდ შენდამი სიყვარულმა დამაწერინა. მომიტევეთ და შემინდეთ თუ ვინმეს უნებლიედ გული ვატკინე. |
KAIROS პასუხების დაზუსტება Feb 7 2007, 09:23 PM
დეკ. ანდრია დილის ლოცვებში ჩვე... Feb 10 2007, 02:28 AM
kaxa როგორ ფიქროთ, დღევáƒ... Feb 13 2007, 04:27 PM
დეკ. ანდრია
როგორ ფიქროთ, დღევá... Feb 13 2007, 09:26 PM
KAIROS პასუხის პასუხი
დიáƒ... Feb 14 2007, 01:51 PM
KAIROS და კიდევ, ვიცი, რომ áƒ... Feb 20 2007, 05:31 PM
დეკ. ანდრია ყოველი ადამიანი ნე... Mar 1 2007, 05:54 PM
KAIROS ძალიან დიდი მადლობ... Mar 1 2007, 10:40 PM
გუჯა ალექსანდრეს კითხვá... Mar 2 2007, 06:10 PM
დეკ. ანდრია როცა ადამიანის ცდო... Mar 7 2007, 02:17 PM
KAIROS გმადლობთ მამაო!
ვ... Mar 7 2007, 07:20 PM
KAIROS
გმადლობთ მამაო!
áƒ... Jan 8 2008, 12:53 AM
KAIROS მამაოსადმი დიდი პა... Mar 8 2007, 04:04 PM
იოანა KAIROS
დიდი ხანია მინდáƒ... Mar 11 2007, 02:04 AM
KAIROS არ უნდა წაშალოს ადáƒ... Mar 12 2007, 01:31 PM
ლეონტი აი ვისთვის არ შეიძáƒ... Mar 12 2007, 05:45 PM
KAIROS მინდა ორი რამ დავაáƒ... Mar 12 2007, 09:19 PM
იოანა კაიროს
:user:
შენთან ა... Mar 13 2007, 08:02 PM
admin ამ მიპინულ თემაში, á... Mar 22 2007, 01:33 AM
KAIROS შემინდეთ მამაო,
ე.ი... Mar 22 2007, 06:36 PM
admin მამა დავითი ბრწყინ... Mar 24 2007, 03:05 PM
გლახა admin
საერთოდ სხვისი კ... Mar 24 2007, 04:29 PM
admin
გააჩნია სად აკეთეáƒ... Mar 24 2007, 05:44 PM
KAIROS ქვემოთ გაეცა პასუხ... Oct 8 2007, 08:23 PM
KAIROS როგორც ვატყობ უპას... Oct 31 2007, 09:13 PM
KAIROS .....................
საკითხი გáƒ... Oct 31 2007, 09:47 PM
იოანა პოსტები, რომლებიც áƒ... Nov 7 2007, 12:15 AM
sarah თუ ვინმე ხედავს,როá... Nov 21 2007, 02:32 PM
კანუდოსელი ვინაიდან ეს თემა ეáƒ... Nov 26 2007, 02:19 PM
მამა ირაკლი
ვინაიდან ეს თემა ეá... Nov 27 2007, 01:43 AM
კანუდოსელი
ჯერ ერთი აშკარად ვá... Nov 27 2007, 11:02 AM
გლახა ციტატა(მამა ირაკლი... Nov 27 2007, 03:55 PM
afxazi მამა ირაკლი
პირვეáƒ... Nov 28 2007, 02:37 PM
KAIROS დამლოცეთ მამაო!
ე... Nov 28 2007, 03:42 PM
ანა არვიცი რა როგორ რაáƒ... Dec 13 2007, 03:14 PM
Маиа მე როგორც გავიგე სáƒ... Dec 13 2007, 11:45 PM
KAIROS მეგობრებო, აქ ახალáƒ... Dec 14 2007, 01:55 PM
KAIROS დავამატებდი:
ან შეá... Jan 8 2008, 01:47 AM
მართა
სიღრმეს არ ჩევეძიáƒ... Jan 8 2008, 02:14 AM
vinvar იცით, არ მესმის რატá... Jan 23 2008, 04:14 PM
მამა ირაკლი დიდი ხანია აქმ განáƒ... Jan 23 2008, 11:07 PM
KAIROS
კითხვების დაზუსტáƒ... Jan 24 2008, 02:01 AM
bekarika ძალიან გთხოვთ მიმი... Apr 1 2008, 06:55 PM
Elke მამაო,
მეგობრებმა á... Apr 14 2008, 01:59 PM
KAIROS ვიმეორებთ თემას ქვ... Apr 14 2008, 08:41 PM
m16 ერთი კითხვა მაქვს áƒ... Apr 14 2008, 09:11 PM
KAIROS
M16
იყო მაგაზე საუბაá... Apr 14 2008, 11:05 PM
QrIsTiAnI ! რას ფიქრობთ ფილმზე... Jul 24 2008, 04:11 PM
მამა ირაკლი ამაზე დავწერეთ.ბოდ... Jul 25 2008, 09:58 PM
QrIsTiAnI ! მითხარით რას ფიქრო... Jul 29 2008, 12:26 AM
HANIBALA რავიცი მე რომ რამეáƒ... Sep 14 2008, 04:02 AM
abo
სწორი ხარ, საუბედუ... Sep 14 2008, 11:35 AM
elenele ჩემო ძმებო და დებო ... Oct 26 2008, 10:38 PM
KAIROS მეგობარო, აზრის გაáƒ... Oct 27 2008, 03:43 AM
saria-giorgi
მეგობარო, აზრის გაá... Oct 28 2008, 04:06 PM
elenele კარგი ჩემო კარგო უáƒ... Oct 27 2008, 02:55 PM
მხევალი ნინო saria-giorgi
გამიხარდა შეá... Oct 28 2008, 05:47 PM
KAIROS
აქ ჩემო სარია, ოდნა... Oct 29 2008, 04:01 AM
saria-giorgi მხოლოდ ერთს ვიყვი,áƒ... Nov 4 2008, 11:01 AM
კანუდოსელი saria-giorgi
ეს რანაირად მá... Nov 4 2008, 03:01 PM
KAIROS
კაიროსის ცნობიერე... Nov 7 2008, 03:33 AM
kato_Bato კანუდოსელი
მოძღვა... Nov 7 2008, 11:34 AM
korinteli გამეცით პასუხი თუ áƒ... Nov 30 2008, 02:16 AM
KAIROS კორინთელი, ვფიქრობ... Nov 30 2008, 03:21 AM
kato_Bato KAIROS
კაიროს, მერე მაქá... Nov 30 2008, 11:28 AM
KAIROS ღვთისმეტყველების á... Nov 30 2008, 08:51 PM
კანუდოსელი korinteli
თქვენთანაც იგი... Dec 1 2008, 11:53 AM
kato_Bato KAIROS
ჩამოვაყალიბებ, á... Dec 1 2008, 12:20 PM
qartleli დიდის კრძალვით მინ... Dec 12 2008, 01:17 AM
KAIROS
ძამიკო, ეს კითხვა, áƒ... Dec 12 2008, 04:05 AM
qartleli კაიროს, დიდი მადლოáƒ... Dec 15 2008, 09:57 PM
KAIROS
კი მეგობარო, ეგრეა,... Dec 16 2008, 03:06 PM
qartleli ჩემო კაიროს ისე გაáƒ... Dec 23 2008, 11:50 PM
KAIROS
კი ძამიკო, უკვე ორი... Dec 23 2008, 11:53 PM
კანუდოსელი qartleli
ამ არგუმენტებს... Dec 24 2008, 04:32 PM
BleiD აქ უნდა დავსვა კითáƒ... Dec 28 2008, 07:38 PM
k@the BleiD
ახალი თემა გახსáƒ... Dec 28 2008, 07:52 PM
ბექა დედა ზოგი რა დაფრთáƒ... Jan 26 2009, 11:05 PM
Delusion რაღაც ამ ბოლო დროს á... Jan 27 2009, 03:54 PM
KAIROS აოფებთ მეგობრებო, áƒ... Jan 27 2009, 06:46 PM
Nina25 ჰაი მოგესალმებით ყ... Feb 23 2009, 03:17 PM
G_I_O_R_G_I_
ამ კითხვას 2000 წელია... Feb 23 2009, 04:20 PM
Nina25 არ იყოლიოთ სხვა ღმáƒ... Feb 23 2009, 06:20 PM
staywhite Nina25
ეს თემა შენი კითá... Feb 23 2009, 06:39 PM
KAIROS აუცილებლად გადადიá... Feb 23 2009, 06:41 PM
lch ამ თემაში კი არადა á... Feb 25 2009, 01:59 AM
QARTVELI_GOGO am zapxuls eklesiidan damovige eklesiis qvis patar... Mar 16 2009, 01:01 PM
betaneli luka ჩვენ არ ვცემთ თაყვáƒ... Mar 16 2009, 02:40 PM
betaneli luka მაპატიოს უფალმა და... Mar 16 2009, 02:53 PM
QARTVELI_GOGO am zapxuls eklesiidan damovige eklesiis qvis patar... Mar 16 2009, 02:57 PM
betaneli luka ასეთ შემთხვევაში პ... Mar 16 2009, 05:22 PM
KAIROS მართალია ლუკა, კითáƒ... Mar 16 2009, 09:42 PM
QARTVELI_GOGO მადლობთ თუმცა კი ვáƒ... Mar 16 2009, 09:46 PM
Belief საზოგადოებაში გავá... Mar 18 2009, 11:31 PM
gujia გამარჯობათ. ვიცი რáƒ... Mar 19 2009, 11:54 AM
KAIROS
მეგობრებო, თუ თქვეá... Mar 20 2009, 03:44 AM
.:Lela:. ისა და რა მაინტერეáƒ... Apr 2 2009, 08:16 PM
KAIROS ლელუშ, თუ სამოძღვრáƒ... Apr 2 2009, 10:50 PM
.:Lela:. KAIROS
გადავიტანე :)
ვიá... Apr 3 2009, 05:51 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th October 2026 - 02:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი