ჯდომა ღვთისმსახურებისას, თქვენ როგორ იცით? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯდომა ღვთისმსახურებისას, თქვენ როგორ იცით? |
კანონისტი |
Dec 20 2006, 12:45 PM
პოსტი
#21
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ძალიან მინდა ვიმსჯელოთ ამ საკითხთან დაკავშირებით
ყველას შეუმჩნევია ალბათ, რომ მწუხრის დაწყების წინ, ისეთ ტაძრებში სადაც დიაკონი მსახურებს, იგი გამოდის აღსავლის კარიდან და პირით მრევლისკენ შემობრუნებული ხმამაღლა ამბობს: "აღსდეგინ!" ანუ, "ადექით!" რამდენად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძველად, მართლმადიდებლებიც ისხდნენ ღვთისმსახურების დროს (გარკვეულ მომენტებში)? მით უმეტეს ვიცით, რომ ბერძნული ეკლესიები დღეს ძირითადად მერხებითაა სავსე ამასთან ერთად, გვაქვს ე.წ. "დაუჯდომელი" ლოცვებიც, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ რაღაც ლოცვები დამჯდარიც შეიძლება იქნეს წაკითხული პირადად ჩემი აზრი ასეთია, რომ დამჯდარი შეიძლება იკითხებოდეს მხოლოდ ფსალმუნი, ისიც ბერ-მონაზონთა მიერ, რომლებიც უამრავ ლოცვით კანონს აღასრულებენ დღის განმავლობაში. რაც შეეხება "აღსდეგინ"-ს, იგი, სავარაუდოდ, მიმართულია საკურთხეველში მსხდომი სასულიერო პირებისადმი, რომლებსაც აქვთ ხელმწიფება ისხდნენ ღვთისმსახურებისას მის გარკვეულ პერიოდებში გასათვალისწინებელია ერთი საგულისხმო მომენტიც წმ. ექვთიმე მთაწმინდლის ცხოვრებიდან, რომ მისი იღუმენობის პერიოდში ივერონის ბერთაგან ვერავინ იკადრებდა არათუ დაჯდომას, არამედ კედელზე მიყრდნობასაც კიო... თქვენ რას ფიქრობთ? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მაკუნა |
Mar 22 2007, 12:53 PM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,495 რეგისტრ.: 18-March 07 წევრი № 1,409 |
საერთოდ ადამიანი მაშინ იღლება როცა არაფერს არ აკეთებს ან მოსაწყენ რამეს აკეთებს,( როგორც ფიზიკურად ასევე გონებრივად.) ვგულისხმობ იმას რომ დაჯდომა მაშინ უნდება ადამიანს თუ ის მარტო იმისათვისაა მისული წირვაზე რომ უბრალოდ იქ უნდა იყოს და ა.შ.
თუ მთელი გულითა და გონებით უფლის მიერ მიმართვაში, ანუ ლოცვაში ვიქნებით ჩართული ძალიან ნაკლები შანსია, რომ დაჯდომა მოგვინდეს. როცა სრულიად ჩართული ხარ უფლის მიმართ ლოცვაში ვერც კი ხვდები ფეხზე დგახარ თუ ზიხარ. რა თქმა უნდა მეც ხშირად მინდა ხოლმე დაჯდომა ლოცვაზე, მაგრამ რომ დავფიქრდები ვხვდები რომ ყურადღება გამეფანტა და იმიტომ მომინდა დაჯდომა... -------------------- ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...
ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება... არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 04:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი