![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ყველას მინდა ვთხოვო, რომ იაქტიუროს და დააფიქსიროს საკუთარი შეხედულება ფორუმთან დაკავშირებით. თუ რა მოსწონს, რა არ მოსწონს, რისი გაკეთება შეიძლება და ა.შ.
მართალია არსებობს ასხვადასხვა თემა, სადაც გაბნეულად არის საუბარი მსგავს საკითხებზე, მაგრამ აჯობებს თუკი ერთ თემაში ვისაუბრებთ. სამწუხარო თანდათან უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი პოსტავს ფორუმზე და ძირითადად ძველი დაწერილის წაკითხვით შემოიფარგლებიან. იყო ბევრი მითითებაც სიმკაცრეზე, სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანთა "შევიწროვებაზე"... მაგრამ საპირისპიროდ იყო ბრალდება თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვაზე. ამ და სხვა საკითხებზე მინდა, რომ ვისაუბროთ და ერთად ვიმსჯელოთ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ფორუმმა არ დაკარგოს თავისი ძირითადი დანიშნულება. თქვენი აქტიურობის იმედი მაქვს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
ერთხელ მახსოვს ჩემი პოსტი, წყობილებიდან ვიყავი გამოსული, შუა ფორუმზე ყვირილი მოვრთე.
ისეთ გუნებაზე ვარ ისევ, ამ თემაში რომ შემოვდივარ. ბევრს იღებთ თქვენს თავზე არა და ენაზე, და დაასახელეთ თუ ასე ბევრი რამე იცით, ზუსტად სად რა და ვის მიერ უნდა გაკეთდეს. მერე მეც ბევრ რამეს გეტყვით. მოეშვით აქ დიდი დეიდების და ბიძიების თამაშს... დავიღალე კაცო ამ კრიტიკით 27 საათი, ვის ელოდებით სიყვარული რომ დაიწყოს, ადმინს? რაც თავი მახსოვს, სულ თემას ვსხნდი,სულ შველას ვითხოვდი, მხარში დგომას, რომ რამე შეგვეცვალა, არა მარტო მე, რამდენიმე სხვა ადამიანი. მაშIნაც თითს იქნევდით, ახლაც თითს იქნევთ. იბადებიან ადამიანები აკაკი წერეთLის პოზაში, ალბათ. მე უკვე ვხედავ, რომ წყალს ვნაყავ აქ და თან ნერვებს ვაყოლებ. კარგად ხართ, გიხარიათ როგორც ხართ, ისიც გიხარიათ სულ რომ ოპოზიციაში ხართ, ჩვენი ქვეყნის არ იყოს და, რაღას ვიშლი მე ნერვებს. ერთი და ორი კაცი ცვლის ხოლმე და ქმის ეპოქას, ელოდეთ თქვენ ათასებისგან და აუცილებლად სხვებისგან სწორი გზის ამორჩევას. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th July 2025 - 04:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი