პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
KAIROS |
Feb 7 2007, 09:23 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...
http://church.ge/index.php?showtopic=576 "ლოცვა უცნობი ადამიანისათვის" მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს: "... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..." და სხვაგან: " ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით." ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ? მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)" რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ... საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Mar 22 2007, 06:36 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
შემინდეთ მამაო,
ე.ი. კითხვები აღარ უნდა დავსვათ, იქნებ გაგეუქმებინათ ეს თოფიქიც, აზრი არა აქვს, აწი შიშით ვინღა დაგისვამთ განმეორებით კითხვებს?!... ჩემს ხელმოწერას ვიმეორებ უბრალოდ: " მიყვარს პლატონი, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო მეტად", გამაჩნია შესაბამისი განათლებაც და გამოცდილებაც და შემიძლია რაღაც საკითხებზე ჩაღრმავება ვთხოვო მამაოს, მითუმეტეს, რომ ერთ კითხვაზე მხოლოდ სამჯერ დავკონკრეტდით და მერე სხვაზე გადავედით... ნამდვილად არ მინდოდა ასე გამოსულიყო, სამწუხაროა, რომ ქრისტეს უარმყოფ მწიგნობარის კითხვებს და აზროვნებას შეადარეთ ჩემი კითხვები... გული დამწყდა... მითუმეტეს გიცნობთ... იქნებ, მითხრათ სად მივმართე მამაოს უხეშად? სად იყო ჩემი დამოკიდებულება არამართლმადიდებლური? სად არ იგრძნობოდა ჩემი კრძალულება? კითხვებში მამაო? აბა მეტი რა დანიშნულება აქვს ამ ფორუმს? იქნებ იმაში რომ ვთხოვე რასაც წერდა მამებით გაემყარებინა? და რაა აქ შეურაცხმყოფელი? მე რა კითხვებსაც ვსვამ მხოლოდ ჩემი არასოდეს ყოფილა, ამ ფორუმის ბევრ წევრს აინტერესებდა მასზე პასუხები, მითუმეტეს მაშინ, როცა ამ პოზიციაზე ბევრ მოძღვარს განსხვავებული შეხედულება აქვს... რაც შეეხება მამა ანდრიას, მე მას წერილი მივწერე და ვთხოვე , თუკი ჩათვლიდა, რომ კითხვები ცუდ ფორმას ღებულობდა, მაშინვე წავშლიდი, მამაოსაგან პასუხი არ მიმიღია, და ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა ფიქრი და მსჯელობა გაგვეგრძელებინა... სამწუხაროა, რომ შევცდი... რაც შეეხება წყლის მოტანას, დიდება ღმერთს მამაო, ამ ფორუმის იქით მეც, ცოდვილი, ვცდილობ ჩემი საქმე გავაკეთო, ღვთის შეწევნით, ეს საქმე სწორედ ესაა, განათლება და სარწმუნოება... აღარ მინდა დაზუსტება... აქ მხოლოდ კეთილი მიზნები მამოძრავებს მამაო, ვიცი, რომ თქვენ დაკავებულები ხართ და დიდად მიხარია ( გულითადად ვამბობ) , რომ მოძღვრები აქ შემოდიხართ... უბრალოდ, ძალიან განვიცადე რაც დამიწერეთ, არც კი ვიცი, ღირს კი აქ საუბრის გაგრძელება? იქნებ ამ კითხვების იქითაც გადაგეხედათ მამაო, რას ვწერ, რას ვფიქრობ, სანამ ასეთ მძიმე დასკვნებს გამომიტანდეთ... შემინდეთ კიდევ ერთხელ! მხოლოდ თქვენთან საუბრის შემდეგ გავარკვევ დავრჩე თუ არა ისევ ფორუმზე... გმადლობთ! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი