![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
— ახალი აღთქმის ბოლო წიგნის სახელწოდება. ქრისტიანული ლიტერატურის და ესქატოლოგიის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. ხშირად მოიხსენიება როგორც აპოკალიფსი (ბერძნ. ἀποκάλυψις „გაშიშვლება, გახსნა, გამჟღავნება, გამოცხადება“). შექმნილია ჩვ. წ. 68-69 წლებში იოანე მოციქულის მიერ და აღწერილია წუთისოფლის უკანასკნელი დღეები. იოანე იყო იესო ქრისტეს თორმეტ მოწაფეთაგანი და, ამავე დროს, ყველაზე ახალგაზრდა მოციქული. პირველ ქრისტიანთა გადმოცემით, ყველა მოციქული, გარდა იოანესი, მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა. იოანეც ევნო ქრისტესთვის, თუმცა გადმოცემით მას განსხვავებული წილი ერგო: საბერძნეთის კუნძულ პატმოსზე გადასახლებაში ყოფნისას, მას გამოეცხადა უფალი და უთხრა: ”მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი; რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას...”[1] ამ წიგნში წინასწარმეტყველება და უკანასკნელ დღეთა ამბები ძირითადად აღწერილია სიმბოლურად: მაგ. წერილები შვიდი ეკლესიისადმი, შვიდი ბეჭედი, ოთხი მხედარი, შვიდი საყვირი, ღვთის მძვინვარების შვიდი თასი, არმაგედონი, სიცოცხლის წიგნი, ცხოველის რიცხვი - 666, ბაბილონი - დიდი მეძავი, მხეცი შვიდი თავითა და ათი რქით, ათი მეფე, ათასწლოვანი სამეფო, ახალი იერუსალიმი, ძვირფასი ქვები, სიცოცხლის ხე და სხვა. ქრისტიანთა რწმენით ”იოანეს გამოცხადება” შეიცავს ღრმა საიდუმლოებებს. უფალი იესო ქრისტე კვლავ მოვა ამ ქვეყნად და განსჯის ქვეყანას, თუმცა როდის მოხდება ეს გაურკვეველია. მას მოელოდნენ პირველი ქრისტიანები და მას მოელიან დღევანდელი ქრისტიანები. როგორ ფიქრობთ სრულდება ყოველივე რაც იოანემ დაწერა? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
davithet |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 413 რეგისტრ.: 28-January 09 წევრი № 6,402 ![]() |
საინტერესო თემაა. ახალი აღთქმაში ვერ ავხსნი როგორ და რა მოელით ჩვენ კაცობრიობას.
ძველ აღთქმიდან საეჭვოა. დანიელის წინასწარმეტყველობიდან და წინასწარ მხედველობიდან როგორ ჩანს , მართლა ახლოა ცრუ რელიგიის მოახლოვება. ჩემი გამოკვლევით და ჩემი თარგმანით იმ ძველ ჰებრეულ ენაზე რამდენად სწორად ვთარგმნე და ვაკვირდებოდი . ეს ჩემი აღმოჩენაა და სხვა არაფერი. უბრალოდ ჩემი ინტერესებია. შეცდომა შეიძლება იყოს. ძველ ნაწერიდან ჩანს სულ სხვანაირად უნდა წამეკითხა პიქტოგრამულად. და აღმოვაჩინე სახელები და სახელწოდებები სადაც სიტყვა ეწერა (წინასწარ ხედვა.)და არა (წინასწარმეტყველობა). ერთ პიქთაგრამოში სახელი ამოვიკითხე- ( ნიუ სიტი, ფრინავი დიდი ჩიტი ბოლავდა და ინგრეოდა დიდი ბაბილონი ) - (დედამიწის მეფეები გაერთიანდებიან და დიდხან ვერ გაძლებ) -( განთიადის ფრინველი კარგ არაფერს მოუტან და იქნება შიმშილი სისხლიანი წელი). - მშიშარა შავკანიანის შემდეგ მოვა მრისხანე სიკვდილი და ცრუ ჩრდილოელი ორჯერ გამარჯვებული ). - ( ბაბილონელი არ დათმობ და მოედება გაერთიანებულ ბრძოლებში ) . (პატარა მიწა ზღვა დაფარავ და იქნება შიმშილი) და ა.შ. -------------------- [b]止まれ[/b]
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 03:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი