![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Genesis |
![]()
პოსტი
#1
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
რა არის სული და რა ფიზიკურ, ინტელექტუალური თვისებები გააჩნია?
-------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
![]() ![]() |
One truth |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 70 რეგისტრ.: 3-March 11 წევრი № 10,590 ![]() |
რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
რელიგიურ სწავლებებში ჩადებულია საერთო აზრი: ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ ადამიანის რაღაც ნაწილი სიცოცხლეს განაგრძობს. დღემდე არსებული თითქმის ყველა რელიგიური მიმდინარეობის თანახმად, ადამიანს სიკვდილის შემდეგაც აქვს დანახვის, გაგებისა და აზროვნების უნარი. მაგრამ განა შესაძლებელია ეს? ადამიანის გრძნობები და აზრები დაკავშირებულია ტვინის ფუნქციონირებასთან. სიკვდილის დროს კი ტვინი წყვეტს მუშაობას. შეუძლებელია, რომ ჩვენმა მოგონებებმა და გრძნობებმა ტვინისგან დამოუკიდებლად რაღაც სასწაულებრივი სახით კვლავაც განაგრძოს არსებობა. ![]() |
davithet |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 413 რეგისტრ.: 28-January 09 წევრი № 6,402 ![]() |
რა ხდება სიკვდილის შემდეგ? რელიგიურ სწავლებებში ჩადებულია საერთო აზრი: ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ ადამიანის რაღაც ნაწილი სიცოცხლეს განაგრძობს. დღემდე არსებული თითქმის ყველა რელიგიური მიმდინარეობის თანახმად, ადამიანს სიკვდილის შემდეგაც აქვს დანახვის, გაგებისა და აზროვნების უნარი. მაგრამ განა შესაძლებელია ეს? ადამიანის გრძნობები და აზრები დაკავშირებულია ტვინის ფუნქციონირებასთან. სიკვდილის დროს კი ტვინი წყვეტს მუშაობას. შეუძლებელია, რომ ჩვენმა მოგონებებმა და გრძნობებმა ტვინისგან დამოუკიდებლად რაღაც სასწაულებრივი სახით კვლავაც განაგრძოს არსებობა. ![]() მეც მაგ აზრისა ვარ . -------------------- [b]止まれ[/b]
|
One truth |
![]()
პოსტი
#4
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 70 რეგისტრ.: 3-March 11 წევრი № 10,590 ![]() |
მეც მაგ აზრისა ვარ . ანუ შენც ეთანხმები,რომ სული კვდება. ![]() რა ხდება სიკვდილის დროს სინამდვილეში? ის, თუ რა ხდება სიკვდილის დროს, საიდუმლოებით მოცული არ არის ღმერთისთვის, რომელმაც ადამიანის ტვინი შექმნა. მან იცის ჭეშმარიტება და თავის სიტყვაში, ბიბლიაში, გვიხსნის, თუ რა მდგომარეობაში არიან მკვდრები. ბიბლია გვასწავლის, რომ როდესაც ადამიანი კვდება, ის წყვეტს არსებობას. სიკვდილი არის სიცოცხლის საპირისპირო მდგომარეობა. მკვდრებს არც დანახვა შეუძლიათ, არც ფიქრი და არც რამის გაგება. ფიზიკური სხეულის სიკვდილის დროს ადამიანი მთლიანად წყვეტს არსებობას. ადამიანს არავითარი უკვდავი სული არა აქვს. როგორც სოლომონმა დაწერა, „მკვდრებმა არაფერი არ იციან“. ამ საკითხის შესახებ ის შემდეგ უფრო კონკრეტულად ამბობს, რომ მკვდრებს არც სიყვარული შეუძლიათ, არც სიძულვილი და მათთვის არ არსებობს „საქმე და ჩანაფიქრი და ცოდნა და სიბრძნე [სამარეში]“ (ეკლესიასტე 9:5, 6, 10). მსგავსად ამისა, ფსალმუნების 145:4–ში ნათქვამია, რომ ადამიანის სიკვდილის შემთხვევაში „იმავე დღეს გაქრება მისი აზრები“. ჩვენ მოკვდავნი ვართ და სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს ვერ განვაგრძობთ. ჩვენი სიცოცხლე შეგვიძლია სანთლის ალს შევადაროთ. როდესაც სანთელს ვაქრობთ, ალი არსად არ მიდის. ის უბრალოდ აღარ არსებობს. თუ ბიბლიაში წერია,რომ სიკვდილის შემდეგ ქრება ადამიანის ყველა ფიქრი,სიყვარული,სიძულვილი,სა ქ მე,ჩანაფიქრი ....მაშ საიდან გავრცელდა ხალხში მცდარი აზრები მკვდარზე,რომ ხომ არ იტანჯება? გვიწევს მფარველობას იქიდან, სადაც არის? შეგვიძლია მისი დახმარება?... გეკითხებით, ეკლესიასტეს წიგნიდან გამომდინარე,რას გვასწავლის ბიბლია მკვდრების მდგომარეობასთან დაკავშირებით? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 04:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი