მსოფლიო რელიგიები, სხვადასხვა სექტები და მიმდინარეობები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსოფლიო რელიგიები, სხვადასხვა სექტები და მიმდინარეობები |
George Leluashvili |
Feb 28 2011, 05:24 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
[
-------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
Mar 30 2011, 03:53 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
zanneti
ციტატა leluashvili.giorgimociquli qristesi ეს ორივე ჩემი სახელია ციტატა საქმეც ამაშია რომ არ არის. ხოლო წმიდა გადმოცემა არ არსებობს არ არის ეს ბიბლის შემადგენელი ეს ეშმაკის სიცრუეა გაიგეთ არ არის არაფერი ბიბლიის გარდა არ არსებობს. ბიბლიას ეწინააღმდეგება და როგორ იქნება ბიბლიის შემადგენელი? მაშინ მეორე ბიბლია ყოფილა და არა ერთი. რატომ დააკანონეს ბიბლია ემსამე საუკუნეში რისთვის? მესა საუკუნეა წარმოიდგინე რა წმიდა გადმოცემაზეა ლაპარაკი საღმრთო გარდამოცემის შესახებ ბიბლიური მოძღვრების უარმყოფელია ის ცრუ მოძღვრება,რომელიც არ აღიარებს,არ ინახავს და არ იცავს მოციქულთაგან(და არათუ კაცთაგან)გადმოცემულ წმიდა გადმოცემებს,რომელთა აღიარებაც,როგორც ბიბლია გვასწავლის სავალდებულოა ყველა მართლმორწმუნისათვის "იდექით და მტკიცედ გეპყრათ გადმოცემები,რომლებიც გისწავლიათ ჩვენი სიტყვით თუ წერილით"(IIთეს.2,15) "ჩვენ კი გამცნებთ ძმანო,ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით,ჩამოშორდეთ ყოველ ძმას,რომელიც უწესოდ იქცევა და არა გადმოცემებისამებრ,ჩვენგან რომ მიიღეთ"(IIთეს.3,6) "ამისათვის გაქებთ თქვენ ძმანო,რომ ყველაფერში გახსოვართ და ინახავთ მოძღვრებებს,როგორც გადმოგეცით"(Iკორ.11,2) "რაც მოისმინე ჩემგან მრავალი მოწმის თანდასწრებით,გადაეცი სარწმუნო ადამიანებს,რომელთაც უნარი აქვთ სხვების სწავლებისა"(IIტიმ.2,2) "ჩაეჭიდე საღი სიტყვების ნიმუშს,რომელიც ჩემგან მოისმინე"(IIტიმ.1,13) "ამრიგად რჩებოდეს თქვენში რაც მოისმინეთ დასაბამიდან;და თუ დარჩება თქვენში,რაც დასაბამიდან მოისმინეთ,თქვენც დარჩებით ძეში და მამაში"(Iიოანე2,24) მოციქულთა ზეპირი გადმოცემა თანაბარ მნიშვნელოვანია წმ.წერილისა და წმინდა წერილის მსგავსად იწოდება ღვთის სიტყვად "განუწყვეტლივ ვმადლობთ ღმერთს,რომ თქვენ როცა მიიღეთ ჩემგან მოსმენილი ღვთის სიტყვა,მიიღეთ იგი არა როგორც კაცთა სიტყვა,არამედ როგორცღვთის სიტყვა,როგორც სინამდვილეშია"(Iთეს.2,13) მოციქულთა ზეპირი გადმოცემა ეწოდება წმ წერილში ჩაუწერელ,მაგრამ წმ.წერილთან(ე.ბიბლიასთან)ერთად ეკლესიაში დაცულ მოციქულთა მიერ ზეპირად გადმოცემულ მოძღვრებას.(ესაა საღვთო წერილის განმარტება,სარწმუნოებრივი სიმბოლო,საღმრთო ლიტურგია,საერთოდ ღვთისმსახურების წესი და საეკლესიო ისტორია) "ესეც იცოდეთ უპიველესად,რომ წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება.ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით,არამედ ადამიანები სულიწმინდის მიერ აღძრულნი ღვთისაგან წამოსთქვამდნენ მას"(IIპეტრე1,20-21) "მე მივიღე უფლისაგან რაც თქვენ გადმოგეცით..."(Iკორ.11,34) "იმ დღემდე ვიდრე ამაღლდებოდა,სულიწმინდით მოძღვრავდა მოციქულებს,რომლებიც მან ამოირჩია,რომელთაც წარუდგა ცოცხლად თავისი ტანჯვის შემდეგ...ორმოც დღეს ეჩვენებოდა მათ და მოუთხრობდა მათ ღვთის სასუფეველზე"(საქ.1,2-3) (ია ამ მუხლში უკვე ყველაფერია ნათქვამი) "ბევრმა მიჰყო ხელი ჩვენს შორის აღსრულებულ ამბავთა თანმიმდევრულ აღწერას,როგორც თავიდანვე გადმოგვცეს თვითმხილველებმა და სიტყვის მსახურება"(ლუკა1,1-2) -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი