მსოფლიო რელიგიები, სხვადასხვა სექტები და მიმდინარეობები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსოფლიო რელიგიები, სხვადასხვა სექტები და მიმდინარეობები |
George Leluashvili |
Feb 28 2011, 05:24 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
[
-------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
Mar 22 2011, 07:21 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
zanneti
ციტატა ასევეა ბავშვის ნათლობის საკითხი და თუ გსურს მოიყვანე ციტატები ამის თაობაზე ✞ აუცილებელია თუ არა ჩვილთა და ბავშვთა ნათლობა? მოდი ჯერ დავიწყებ იმ ციტატებით სახარებიდან,რაც შემდგომად შენ ჩემ მიერ მოყვანილ ციტატებს უნად "დაუპირისპირო" და ამ ციტატებს მე თავიდანვე გავცემ პასუხს ყველა სექტა უარყოფს ჩვილებისა დაბავშვების ნათლობას.მათი ცრუ სწავლებით არ შეიძლება ბავშვების მონათვლა იმიტომ,რომ: 1)ნათლობისას მოსანათლის მხრიდან საჭიროა სარწმუნოების აღმსარებლობა(მრკ16,16)ბავშვებს და ჩვილებს კი არ შეუძლით ირწმუნონ,ამიტომ არც მათი მონათვლა შეიძლება. 2)ბავშვები გაუცნობიერებელნი არიან და ამიტომ არ ძალუძთ საღვთო მადლის მიღება 3)ბავშვებს არ ესაჭიროებათ მონათვლა რადგან ა)ნათლობა სრულდება "მოსატევებელად ცოდვათა"(საქ.2,38)ქრისტიანთა ბავშვებს კი არა აქვთ ცოდვები,წმ.წერილიუწოდებს მათ "წმინდანებს"(Iკორ.7,14),ხოლო რადგანაც ბავშვებს არ აქვთ ცოდვები და ისინი წმინდანები არიან არც მათი მონათვლაა საჭირო. ბ) უფალმა ბავშვების შესახებ თქვა;"მაგათნაირებისაა ცათა სასუფეველი"(მათ.19,14),შესაბამისად ბავშვები ცხონდებიან ნათლობის გარეშე და მათი მონათვლა არაა საჭირო. 4)წმ.წერილში არაფერია ნათქვამი ჩვილთა და ბავშვთა მონათვლის შესახებ,შესაბამისად არც ჩვენ უნდა ვნათლავდეთ მათ. მგონი ძირითადად მაინც დავწერე (თუ სრულად არა),რასაც თქვენ იყენებთ იმის გასამართლებლად ,რომ ბავშვების მონათვლა არაა საჭირო. საეკლესიო სწავლების შესაბამისად მათ ვუპასუხებთ: 1)მარკოზის სახარებიდან აქ მოყვანილი მუხლიდან ჩანს ,რომ სულის ცხონებისთვის აუცილებელნი არიან წმენა და წყლით ნათლობა.ჩვილებისა და ბავშვების ნათლობისას მათ მაგიერ სარწმუნოებას აღიარებენ მათი ნათლიები,დებენ რა ამასთან ერთად პირობას მონათლული ბავშვის ქრისტიანად აღზრდისა.ბავშვის ნაცვლად დიდების მიერ სარწმუნოების აღიარება ხდება მსგავსად იმისა,როგორც ძველ აღთქმაში ღმერთთან დადებული აღთქმის ნიშანს-წინადაცვეთას(დაბ.17,11)აღასრულებდნენ ბავშვებზე ღვთის აღთქმისადმი მათი მშობლების რწმენით.ხოლო ახალ აღთქმაში როგორც მოწმობს წმ.პავლე მოციქული-წონადაცვეთა შეცვალა ნათლობამ(კოლ.2,11).რაც შეეხება ერთი პიროვნების მიერ მეორე პიროვნების ნაცვლად სარწმუნოების აღმსარებლობის შესაძლებლობისა და მართებულობას,ამის შესახებ ცხადლივაა დამოწმებული და მრავალი მაგალითია მოცემული წმ.წერილში:ასისთავის რწმენით ქრისტემ განკურნა მისი ასული(მთ.15,28)განრღვეული ახდილი სახურავიდან ჩაშვებული ქრისტეს ქრისტეს მიერ განკურნებულ იქნა მის მომტანთა რწმენით(მარკ.2,5)იაიროსის რწმენით მკვდრეთით იქნა აღდგენილი მისი ასული(მარკ.5,22-42)მამის რწმენით უფალმა იესო ქრისტემ განკურნა მისი ეშმაკეული შვილი(მარკ.9,24-28) რადგან ქრისტემ მიიღო და დალოცა მისდამი მშობლების მიერ რწმენით მასთან მიყვანილი ბავშვები,ხოლო მოციქულებს და მათი სახით მორწმუნეებს ამცნო,რომ ხელი არ შეეშალათ ბავშვებისთვის მასთან მისვლაში.ამიტომ ეკლესიას სწამს და ასწავლის,რომ მაცხოვარს ძალუძს და ნებავს მოანიჭოს ბავშვებს ნატლისღების მადლი,მათი მშობლებისა და მიმრქმელების რწმენით. 2)ქრისტე მაცხოვარმა სექტანტებზე უკეთ იცოდა შეეძლოთ თუ არა ბავშვებს მისმიერი დალოცვის მადლის მიღება,ამიტომაც:"მოეხვია მათ,ხელები დაასხა და აკურთხა ისინი"(მარკ.10,12)ასევე ბავშვების მშობლებსა და ნათლიებს არ სურთ მოაკლონ ისინი ქრისტეს მადლს,დაე ბავშვებმაც ისევე,როგორც უფროსებმა შეიმოსონ ქრისტე ნათლობის მიერ შესაბამისად წმინდა წერილისა"რაკი ყველა მოინათლეთ ქრისტეში,ქრისტეში სემოსვით"(გალ.3,27) 3)ა)ბავშვებისა და ჩვილების ბუნებითი უცოდველობის შესახებ ცრუსწავლებას ამხელს წმ.პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში,როდესაც გადმოსცემს სწავლებას პირველქმნილი_ადამისეული ცოდვის შესახებ.მოციქული ნათლად და ხაზგასმით ამბობს,რომ ყველა ადამიანები და მათ სორის ბავშვებიც არიან ცოდვის მატარებელნი,რომ ადამში ყველამ შესცოდა(ყველა ადამიანს შთამომავლობითად,ბუნებითად გადაეცემა ადამისეული ცოდვა და ღვთისაგან დაწყევლილობა(ეფ.2,3)(რომ.5,13)რაც ელემენატარულად სიკვდილიანობაში ჩანს. ბ)აქ მაცხოვარს არ უთქვამს:"მათია(ე.ი.ბავშვებისაა)ცათა სასუფეველი",არამედ თქვა:"მაგათნაირებისაა(ე.ი.ბავშვების ნაირთა)არის ცათა სასუფეველი",რაც ნიშნავს იმას რომ აქ იგულისხმებიან არამარტო ბავშვები,არამედ ზოგადად მონათლული ქრისტიანები,რომლებიც ბავშვების მსგავსად წრფელი გულით ღებულობენ ქრისტესადმი რწმენას(მრკ.10,15)(ლუკ.18,17) 3)მოციქულები ნამდვილად რომ აღასრულებდნენ ნათლობის საიდუმლოს ბავშვებზე,ეს ჩანს სულთმოფენობის დღეს წმ.პეტრე მოციქულის მიერ წარმოთქმული ქადაგებიდან რომელშიც იგი მოუწოდებდა რჯულის მიღების დღესასწაულზე მისულ ყოველ ისრაიტელს,მონათლულიყვნენ და მოენათლათ თავიანთი შვილებიც:"მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად და მიიღებთ სულიწმინდის ნიჭს.ვინაიდან თქვენ გეკუთვნით აღთქმა და თქვენს შ ვ ი ლ ე ბ ს."(საქ.2,38-39),ამ დღესასწაულს უეჭველად ესწრებოდნენ ბავშვებიც(შეად.ლუკ.2,43) წმინდა წერილში მოცემულია მოწმობები მთლიანად ოჯახების მონათვლისა.მაგ:"სტეფანეს სახლისა"(Iკორ.1,16),მოინათლა ლიდია და "მისი სახლობა"(საქ.16,15)მოინათლა ციხის უფროსი და "მთელი მისი სახლობა",მოინათლნენ ის და ყველა მისიანი"(საქ.16,31-34).შეუძლებელია იმ მთლიანად მონათლულ სახლობებში არ ყოლოდათ შვილები,მით უმეტეს ცნობილია,რომ სახლსა და ასხლობაში წმ.წერილში პირვლ ყოვლისა ბავშვები გულისხმებიან:(IIIმეფეთა 17,15)(იობ.21,19-21),ხოლო თუ სახლობებში ბავშვები არ არიან ბიბლიაში ეს მითითებულია ხილმე(დაბ.50,7-8) ასე რომ ჯერ კარგად შეისწავლე ხოლმე ის,თუ რატო ამბობს ეკლესია ასე,თუ ისე და მერე გამოთქვი ხოლმე ამ სწავლების მიმართ პრეტენზიები სიყვარულითა და პატივისცემით mociquli qristesi -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი