![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
— ახალი აღთქმის ბოლო წიგნის სახელწოდება. ქრისტიანული ლიტერატურის და ესქატოლოგიის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. ხშირად მოიხსენიება როგორც აპოკალიფსი (ბერძნ. ἀποκάλυψις „გაშიშვლება, გახსნა, გამჟღავნება, გამოცხადება“). შექმნილია ჩვ. წ. 68-69 წლებში იოანე მოციქულის მიერ და აღწერილია წუთისოფლის უკანასკნელი დღეები. იოანე იყო იესო ქრისტეს თორმეტ მოწაფეთაგანი და, ამავე დროს, ყველაზე ახალგაზრდა მოციქული. პირველ ქრისტიანთა გადმოცემით, ყველა მოციქული, გარდა იოანესი, მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა. იოანეც ევნო ქრისტესთვის, თუმცა გადმოცემით მას განსხვავებული წილი ერგო: საბერძნეთის კუნძულ პატმოსზე გადასახლებაში ყოფნისას, მას გამოეცხადა უფალი და უთხრა: ”მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი; რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას...”[1] ამ წიგნში წინასწარმეტყველება და უკანასკნელ დღეთა ამბები ძირითადად აღწერილია სიმბოლურად: მაგ. წერილები შვიდი ეკლესიისადმი, შვიდი ბეჭედი, ოთხი მხედარი, შვიდი საყვირი, ღვთის მძვინვარების შვიდი თასი, არმაგედონი, სიცოცხლის წიგნი, ცხოველის რიცხვი - 666, ბაბილონი - დიდი მეძავი, მხეცი შვიდი თავითა და ათი რქით, ათი მეფე, ათასწლოვანი სამეფო, ახალი იერუსალიმი, ძვირფასი ქვები, სიცოცხლის ხე და სხვა. ქრისტიანთა რწმენით ”იოანეს გამოცხადება” შეიცავს ღრმა საიდუმლოებებს. უფალი იესო ქრისტე კვლავ მოვა ამ ქვეყნად და განსჯის ქვეყანას, თუმცა როდის მოხდება ეს გაურკვეველია. მას მოელოდნენ პირველი ქრისტიანები და მას მოელიან დღევანდელი ქრისტიანები. როგორ ფიქრობთ სრულდება ყოველივე რაც იოანემ დაწერა? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
davithet |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 413 რეგისტრ.: 28-January 09 წევრი № 6,402 ![]() |
ჩემი გამოთვლით სავარაუდოდ თუ სწორად გამოვთვალე ჰებრეის კალენდარული და მათი ხელნაწერის კალიგრაფიულ შედეგზე, და პლიუს კიდე, სიტყვა წინასწარ-ხედვაზე აღწერილი.
მე ,თავად არ ვარ დარწმუნებული მაგრამ, ვეცდებ, ჩემი აზრი და ახსნა დავწერო იმ ძველ ჰებრეულ ენიდან . რამდენად სწორად ამართლებ არ ვიცი ბიბლიური ფარული ხელნაწერები და არა ბეჭდური ასოები. ხელნაწერს უფრო აქვს მგრძნობელობით დაწერილი და შეგრძნება ვიდრე ბეჭდურებს. აი, ასე გამოვთვალე ზოგადად სხვა და სხვა ,შევკრიბე საერთო მნიშვნელობა და ა.შ. მეფე ძლიერი გამარჯვებული მთიელი დაკარგავს თავის სულს და მის სხეულს ქარს გაატანს.-( ეს , მეფე ძლიერი უფრო მგონი სტალინზეა, მის სხეულს დაფერფლავ და ქარს გაატანს). აღმოსავლეთის მზე ორად გამოჩნდება და ზღვიდან დამზადებული თევზები გამოჩნდება- ( ორი მზე - ალბათ ატომური ბომბია და ზღვაში კი თევზები გამოჩნდება.) ახალი მიწაზე დაბადებული, უცხო ტომისგან მოსული, მშვიდობა დროებითი ზავია. ახალი მიწაზე- მგონი ამერიკაა და უცხო ტომი აქედან ჩანს რომ ის შავკანიანი უნდა იყოს - მგონი ბარაკ ობამაა -სხვაგან ასე წერია , მშიშარა შავკანიანი ნიუ სიტი არის მოხსენიებული). ცაზე განათდა და მოედო მშოფლიოს შიმშილი და ღარიბები იმხიარულებენ მათზე ( ცაზე განათება ცოტა გაუგებარია ალბათ ომი იქნება და მდიდრებ ძალა დაეკარგება თავის ბატონობა ან შეიძლება ომი მოუტან არეულობას და მთელ მშოფლიოს მოედება შიმშილი , აქ ღარიბებისთვის მნიშვნელობა არ იქნება ეროვნება და ის ყველანაირად გაუძლებენ როგორც ადრე უძლებდა. ან შეიძლება ღარიბი განთავისუფლდეთ საზღვისგან - ბევრი სავარაუდოა). წითელი ზღვა, ურჯულოთა სისხლია, გამარჯვება არავის ექნება და ბაბილონი კი არ დანებდება ბრძოლაში. ( ალბათ სისხლიანი იქნება ზღვა მუსულმანთა მიერ და მშვიდობაზე არ დათანხმდება ვინმე ურჯულო მაგრამ არ ვიცი თუ, ურჯულოა მაშინ ის ათეისტია და ყველაფერზე წავა წინააღმდეგ რადგან სხვაგან წერია რომ მორწმუნეებ შეაცდენენ და თავის გავლენაზე მოახდენენ გადაბირებას ცრუ ღმერთის სახელით გამო ). არარატიდან ავარდება შავი სესხლოვანი კვამლი და მთელ მთებს მოედება რას ჩვენში არადროს მომხდარა ( არარატი მთა არ ვიცი მაგრამ თუ ყველაზე მაღალ მთაზე იგულისხმება ევერეთი იქ ხომ ბევრი მთებია - შეიძლება ვულკანია მთელ მთებში. ციდან დაბნელდება და მოულოდნელად დასრულდება ჩვენი არსებობა რადგან მოისპობა ყოველი ჰაერი და არც მიწა იქნება როგორც მიწა და არც წყალი იქნება როგორც წყალი, ყველაფერ გარდაიქმნება სესხლოვან გეენას. ( ალბათ მზის დაბნელდება და მერე მოულოდნელად მოხდება სამყაროს დასასრული. შეიძლება მთვარე დაუახლოვდეთ დედამიწას და განადგურდეთ ან რაღაც ვარსკვლავი გამოჩნდება და ის გაანადგურებ დედამიწას. ღმერთმა ნუ ქნათ ) ახალ ცა და ახალი მიწა აღმოჩნდება ისევ , მშვიდობა დამყარდება და იცხოვრებენ ყოველი სულები ( SOUL )-ზეა. (შეიძლება დედამიწამ კვლავ განაგრძოს არსებობა და ახალი ცხოვრება და ახალი არსება გამოჩნდეთ. მაგრამ აქ ადამიანები არ წერია იქნებათუ არა. სხვაგან წერია რომ ადამიანის სული ღვთისგან უკუნისამდეო- ანუ უკვდავბი შევიქმნებით?! ეს რთულია) გავედი მერე დავწერ . -------------------- [b]止まれ[/b]
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 03:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი