იგავი ტალანტებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იგავი ტალანტებზე |
afxazi |
Jan 31 2011, 02:45 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
რადგან როგორც კაცი, რომელმაც წასვლისას მოუხმო თავის მონებს და მისცა მათ თავისი ქონება: და რომელიღაცას მისცა ხუთი ტალანტი, რომელიღაცას - ორი, ხოლო რომელიღაცას - ერთი, თითოეულს თავისი ძალის მიხედვით, და მაშინვე წავიდა. ხოლო წავიდა, ვინც ხუთი ტალანტი მიიღო, ასარგებლა იგი და შეჰმატა სხვა ხუთი ტალანტი; ასევე, ვინც ორი მიიღო, შეჰმატა სხვა ორიც. ხოლო ვინც ერთი მიიღო, წავიდა, ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი. დიდი ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და პასუხი მოსთხოვა მათ. და წარუდგა, ვინც ხუთი ტალანტი მიიღო, და მიართვა სხვა ხუთი ტალანტი და თქვა: ბატონო, ხუთი ტალანტი მომეცი მე, აჰა, სხვა ხუთი ტალანტი შევმატე მას. უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, მონავ კეთილო და სარწმუნო, მცირედზე სარწმუნო იყავი, და მრავალზე დაგადგენ შენ. შედი შენი ბატონის სიხარულში. მოვიდა ისიც, ვინც ორი ტალანტი მიიღო, და უთხრა: ბატონო, ორი ტალანტი მომეცი მე, აჰა, სხვა ორი ტალანტი შევმატე მას. უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, მონავ კეთილო და სარწმუნო, მცირედზე სარწმუნო იყავი, და მრავალზე დაგადგენ შენ. შედი შენი ბატონის სიხარულში. მოვიდა ისიც, ვინც ერთი ტალანტი მიიღო, და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ შენ: იმკი, სადაც არ დაგითესავს და კრებ, სადაც არ დაგიბნევია; და შემეშინდა, წავედი და დავფალი შენი ტალანტი მიწაში; აჰა, შენი შენთან არის. მიუგო მისმა ბატონმა და უთხრა მას: ბოროტო მონავ და ზარმაცო, იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია. ამიტომ უნდა მიგეცა შენ ჩემი ვერცხლი ვაჭრებისთვის, და როცა მოვიდოდი, ავიღებდი ჩემსას მონაგებითურთ. ამიტომ წაართვით მაგას ეგ ტალანტი და მიეცით, ვისაც აქვს ათი ტალანტი. რადგან ყველას, ვისაც აქვს, მიეცემა და მიემატება; ხოლო ვისაც არა აქვს, რაც აქვს, წაერთმევა მას. და ეგ ურგები მონა გააგდეთ ბნელ გარესკნელში; იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა. (მათე, 25- 14-30).
ეს იგავი მეტად ცხოვრებისეულია და ვფიქრობ კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, რადგან საუკეთესოდ გამოხატავს ქრისტიანული ცხოვრების მისიას. ყველა ჩვენთაგანს, ვინც კი მოხმობილ იქნა ქრისტიანობაზე, სწორედ ეს ტალანტი მიეცა, რომელშიც არ იგულისხმება რა თქმა უნდა მატერიალური რაღაც ფული. ეს არის რწმენა, რომელიც უნდა დათესოს დედამიწაზე ყოველმა ადმაიანმა და იგი უნდა გაანაყოფიეროს. ნაყოფში კი სათნოებები იგულისხმება. ჩვენი თავი შესაძლებელია ამ სამი ადმიანიდან რომელიმეს შევადაროთ. ვისაუბროთ რამდენად ვანაყოფიერებთ მოცემულ ტალანტს, თუ უბრალოდ დაფლული გვაქვს ღრმად მიწაში. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ქევანა |
Apr 4 2011, 11:41 AM
პოსტი
#2
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
დაფლული განძი მარტო ხელოვნებათმცოდნეებსა და არქეოლოგებს თუ გამოადგებათ
ახლა სერიოზულად და ეს იგავი მართლა ძალიან საინტერესო და მასში ჩადებული აზრი რთული შესასრულებელია.. ციტატა ეს არის რწმენა, რომელიც უნდა დათესოს დედამიწაზე ყოველმა ადმაიანმა და იგი უნდა გაანაყოფიეროს. ნაყოფში კი სათნოებები იგულისხმება. აბა რომელს გაუკეთებია ეს ორმაგად და სამმაგად მეტი? ერთეულებს. ხოდა ამიტომ ვამბობ რომ რთულია -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 12:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი