![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
— ახალი აღთქმის ბოლო წიგნის სახელწოდება. ქრისტიანული ლიტერატურის და ესქატოლოგიის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. ხშირად მოიხსენიება როგორც აპოკალიფსი (ბერძნ. ἀποκάλυψις „გაშიშვლება, გახსნა, გამჟღავნება, გამოცხადება“). შექმნილია ჩვ. წ. 68-69 წლებში იოანე მოციქულის მიერ და აღწერილია წუთისოფლის უკანასკნელი დღეები. იოანე იყო იესო ქრისტეს თორმეტ მოწაფეთაგანი და, ამავე დროს, ყველაზე ახალგაზრდა მოციქული. პირველ ქრისტიანთა გადმოცემით, ყველა მოციქული, გარდა იოანესი, მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა. იოანეც ევნო ქრისტესთვის, თუმცა გადმოცემით მას განსხვავებული წილი ერგო: საბერძნეთის კუნძულ პატმოსზე გადასახლებაში ყოფნისას, მას გამოეცხადა უფალი და უთხრა: ”მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი; რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას...”[1] ამ წიგნში წინასწარმეტყველება და უკანასკნელ დღეთა ამბები ძირითადად აღწერილია სიმბოლურად: მაგ. წერილები შვიდი ეკლესიისადმი, შვიდი ბეჭედი, ოთხი მხედარი, შვიდი საყვირი, ღვთის მძვინვარების შვიდი თასი, არმაგედონი, სიცოცხლის წიგნი, ცხოველის რიცხვი - 666, ბაბილონი - დიდი მეძავი, მხეცი შვიდი თავითა და ათი რქით, ათი მეფე, ათასწლოვანი სამეფო, ახალი იერუსალიმი, ძვირფასი ქვები, სიცოცხლის ხე და სხვა. ქრისტიანთა რწმენით ”იოანეს გამოცხადება” შეიცავს ღრმა საიდუმლოებებს. უფალი იესო ქრისტე კვლავ მოვა ამ ქვეყნად და განსჯის ქვეყანას, თუმცა როდის მოხდება ეს გაურკვეველია. მას მოელოდნენ პირველი ქრისტიანები და მას მოელიან დღევანდელი ქრისტიანები. როგორ ფიქრობთ სრულდება ყოველივე რაც იოანემ დაწერა? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
davithet
კი,საინტერესო იყო დღევანდელ ვითარებებთან შედარება. აპოკალიფსის განმარტება საერთოდ ძალიან დიდ სულს მოითხოვს და ეს საპასუხისმგებლო საქმე სულ სამმა წმინდა მამამ იტვირთა საკუთარ თავზე.რაც გაუგებარია,აი მაგალითად შენ რომ გიწერია: ციტატა მდინარეები ხმელეთზე გადმოვლენ და იქნება შიმშილი ,( აქ ვერ გავიგე რაზეა დაწერილი-ადამიანები შეჭამენ თავის თავსო) ციტატა უნაყოფო იქნება მიწა და უჰაერო ჰაერი - ( ალბათ ადამიანები აღარ გამრავლდებია ? უჰაერო ჰაერი -ცოტა გაუგებარია აი ამის განმარტებებს კარგი იქნება თუ ამ წმინდა მამების წიგნებში ვნახავთ. ისე საინტერესოა მართლა,ფაქტიურად ყველაფერი დღევანდელ ვითარებასთანაა შედარებული და მართლა ძალიან დიდი წიგნია"გამოცხადება"იოანესი.ეს ცოცხალი სასწაულია. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
davithet |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 413 რეგისტრ.: 28-January 09 წევრი № 6,402 ![]() |
davithet კი,საინტერესო იყო დღევანდელ ვითარებებთან შედარება. აპოკალიფსის განმარტება საერთოდ ძალიან დიდ სულს მოითხოვს და ეს საპასუხისმგებლო საქმე სულ სამმა წმინდა მამამ იტვირთა საკუთარ თავზე.რაც გაუგებარია,აი მაგალითად შენ რომ გიწერია: აი ამის განმარტებებს კარგი იქნება თუ ამ წმინდა მამების წიგნებში ვნახავთ. ისე საინტერესოა მართლა,ფაქტიურად ყველაფერი დღევანდელ ვითარებასთანაა შედარებული და მართლა ძალიან დიდი წიგნია"გამოცხადება"იოანესი.ეს ცოცხალი სასწაულია. ახალ აღთქმას გადავიკითხავდი რა ენაზეს არის დაწერილი, მაგრამ რომ, არ ვიცი ბერძნული და ლათინური ენა , სამწუხაროდ ვერ გამოვიძიებ სიტყვათა მნიშვნელობებ. ისე კი ინგლისურ და ქართულ ენაზე მაქვს გადაკითხული. მკაფიოდ გაუგებრად წერია ჩემთვის ნათარგმნი.( იოანე გამოცხადება)-ზე ვამბობ. უნაყოფო ქიმიური იარაღისაგან იქნება.. ჰაერიც უჰაერო მაგისგან.. ესეც სწორი აზრია , შეიძლება მასეა. მაგრამ სხვა ადგილად გამოვთვალე და ძალიან გავოგნებული ვარ - სიტყვა ჰ. სიტყვა . უ და სიტყვა მტვრისგან შექმნილი მზე. ეს ხომ ატომური ბომბზეა ნაგულისხმევი?! - ჰ- ჰელიუმია . უ- ურანია. ( თავიდან ასე გამოვთვალე - ჰეროდე მეგონა სახელი მაგრამ უ ასომ კი ვერაფრით გამოვიცანი და გავიფიქრე მომავალი ანტიქრისტეს სახელიათქო და ტყუილად დრო დამაკარგვინა ამაზე ფიქრი.) შენ ამ საკითხში სწორად შეადარე. უჰაერო ჰაერი- ახლოა მოწამვლასთან. -------------------- [b]止まれ[/b]
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 02:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი