აპოკალიფსის ანუ გამოცხადების შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აპოკალიფსის ანუ გამოცხადების შესახებ |
George Leluashvili |
Feb 28 2011, 10:03 PM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
— ახალი აღთქმის ბოლო წიგნის სახელწოდება. ქრისტიანული ლიტერატურის და ესქატოლოგიის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. ხშირად მოიხსენიება როგორც აპოკალიფსი (ბერძნ. ἀποκάλυψις „გაშიშვლება, გახსნა, გამჟღავნება, გამოცხადება“). შექმნილია ჩვ. წ. 68-69 წლებში იოანე მოციქულის მიერ და აღწერილია წუთისოფლის უკანასკნელი დღეები. იოანე იყო იესო ქრისტეს თორმეტ მოწაფეთაგანი და, ამავე დროს, ყველაზე ახალგაზრდა მოციქული. პირველ ქრისტიანთა გადმოცემით, ყველა მოციქული, გარდა იოანესი, მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა. იოანეც ევნო ქრისტესთვის, თუმცა გადმოცემით მას განსხვავებული წილი ერგო: საბერძნეთის კუნძულ პატმოსზე გადასახლებაში ყოფნისას, მას გამოეცხადა უფალი და უთხრა: ”მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი; რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას...”[1] ამ წიგნში წინასწარმეტყველება და უკანასკნელ დღეთა ამბები ძირითადად აღწერილია სიმბოლურად: მაგ. წერილები შვიდი ეკლესიისადმი, შვიდი ბეჭედი, ოთხი მხედარი, შვიდი საყვირი, ღვთის მძვინვარების შვიდი თასი, არმაგედონი, სიცოცხლის წიგნი, ცხოველის რიცხვი - 666, ბაბილონი - დიდი მეძავი, მხეცი შვიდი თავითა და ათი რქით, ათი მეფე, ათასწლოვანი სამეფო, ახალი იერუსალიმი, ძვირფასი ქვები, სიცოცხლის ხე და სხვა. ქრისტიანთა რწმენით ”იოანეს გამოცხადება” შეიცავს ღრმა საიდუმლოებებს. უფალი იესო ქრისტე კვლავ მოვა ამ ქვეყნად და განსჯის ქვეყანას, თუმცა როდის მოხდება ეს გაურკვეველია. მას მოელოდნენ პირველი ქრისტიანები და მას მოელიან დღევანდელი ქრისტიანები. როგორ ფიქრობთ სრულდება ყოველივე რაც იოანემ დაწერა? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
Apr 10 2011, 11:02 PM
პოსტი
#42
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ძე კაცისას მეორედ მოსვლა (მთ. 25) ადამიანის დაცემით ყოველი ქმნილება უნებურად მოექცა ხრწნის მონობის ქვეშ და „თანა-კუნესის და თანა-ელმის მოაქამდე“ (რომ. 8,22). დადგება დრო, როცა მთელი ნივთიერი სამყარო და კაცთა მოდგმა განიწმიდება ადამიანთა ცოდვისაგან და განახლდება. ნივთიერი სამყაროს ეს განახლება უნდა მოხდეს ცეცხლით „უკანასკნელ დღეს“, როდესაც აღესრულება უკანასკნელი სამსჯავრო სოფელზე. წარღვნამდელი კაცობრიობა წყალში დაიხრჩო, „ხოლო აწ ცანი და ქუეყანა მითვე სიტყუითა დაუნჯებულ არიან, ცეცხლისა დამარხულნი დღედ საშჯელისა და წარწყმედისა უღმრთოთა კაცთაისა“ (2 პეტ. 3,7); „ხოლო მოიწიოს დღე იგი უფლისაი, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, რომელსა შინა ცანი მძაფრიად წარჴდენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ და ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი დაიწუნენ... და ახალთა ცათა და ახალსა ქუეყანასა მსგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკვდრებულ არს“ (2 პეტ. 3,10,13). დღევანდელი სამყარო რომ წარმავალია, ამას ჯერ კიდევ ფსალმუნთმგალობელი წინასწარმეტყველებდა: „დასაბამსა შენ, უფალო, ქუეყანა დააფუძნე, და ქმნულნი ხელთა შენთანი ცანი არიან. იგინი წარჴდებიან, ხოლო შენ ჰგიე. და ყოველნი ვითარცა სამოსელნი დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი სცვალნე იგინი, და იცვალნენ“ (ფს. 101,26-27). უფალმა იესუ ქრისტემ კი ბრძანა: „ცანი და ქუეყანა წარჴდენ“ (მთ. 24,35). სამყაროს აღსასრულში იგულისხმება არა მისი სრულად დანგრევა და განადგურება, არამედ მთლიანად შეცვლა და განახლება. V მსოფლიო კრებამ უარყო ორიგენისტების რიგი ცრუსწავლება და განსაკუთრებით კატეგორიულად დაგმო მათი შეხედულება, თითქოს ნივთიერი სამყარო კი არ გარდაიქმნება, არამედ მთლიანად განადგურდება. რაც შეეხება უფლის მოსვლის ჟამს ამქვეყნად მცხოვრებ ადამიანებს, ისინი მოციქულის სიტყვებით, მკვდრეთით აღმდგარი მიცვალებულების მსგავსად მყისიერად გარდაიქმნებიან: „აჰა ესერა საიდუმლოსა გითხრობ თქუენ: ყოველთავე უკუე არა შევისუენოთ, ხოლო ყოველნივე განვახლდეთ მეყსა წინა წამსა თუალისასა უკანაჲსკნელითა მით საყჳრითა, რამეთუ საყჳრსა დაეცეს და მკუდარნი იგი აღდგენ უხრწნელნი და ჩუენ განვახლდეთ. რამეთუ ჯერ-არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაჲ, და მოკუდავისა ამის შემოსად უკუდავებაჲ“ (I კორ. 15,51-53). ძე ღვთისას ამქვეყნიდან ზეცად ამაღლების დროიდან მორწმუნე ქრისტიანთა სულიერი ხედვა მიმართულია მსოფლიოს ისტორიის უდიდესი სამომავლო მოვლენის - უფლის ამქვეყნად მეორედ მოსვლისაკენ. ამ მოსალოდნელი მოსვლის სინამდვილე სრულიად გარკვევით დაამოწმა თავად უფალმა იესო ქრისტემ და თან დაწვრილებით დაახასიათა ეს მოვლენა (მთ. 16,27; მთ. 24; მრკ. 8,38; ლკ. 12,40; ლკ. 17,24; ინ. 14,3). მის შესახებ იუწყებოდნენ ანგელოზები უფლის ამაღლების დროს (საქმ. 1,11); მასვე ხშირად შეგვახსენებენ მოციქულები: იუდა (იუდ. 14-15), იოანე (I ინ. 2,28) და პეტრე (I პეტ. 4,13) და მრავალჯერ პავლე მოციქული (I კორ. 4,5; I თეს. 5,2-6 და სხვა). თვითონ უფალმა მოწაფეებს თავისი მოსვლა, როგორც მოვლენა, ასე დაუხასიათა: იგი უეცრად და ყველასთვის ცხადად მოხდება: „ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა-აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ“ (მთ. 24,27). თავდაპირველად გამოჩნდება „სასწაული ძისა კაცისაჲ ცათა შინა, და მაშინ იტყებდნენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი“ (მთ. 24,30). ეს „სასწაული“ (ნიშანი) ეკლესიის წმიდა მამათა ერთსულოვანი განმარტებით, უფლის ცხოველმყოფელი ჯვარია. უფალი მთელი თავისი დიდებით და ანგელოზთა ურიცხვი დასით გარშემორტყმული მოვა: „და იხილონ ძე კაცისაჲ მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა“ (მთ. 24,30), „ანგელოზთა თანა წმიდათა“ (მრკ. 8,38). მაშინ უფალი დაჯდება „საყდართა დიდებისა თჳსისათა“ (მთ. 25,31). მაშასადამე, მეორედ მოსვლა განსხვავებული იქნება პირველთან შედარებით: უფალმა მაშინ „დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდილადმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა“ (ფლპ. 2,8). იგი მოვა, რათა მოხდეს „განკითხვა სოფლისა სიმართლით“ (საქმ. 17,31) და მიგებად „კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ“ (მთ. 16,27). არსებითად ამით განსხვავდება მისი ამქვეყნად მეორედ მოსვლის მიზანი პირველისაგან, როდესაც მოვიდა, „რაჲთა აცხოვნოს სოფელი მის მიერ“ (ინ. 3,17) და „მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთათჳს“ (მთ. 20,28). ადამიანის დაცემით ყოველი ქმნილება უნებურად მოექცა ხრწნის მონობის ქვეშ და „თანა-კუნესის და თანა-ელმის მოაქამდე“ (რომ. 8,22). დადგება დრო, როცა მთელი ნივთიერი სამყარო და კაცთა მოდგმა განიწმიდება ადამიანთა ცოდვისაგან და განახლდება. ნივთიერი სამყაროს ეს განახლება უნდა მოხდეს ცეცხლით „უკანასკნელ დღეს“, როდესაც აღესრულება უკანასკნელი სამსჯავრო სოფელზე. წარღვნამდელი კაცობრიობა წყალში დაიხრჩო, „ხოლო აწ ცანი და ქუეყანა მითვე სიტყუითა დაუნჯებულ არიან, ცეცხლისა დამარხულნი დღედ საშჯელისა და წარწყმედისა უღმრთოთა კაცთაისა“ (2 პეტ. 3,7); „ხოლო მოიწიოს დღე იგი უფლისაი, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, რომელსა შინა ცანი მძაფრიად წარჴდენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ და ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი დაიწუნენ... და ახალთა ცათა და ახალსა ქუეყანასა მსგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკვდრებულ არს“ (2 პეტ. 3,10,13). დღევანდელი სამყარო რომ წარმავალია, ამას ჯერ კიდევ ფსალმუნთმგალობელი წინასწარმეტყველებდა: „დასაბამსა შენ, უფალო, ქუეყანა დააფუძნე, და ქმნულნი ხელთა შენთანი ცანი არიან. იგინი წარჴდებიან, ხოლო შენ ჰგიე. და ყოველნი ვითარცა სამოსელნი დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი სცვალნე იგინი, და იცვალნენ“ (ფს. 101,26-27). უფალმა იესუ ქრისტემ კი ბრძანა: „ცანი და ქუეყანა წარჴდენ“ (მთ. 24,35). სამყაროს აღსასრულში იგულისხმება არა მისი სრულად დანგრევა და განადგურება, არამედ მთლიანად შეცვლა და განახლება. V მსოფლიო კრებამ უარყო ორიგენისტების რიგი ცრუსწავლება და განსაკუთრებით კატეგორიულად დაგმო მათი შეხედულება, თითქოს ნივთიერი სამყარო კი არ გარდაიქმნება, არამედ მთლიანად განადგურდება. რაც შეეხება უფლის მოსვლის ჟამს ამქვეყნად მცხოვრებ ადამიანებს, ისინი მოციქულის სიტყვებით, მკვდრეთით აღმდგარი მიცვალებულების მსგავსად მყისიერად გარდაიქმნებიან: „აჰა ესერა საიდუმლოსა გითხრობ თქუენ: ყოველთავე უკუე არა შევისუენოთ, ხოლო ყოველნივე განვახლდეთ მეყსა წინა წამსა თუალისასა უკანაჲსკნელითა მით საყჳრითა, რამეთუ საყჳრსა დაეცეს და მკუდარნი იგი აღდგენ უხრწნელნი და ჩუენ განვახლდეთ. რამეთუ ჯერ-არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაჲ, და მოკუდავისა ამის შემოსად უკუდავებაჲ“ (I კორ. 15,51-53).ადამიანის დაცემით ყოველი ქმნილება უნებურად მოექცა ხრწნის მონობის ქვეშ და „თანა-კუნესის და თანა-ელმის მოაქამდე“ (რომ. 8,22). დადგება დრო, როცა მთელი ნივთიერი სამყარო და კაცთა მოდგმა განიწმიდება ადამიანთა ცოდვისაგან და განახლდება. ნივთიერი სამყაროს ეს განახლება უნდა მოხდეს ცეცხლით „უკანასკნელ დღეს“, როდესაც აღესრულება უკანასკნელი სამსჯავრო სოფელზე. წარღვნამდელი კაცობრიობა წყალში დაიხრჩო, „ხოლო აწ ცანი და ქუეყანა მითვე სიტყუითა დაუნჯებულ არიან, ცეცხლისა დამარხულნი დღედ საშჯელისა და წარწყმედისა უღმრთოთა კაცთაისა“ (2 პეტ. 3,7); „ხოლო მოიწიოს დღე იგი უფლისაი, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, რომელსა შინა ცანი მძაფრიად წარჴდენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ და ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი დაიწუნენ... და ახალთა ცათა და ახალსა ქუეყანასა მსგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკვდრებულ არს“ (2 პეტ. 3,10,13). დღევანდელი სამყარო რომ წარმავალია, ამას ჯერ კიდევ ფსალმუნთმგალობელი წინასწარმეტყველებდა: „დასაბამსა შენ, უფალო, ქუეყანა დააფუძნე, და ქმნულნი ხელთა შენთანი ცანი არიან. იგინი წარჴდებიან, ხოლო შენ ჰგიე. და ყოველნი ვითარცა სამოსელნი დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი სცვალნე იგინი, და იცვალნენ“ (ფს. 101,26-27). უფალმა იესუ ქრისტემ კი ბრძანა: „ცანი და ქუეყანა წარჴდენ“ (მთ. 24,35). სამყაროს აღსასრულში იგულისხმება არა მისი სრულად დანგრევა და განადგურება, არამედ მთლიანად შეცვლა და განახლება. V მსოფლიო კრებამ უარყო ორიგენისტების რიგი ცრუსწავლება და განსაკუთრებით კატეგორიულად დაგმო მათი შეხედულება, თითქოს ნივთიერი სამყარო კი არ გარდაიქმნება, არამედ მთლიანად განადგურდება. რაც შეეხება უფლის მოსვლის ჟამს ამქვეყნად მცხოვრებ ადამიანებს, ისინი მოციქულის სიტყვებით, მკვდრეთით აღმდგარი მიცვალებულების მსგავსად მყისიერად გარდაიქმნებიან: „აჰა ესერა საიდუმლოსა გითხრობ თქუენ: ყოველთავე უკუე არა შევისუენოთ, ხოლო ყოველნივე განვახლდეთ მეყსა წინა წამსა თუალისასა უკანაჲსკნელითა მით საყჳრითა, რამეთუ საყჳრსა დაეცეს და მკუდარნი იგი აღდგენ უხრწნელნი და ჩუენ განვახლდეთ. რამეთუ ჯერ-არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაჲ, და მოკუდავისა ამის შემოსად უკუდავებაჲ“ (I კორ. 15,51-53). რამდენს ვკარგავთ ამ ცოდვილი ცხოვრებით... -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 04:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი