![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ყველას მინდა ვთხოვო, რომ იაქტიუროს და დააფიქსიროს საკუთარი შეხედულება ფორუმთან დაკავშირებით. თუ რა მოსწონს, რა არ მოსწონს, რისი გაკეთება შეიძლება და ა.შ.
მართალია არსებობს ასხვადასხვა თემა, სადაც გაბნეულად არის საუბარი მსგავს საკითხებზე, მაგრამ აჯობებს თუკი ერთ თემაში ვისაუბრებთ. სამწუხარო თანდათან უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი პოსტავს ფორუმზე და ძირითადად ძველი დაწერილის წაკითხვით შემოიფარგლებიან. იყო ბევრი მითითებაც სიმკაცრეზე, სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანთა "შევიწროვებაზე"... მაგრამ საპირისპიროდ იყო ბრალდება თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვაზე. ამ და სხვა საკითხებზე მინდა, რომ ვისაუბროთ და ერთად ვიმსჯელოთ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ფორუმმა არ დაკარგოს თავისი ძირითადი დანიშნულება. თქვენი აქტიურობის იმედი მაქვს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
neo
ციტატა რა დამცოფა კატომ სანამ დანარჩენი პოსტები წამიკითხავს, მისტერ ნეო, შენ ყველაზე ნაკლებად გგულისხმობდი მაგ ადამიანებში, რომლზებეც ზემოთა პოსტში დავწერე. ერთ ხელზე დამეტევა იმათი ჩამონათვალი, მართლა რომ რაღაცას ცდილობენ. მაგრამ მეც კი აღარ მჯერა, რომ აქ რაიმე გამოვა, ჩემი ცხოვრება მაქვს მეც, მეტი დრო სხვა მხარეს უნდა მივმართო, ვისაც ჰგონია და შეუძლია სიამოვნებით დავუდგები მხარში და "უფლებამოსილებასაც" დავუთმობ, მეტი თუ მარტო მაგაშია საქმე. რწმენა ძნელია, რა უნდა აქ , უმრავლესობას, თუ არა დისნეილენდი? ერთეულებია, ვისაც ეს რელიგია აინტერესებს და დღის უმეტეს ნაწილს ამაზე ფიქრს უთმობს. არაფრით არ გამოვა არცერთ ფორუმზე, წარმოიდგინე შენ, 24 საათიან წირვა-ლოცვაზე რომელი ერისკაცი გაძლებს? აქ უნდა იყოს თავისუფალი ფორუმი, თავისუფალი აზროვნება რელიგიის თემატიკაზე, რა არის ამაში გაურკვეველი ვერ ვიგებ ის რომ კულტურა გვაკლია, ღირსება გვაკლია, რწმენა რომ არ გვაქვს, სურვილი არ გვაქვს, ეს ფორუმის სახელის კი არა, ჩვენი ბრალია, თუ ვინმე გამოსაცვლელია აქ, ჩვენ, ან უნდა დაგვემატოს ნორმალული ადმაინები, რომლებიც აგვიტანენ და მერე რაღაცას გვასწავლიან. მე ეჭვი მაქვს, რომ ეს ამბავი, კარგ და წესიერ ქრისტიანს კი არა, შებერტყილს გაუჭირდება, იმის ფონზე, რასაც აქ ამ 4 წლის მანძილზე ვუყურე. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th July 2025 - 04:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი