![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ყველას მინდა ვთხოვო, რომ იაქტიუროს და დააფიქსიროს საკუთარი შეხედულება ფორუმთან დაკავშირებით. თუ რა მოსწონს, რა არ მოსწონს, რისი გაკეთება შეიძლება და ა.შ.
მართალია არსებობს ასხვადასხვა თემა, სადაც გაბნეულად არის საუბარი მსგავს საკითხებზე, მაგრამ აჯობებს თუკი ერთ თემაში ვისაუბრებთ. სამწუხარო თანდათან უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი პოსტავს ფორუმზე და ძირითადად ძველი დაწერილის წაკითხვით შემოიფარგლებიან. იყო ბევრი მითითებაც სიმკაცრეზე, სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანთა "შევიწროვებაზე"... მაგრამ საპირისპიროდ იყო ბრალდება თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვაზე. ამ და სხვა საკითხებზე მინდა, რომ ვისაუბროთ და ერთად ვიმსჯელოთ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ფორუმმა არ დაკარგოს თავისი ძირითადი დანიშნულება. თქვენი აქტიურობის იმედი მაქვს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
ნაინა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
neo
ციტატა გასაიდუმლოებულ წევრების არსებობას მოვსპობდი. ყველაზე სახელის და გვარის დაფიქსირებას, მართმადიდებლურ გამჭირვალობას მოვთხოვდი. სახელი კი მიწერია და მიაწერონ გვარიც თუ ეს ასეთი საჭირო გახდება. არა მგონია ეს რამე არსებითს ცვლიდეს აქ. ფორუმის მისია კი მე მგონი სათაურშიც იგრძნობა, მაგრამ თუ ასე მნიშვნელოვანია ეგეც გავაკეთოთ. რაც შეეხება რეკომენდაციით დარეგისტრირებას ეგ აზრი ადრე ვთქვი, მაგრამ ხალხი მოაკლდება ფორუმზო, მის შემდეგ საკმაო დრო გავიდა და უფრო თუ გვაკლდება წევრები, თორემ არავინ შემოგვმატებია. სანამ მოლოცვებზე და საქველმოქმედო აქციებზე დადიოდით მანამდ ყველაფერი ნორმალურად იყო ფორუმზე. ეხლა კი მესმის რომ შეიძლება დრო ბევრი აღარ რჩებათ ფორუმელებს, მაგრამ ყვეკლა წამოწყებულ საქმეს რომ უმიზეზო მიზეზებით შლიან ეგ ხომ ცხადია, ვიღაცას ვიღაცის ნათქვამი არ მოეწონა, ვიღაცას ვიღაც გულზე არ ეხატება ეს რატომ უნდა ხდებოდეს საერთო საქმის ჩაშლის მიზეზი? ყველა ყველას მეგობარიო ვერ იქნება, ფორუმზე კი არა რეალურ ცხოვბრებაშიც ვერ იმეგობრებ ნებისმიერთან, მაგრამ როცა საქმეს სჭირდება ზედმეტი პატივმოყვარეობა გვერდზე უნდა გადავდოთ. ესაა მთავარი მე მგონი. უფფ ის არ მინდა ჩვენთან ერთად იყოს, ეს არ მომწონს და ასე შემდეგ არ უნდა იყოს ადამიანებში. რატომ არ უნდა მინდოდეს ვინმე თუ მოლოცვაზე, ან საქველმოქმედო აქციაზე წამოვა? მე რამით უკეთესი ვარ მასზე? მეც მყავს აქ რამდენიმე მეგობარი, ვისთანაც რეალში აუცილებლად გავაგრძელებ ურთიერთობას და მეგოიბრობას, მაგრამ ამან ხელი ხომ არ უნდა შემიშალოს რომ სხვაც დავინახო და დავაფასო? საქმე რაშია იცით? უკვე კარგად გაიცანით ერთმანეთი, ეხლა კი არჩევთ ვისთან უფრო გინდათ ურთიერთობა, ანუ გადარჩევის პროცესი მიდის, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს თავად ფორუმზე. გასაგებია რომ რეალური ურთიერთობა უფრო მეტს ნიშნავს ვიდრე ვირტუალური, მაგრამ ამ ვირტუალურმა გაგვაცნო და დაგვაახლოვა ერთმანეთს და ეგ არ უნდა დაგვავიწყდეს არავის. afxazi ციტატა ბევრს არ მიაჩნია სწორად ამ განყოფილების არსებობა. სულ რამდენი ადამიანი წერს კიდევ მაგ განყოფილებაში დათო? იყვნენ მანდ შეკეტილები აჯობებს, სულაც არ მსიამოვნებს ჩემი სარწმუნოების ლანძღვას რომ ვკითხულობ აპოლოგეტიკაში და უფრო არ მესიამოვნება მთელ ფორუმზე და სხვადასხვა თემებში თუ დაიწყებენ იგივე ლანძღვას. ვინ წერს მანდ? ანუ ვინ ილანძღება? ისევ ის ხალხი ვინც ადრეც იგივეს აკეთებდა ოღონდ სხვა ნიკებით. ნიკის შეცვლამ რა შეცვალა? ის რომ ვითომ არ ვიცით ვინ არიან? ვის ვატყუებთ? სხვებს თუ საკუთარ თავებს? -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th July 2025 - 04:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი