სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| მოაზროვნე |
Dec 2 2010, 11:27 AM
პოსტი
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,725 |
მთვარისა კერესელიძე
მიძღვნა უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია II-ს. დაბადების 61-ე წლისთავზე თქმული ლექსი სამოცდაერთი რა არის წელი მსახურო ერის, მსახურო მრევლის, ჯერ ღვთაებრივი საქმენი გელის, სამოცდაერთი რა არის წელი! შენი მირონით უნდა შემოსო, ჯერ მრევლისათვის აქ უნდა ენთო... მამულისათვის უნდა ილოცო იმ ტაოელთა სულის ნაღვენთო! რამეთუ ღმერთმა ასე ინება, ზეცით ღვთის მადლი მოგეფინება... მამულისათვის ანთია კვარი, მამულისათვის - გეწეროს ჯვარი! რამეთუ ქვეყნად ვიშვით, მოვედით ზოგი ლოცვად და, ზოგიც ღვთაებად, ნათლით მოსილა ძელი - ცხოველი და უკვდავება - დგას სვეტიცხოვლის მაღალ კარებთან და ზენაარის ეფინება მცხეთას ნათელი, იწვის დიადი კელაპტარიც, მცირე სანთელიც... რამეთუ ღმერთმა ასე ინება, შენში ღვთის მადლი მოედინება, დაამწყალობო კვლავ უნდა ერი, დაამწყალობო კვლავ უნდა მრევლი... კვლავ შენი მადლი მოეფინოს უნდა სიონსაც; შენი ნათელი აფენია ზედაზენს, ხერთვისს და როცა ღამე ეძინება კავკასიონსაც, შენი ლოცვაი ღვთაებრივი ზენაარს ერთვის... შუბლი ნათელი გამოჩნდება აღსავლის კართან, მიიმალება მაშინ, მჯერა, სადღაც არესიც. და დგას ტაძარში გადარჩენილ იმედის კალთად უწმინდესი და... უნეტარესი! ჯერ კიდევ ბევრი... ჯერ კიდევ ბევრი... ჯერ კიდევ ბევრი... ერი და მრევლი, ერი და ბერი შემოგყურებს ვითარცა იმედს, ჯერ კიდევ... ჯერაც გოლგოთამდე ჯვარია მძიმე, ჯერ კიდევ... ჯერაც, მეც იმედი ლამპრად მინთია. მწყემსი კეთილი - საით მღერის, ბერო მინდიავ? მწყემსი კეთილი - გააღვიძებს იმერ-ამიერს... მრევლს მოუხმობდე ჯადოსნური შენი კვერთხით და... ერს მიუძღოდე მრავალჟამიერ! მთვარისა კერესელიძე სად მიდიოდით, წმინდა მამანო? სად მიდიოდით, წმინდა მამანო? თქვით, რა გინდოდათ პალესტინას, იერუსალიმს, ათონს, პეტრიწონს, ანტიოქიას, ანდა კვიპროსზე რომ აგებდით წმინდა ღალიას, რად არ ააგეთ ეს ტაძრები ქართულ მიწაზე? თუ უცხოეთის უცხო მიწა თქვენად იწამეთ, მაშინ რა არის მადლი ჩვენი ქართული მიწის, მაშინ რა არის მადლი ჩვენი ქართული პურის, ანდა რა არის მაშინ მადლი ჩვენი ღვინისა?.. იქნებ გეგონათ, რომ ეს მიწა ვერ დაგიტევდათ, უცხოეთისკენ გაჰყევით გზასა? - რას ვამბობ, რასა??? თქვენ საქართველო გაიტანეთ ჩვენი მთებიდან, აჩვენეთ სხვასა, წმინდა მამანო, ზეცის მადლი თქვენს კეთილ გზასა! 1968 წლის იანვარი მთვარისა კერესელიძე სვეტიცხოველთან ისევ და ისევ, ისევ და ისევ, კვლავ სალოცავად ვდგავარ შენს კართან. ისევ და ისევ, ისევ და ისევ მფარავდეს შენი მოწყალე კალთა, რას გთხოვ? - არაფერს, უფალო ჩემო, ჩემი შვილების სიკეთის გარდა. ისე, ვითარცა მაღალი ღმერთი მინათებს ეზოს და გზებს საესავს, ნათელი ედგას სიონს და ხერთვისს და ყველას, ვინაც შენთვის დაეცა... გარს მახვევია ყველა ლტოლვილი, ყველა შორეულ გზებით მოვლილი, ყველა მშიერი, ყველა ეული, ყველა ჩემსავით ჩამოხეული... ვიცი, იოლი არ არის შენთვის, ყველას სწყალობდეს სიკეთის ღმერთი, მაგრამ ეს ერთიც, მაგრამ ეს ერთიც გამონაკლისი დაუშვი ჩვენთვის... ნუთუ ვერ ხედავ, შენთვის უმწეო სისხლს ღვრიან შენი საბრალო ძენი თუ ძალა შეგწევს, სიკეთე ქენი, თუ ძალა შეგწევს, სიკეთე ქენი, შეგვინარჩუნე მამულის ბჭენი! თუკი ჩემი ხმა საითმე გესმის, გვეყოს ამდენი შხამი და გესლი, დაუფიქრებლად წარსულს რომ ესვრის, დაუფიქრებლად მამულს რომ ესვრის, ჩამოგვაშორე ეს უცხო თესლი! ისევ და ისევ, ისევ და ისევ, კვლავ სალოცავად ვდგავარ შენს კართან, ისევ და ისევ, ისევ და ისევ მფარავდეს შენი მოწყალე კალთა, რას გთხოვ? - არაფერს, უფალო ჩემო, ჩემი მამულის სიკეთის გარდა! 1994 მთვარისა კერესელიძე ალავერდს, ილორს, ლომისას ალავერდს, ილორს, ლომისას, წმინდა გიორგის საყდარს, იმ შენი პატარობისა ნაფეხურები აჩნდა. იმ შენი პატარობისა კვლავ სურვილები მწველი, ალავერდს, ილორს, ლომისას გეძახის, გიხმობს, გელის. ალავერდს, ილორს, ლომისას შენი ბავშვობის ხმა ესმის, ალავერდს, ილორს, ლომისას გეძახის უზენაესი. ალავერდს, ილორს, ლომისას წმინდა გიორგის საყდარს, ალავერდს, ილორს, ლომისას ნეტავ რა ხდება ახლა? ალბათ ტაძარზე ჰკიდია სული, რაითაც გწამდი, იქ, სადაც ბონდის ხიდია გაკიდებული ცამდის... ალავერდს, ილორს, ლომისას ნეტავი ახლა რა ესმის, ალავერდს, ილორს, ლომისას გეძახის უზენაესი. 1994 წელი მთვარისა კერესელიძე ზმანება ჩემს შესახვედრად გამოდიან ბრძენნი მამანი, როს ფანჯარაში აინთება იასამანი და სევდიანი გაქროლებით, ნელი ქარებით თეთრ საუფლოში მივექანები. მდუმარებაა თეთრ საუფლოში, სად მთელი ქვეყნის მწუხარება არა ღირს გროში. მაღალი ქოშით მიმოდის მნათი და სახეებიც მოსჩანან მათი. რა სახეები, ან რა ცვალება, თან მომდევს ჩემი ფერისცვალება ჰაეროვანი, გამჭვირვალე როგორც ზამბახი. ო სახეები, სახეები სადღაც ნანახი და ყველაფერი, ყველაფერი, როგორც ზმანება, მაინც აქეთკენ მოექანება. . . . ჩემს შესახვედრად გამოდიან ბრძენნი მამანი, როს ფანჯარაში იწვის ლურჯი იასამანი. 1977 |
![]() ![]() |
| მოაზროვნე777 |
Apr 21 2011, 04:29 PM
პოსტი
#2
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 15-January 11 წევრი № 10,282 |
მთვარისა კერესელიძე
დედამან წმინდამ... დედამან წმინდამ შემინახა წმინდად კერია, ქართველს აროდეს სხვა სიმღერა არ უმღერია. ზრდიდნენ დედანი ვაჟკაცებს ლომებრს და არ უკრთოდა სამშობლოი უმძიმეს ომებს. რწმენაი იყო გოდოლ-ბურჯი ქართველის ოდით, ურწმუნო კაცი რაღაია, განვსაჯოთ, მოდით. - რწმენაი არის უზენაეს! - ბრძანა ქეთევან და ვერ შეაკრთო ვერც წამებამ, ვერცა შეტევამ. ვერ შეუცვალეს აზრი დედას ვერარა შანთით, ასე ვიყავით, ვინც ვიყავით, მზესავით ვჩანდით. ზრდიდნენ დედანი ვაჟკაცებს ლომებრს და არ უკრთოდა სამშობლოი უმძიმეს ომებს! დღეს რაღაი ვართ, წმინდა მანდილს ხელები ვუშვით, მოგვმრავლებიან დედანი მრუში. რომ გაძალებენ მეძავის მანდილს, გაკარგვინებენ, სამშობლოო, შენს სახეს ნამდვილს. ვეღარ წაგართვას დროთა ბრუნვამ შენი მანდილი, როგორ წაგართმევს რწმენას ვიღაც, მრუშის გაზრდილი. არა მეფენი, - ნათქვამია, - მეფობენ დრონი, მუდამ სხვადასხვა დროი მოაქვს მეფეთა რონინს. ეს ისტორია საოცარი კათედრონია, ფოლიანტებში ხან მზეა, ხან მძიმე დრონია. დედა ქართვლისა მრუში? - მითხარ, ყოფილა როდის?! დედაო, მუდამ ემსგავსოდი მიუვალ კბოდეს! არა! - დაცემავ ქართველისა, ნუ მენახვები! თუკი დედაი გაგიმრუშდა, წაგლეკენ მტრები! ცოტაც გაუძელ, შეინახე წმინდად მანდილი, ცოტაც გაუძელ, შეიცვლება დროი, ნამდვილად! . . . დედამან წმინდამ შემინახა წმინდად კერია. 1978 |
მოაზროვნე მთვარისა კერესელიძე Dec 2 2010, 11:27 AM
მოაზროვნე მთვარისა კერესელი... Dec 5 2010, 12:09 PM
მოაზროვნე მთვარისა კერესელი... Dec 5 2010, 01:04 PM
მოაზროვნე მთვარისა კერესელი... Dec 9 2010, 01:28 PM
თამარი_ცქნაფო ერთი იმის ტურა გამ... Dec 9 2010, 03:57 PM
მოაზროვნე
ერთი იმის ტურა გამ... Dec 9 2010, 10:42 PM
თამარი_ცქნაფო
:D თქვენ მხედველობა... Dec 9 2010, 11:08 PM
მოაზროვნე
ყოველივე... არაფერი... Dec 10 2010, 12:08 AM
მოაზროვნე777 მთვარისა კერესლიძ... Jan 15 2011, 12:38 PM
მოაზროვნე777 მთვარისა კერესელი... Feb 10 2011, 12:08 PM
მხევალი ნინო ვინ არის მთვარისა ... Feb 10 2011, 12:09 PM
თამარი_ცქნაფო
ვინ არის მთვარისა ... Feb 10 2011, 03:37 PM
ნაინა თამარი_ცქნაფო
რომ... Feb 10 2011, 05:26 PM
თამარი_ცქნაფო სამაგიეროდ, მე დავ... Feb 10 2011, 05:33 PM
ნაინა თამარი_ცქნაფო
მაი... Feb 10 2011, 05:36 PM
სოფი თამარი_ცქნაფო
ხოო,... Feb 10 2011, 07:19 PM
kato_Bato თამარი_ცქნაფო
ვა..
ვ... Feb 10 2011, 08:21 PM
მოაზროვნე777 უდიდესი ბოდიშის მო... Apr 5 2011, 01:13 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th August 2026 - 08:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი